imedi /  22 ივნისი 2020, 19:32 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონსტიტუციურ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას უკავშირდება. სხდომაზე ის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

როგორც ირაკლი კობახიძემ მანდატების განაწილების წესზე საუბრისას განაცხადა, იმისათვის, რომ დადგინდეს პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა, ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა ბარიერგადალახული სუბიექტის ხმების რაოდენობაზე.

„ეს წესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა ანუ ზედმიწევნით პროპორციული იქნება მანდატების განაწილება. რაც შეეხება ერთ ან ორ გაუნაწილებელ მანდატს, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება დარჩეს, ისინი გადანაწილდება თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე, რაც არის ყველაზე სამართლიანი წესი“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა ე.წ. 40%-იან ჩამკეტთან დაკავშირებით.

„თუ პოლიტიკური პარტია მიიღებს 40%-ს, ამ შემთხვევაში ჩამკეტი გულისხმობს ამ 40%-ის მეოთხედის დამატებას. ეს არის 10%-ი და 40%-ით პოლიტიკური პარტია ვერ მიიღებს მანდატების 50%-ზე მეტს, რაც არის ამ შემთხვევაში 75- ზე მეტი ანუ შეიძლება გეკუთვნოდეს პირდაპირი წესით 76 -77 მანდატი, მაგრამ ჩამკეტი გულისხმობს იმას, რომ 40%-ით შენ ვერ მიიღებ მანდატების 50%-ზე მეტს. თუ გაქვს 44%-ი, ამ შემთხვევაში ვერ მიიღებ მანდატების 55%-ზე მეტს, თუ გაქვს აღებული ხმების 8%-ი, ამ შემთხვევაში ვერ მიიღებ მანდატების 10%-ზე მეტს და ა.შ. თუ იქნება გადაჭარბება დადგენილი ზღვრიდან, ამ შემთხვევაში, შესაბამისი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება სხვა პოლიტიკურ პარტიებზე“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონის პროექტით, შეიქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო, საიდანაც თბილისში შეიქმნება 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, აღმოსავლეთ საქართველოში - 10, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 12.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირველი მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა კონკრეტული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ადმინისტრაციული საზღვრებს, გათვალისწინებული იქნება.

„მიზანშეწონილია თემები ორთაბათუმი, ახალშენი და ფერია, ნაცვლად ქობულეთის საარჩევნო მაჟორიტარული ოლქისა, დაუბრუნდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და იყოს გაერთიანებული მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

საარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის ერთჯერად წესზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დროებითი რეგულაციის თანახმად, პარტიებს ევალებათ არა 25 ათასი, არამედ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერის შეგროვების ვალდებულება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის პირობებში. მან ასევე ისაუბრა იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც თავისუფლდებიან ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისაგან.

„5-ათასი ხელმოწერის შეგროვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: კვალიფიციური პოლიტიკური პარტიები და ასეთი 19 პოლიტიკური პარტია; ასევე, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად ან ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ ბოლო პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ შესაბამისად, პარტიამ ან ბლოკმა მიიღო 15 ათასი ნამდვილი ხმა მაინც; და ასევე, ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰყავდა წარდგენილი თავისი კანდიდატი ხმა მაინც მიიღო. ასე არის ჯამში სამი პოლიტიკური პარტია, ანუ 22 პოლიტიკური პარტია სრულად თავისუფლდება ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისგან, ყველა დანარჩენს კი უწევს 5 ათასი ხელმოწერის შეგროვება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომელიც გულისხმობს მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატების დასახელების წესისა და უფლებამოსილი სუბიექტების თაობაზე რეგულაციის ცალკე გაწერას.

მისივე თქმით, თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში ეს არჩევნები ჩატარდება ზუსტად იგივე სისტემით, რა სისტემაც დადგინდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„თუ 2024 წლამდე ჩატარდება პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები, ამ შემთხვევაში პარლამენტის უფლებამოსილების ვადა იქნება შეკვეცილი ანუ ის არ აირჩევა ოთხი წლის ვადით, არამედ 1, 2 ან 3 წლის ვადით და ყველა შემთხვევაში პარლამენტს უფლებამოსილების ვადა გაუვა 2024 წლის ოქტომბერში. ეს ნორმა გაიწერა იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი მანიპულაცია და რიგგარეშე არჩევნების ხელოვნურად გამოწვევა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან.

პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილია 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საარჩევნო ბლოკებისთვის დადგენილია დიფერენცირებული ბარიერი - რამდენი პარტიაც არის წარმოდგენილი ბლოკში, იმდენ პროცენტიანია მათთვის საარჩევნო ბარიერი.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ხვალ, მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმი კვლავ ძალაშია, „ევროპული საქართველო“ კი, რომელმაც ცვლილებებს პირველ მოსმენაზე გუშინ მხარი დაუჭირა, მეორე მოსმენაზე დასწრებასა და კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ მანამდე გიორგი რურუა გათავისუფლდება.

რაც შეეხება „დამოუკიდებელ დეპუტატებს’’, მარიამ ჯაშის განცხადებით, მათი ფრაქციისგან ამ პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველოსა’’ და „ნაციონალური მოძრაობის’’ მხარდაჭერის გარეშეც, ცვლილებების მისაღებად, საკმარისი ხმები გროვდება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი გუშინ უყარეს. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

სერჟ სარგსიანი

26 აგვისტო 2026, 17:10

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.

26 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.

26 აგვისტო 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.

26 აგვისტო 2026, 16:07

სამართალი

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.

ვლადიმერ პუტინი

26 აგვისტო 2026, 15:52

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 15:25

რეგიონი

გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.

26 აგვისტო 2026, 15:12

მსოფლიო

Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

დიმიტრი სამხარაძე

26 აგვისტო 2026, 15:02

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ

„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“

მაია ომიაძე

26 აგვისტო 2026, 14:54

ეკონომიკა

მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება

„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.