imedi /  22 ივნისი 2020, 14:54 / სანდო წყარო

გიორგი გამსახურდია დონალდ ტუსკს წერილით მიმართავს

გიორგი გამსახურდია

გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია, რომელიც პოლონეთში პოლიციის ატაშეს თანამდებობაზეა, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, დონალდ ტუსკს წერილით მიმართავს.

გამსახურდია მასში გიორგი რურუაზე წერს. „ბატონო დონალდ, საკმარისია გადახედოთ 90-იანი წლების საქართველოს შესახებ დასკვნებს, რომლებიც შემუშავებულია ისეთი წონიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა UNHRC, USHR და შეგექმნებათ წარმოდგენა, თუ რა მოხდა საქართველოში, რა წვლილი მიუძღვნის „მხედრიონსა“ და სხვა პუტჩისტურ ბანდებს საქართველოსა და მისი მოსახლეობის წინაშე. ზუსტად ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და წონიანი ფიგურა გახლავთ გიორგი (ჟორიკა) რურუა, რომელიც შევარდნაძისა და მისი ხუნტის მმართველობის პერიოდში, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი. საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება მისი „კარიერის“ შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ მცირედს მოიცავს მისი ნამოქმედარიდან. ეს სიმწირე მხოლოდ იმის დამსახურებაა, რომ ბედის უკუღმართობით, მისი ძმა, ასევე კრიმინალი ნ.რურუა 2003-2012 წლებში სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. მისი ხელშეწყობით განადგურდა არაერთი მტკიცებულება. აქვე მინდა გითხრათ, რომ არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და მისნაირი ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა.

ბატონო დონალდ, მე, როგორც პოლიციის ატაშემ პოლონეთის რესპუბლიკაში, როგორც პოლონეთის ერთ-ერთმა გულმხურვალე მოყვარულმა და მეგობარმა, ასევე როგორც მამაჩემის შვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა ამ ბანდების პარპაში, დევნა და შევიწროება, თავი ვალდებულად ჩავთვალე მომეწოდებინა თქვენთვის ეს მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ თქვენ მიერ შეცდომით „პოლიტიკურ პატიმრად“ მიჩნეული გიორგი რურუასა და მისი საქმიანობის შესახებ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

რამდენიმე დღის წინ ტუსკი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე გამოეხმაურა აღნიშნა, რომ პარტია ამას მიესალმება, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

კლოდ ჟურნე: საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის

თბილისში საერთაშორისო B2B Summit by Tarifa გაიმართა, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო. სამიტის მიზანია ქვეყნის საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების გაცნობა და უცხოელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება. ღონისძიებაში ევროპიდან 50-მდე ბაიერი და საქართველოს 40 ტურისტული კომპანია იყო ჩართული.

17 აპრილი 2026, 10:31

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საირიგაციო წყლის მიწოდების რეგულირების საკითხებზე გადამზადება გაიარეს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომლებმა საქართველოს ენერგეტიკისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სასწავლო ცენტრში საირიგაციო წყლის მიწოდების წესების რეგულირების ძირითად პრინციპებზე გადამზადების პროგრამა გაიარეს.

17 აპრილი 2026, 10:31

სამართალი

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ხ. დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:28

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, აჭარის პოლიციისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

17 აპრილი 2026, 10:26

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნისა და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.

ლადო სადღობელაშვილი

17 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი!

ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბ.-ნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი! ეს ემსგავსება გროტესკას სადაც ოპოზიციის რუპორ-ჟურნალისტები მზად არიან და უკვე იქამდე არიან მისული რომ წვიმის მოსვლა ან ქარის ამოვარდნა მმართველ პარტიას ან საპატიო თავმჯდომარეს დააბრალონ, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

17 აპრილი 2026, 10:08

საზოგადოება

პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.

17 აპრილი 2026, 10:06

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია „კოდექს ალიმენტარიუსის“ კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩონგცინში იმყოფება. სააგენტოს უფროსის მოადგილეები - ოთარ იმნაიშვილი და მიხეილ დოლაბერიძე, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) კომისიის 56-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობენ. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 10:02

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ვახტანგ ჟვანია

17 აპრილი 2026, 10:02

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა.

17 აპრილი 2026, 09:52

საზოგადოება

გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს და UNDP-ის ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

ტრამპმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახლა აშშ-ს მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინაში საქმეები წინ მიიწევს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ამერიკას მთელი ყურადღება ირანზე აქვს გადატანილი.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 09:41

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს საზოგადოებაში რევოლუციური სცენარების დაკვეთა არ არსებობს, ყველა ვინც ამ სცენარის განხორციელებას შეეცდება, შესაბამის პასუხს მიიღებს

ყველა შემთხვევაში, როდესაც მათ დასკვნები ვერ გამოჰქონდათ თავიანთი წინა ქმედებებიდან, პოლიტიკურად ცხვირს წაიტეხდნენ ხოლმე. ასე იქნება ახლაც, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ჰანო პევკური

17 აპრილი 2026, 09:27

მსოფლიო

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო აშშ-ის გარეშე რუსეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ნატოს დაეხმარება, რადგან მის გარეშე ევროპის ქვეყნები მოსკოვს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გიორგი კახიანი

17 აპრილი 2026, 09:20

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არავის ვურჩევ იფიქროს საქართველოში რევოლუციური გზებით ხელისუფლების ცვლილებაზე

გვახსოვს ბოლო წლებში რევოლუციების 5 მცდელობა, რომლებიც აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით უნდოდათ მომხდარიყო. ამჯერად როდესაც კიდევ ტრენინგებზეა საუბარი, ბუნებრივია ყურადსაღები ინფორმაციაა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

ბექა ძამაშვილი

17 აპრილი 2026, 09:09

საზოგადოება

ბექა ძამაშვილი: თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების

თბილისი მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს და თავისთავად ეს ფაქტი არის ძალიან დიდი აღიარება გაეროს, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან, ამ მიმართულებით საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპს იმედი აქვს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დროს „კარგად მოიქცევა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების პერიოდში „კარგად მოიქცევა“.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 08:48

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში, ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარე ჩარევებს ვუწოდებთ

საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 08:39

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მიზანია, ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მთელს მსოფლიოშია

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

17 აპრილი 2026, 08:31

პოლიტიკა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.