imedi /  23 ივნისი 2020, 12:07 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გარდა „ევროპული საქართველოსი“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, დადასტურებული აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილება იყო, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მრავალპარტიული მხარდაჭერით.

„დღეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე მეორე მოსმენით გამოდის, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ კვირაში უკვე მესამე მოსმენა იქნება და ამით პრაქტიკულად საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული განხილვა პარლამენტში დასრულდება. ჩვენ რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ და ეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად საარჩევნო კოდექსის რეფორმირებაა. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უმრავლესობის 92 წევრს, ასევე ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფს, გარდა „ევროპული საქართველოსი“ და „ნაციონალური მოძრაობისა“, დადასტურებული აქვს მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ალბათობით დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდება, სავარაუდოდ, 116 ხმით. სწორი გადაწყვეტილება იყო, როდესაც მრავალპარტიული მხარდაჭერით მივიღეთ პირველ მოსმენაზე ეს ცვლილებები. ეს კარგი იყო არა მხოლოდ დემოკრატიული პროცესისთვის, არამედ - მთლიანად პოლიტიკური სპექტრისთვის, იმ პარტიებისთვისაც, ვინც ამ ცვლილებებს ხმა მისცა. თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ კენჭისყრის მათემატიკას დ არა პოლიტიკურ მხარეს, მათემატიკურად „ქართული ოცნება“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ამ ცვლილებების მიღებას პირველ მოსმენაზე თავისუფლად ახერხებდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ყველა სიახლე

29 ივნისი 2026, 08:39

მსოფლიო

რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა

რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა.

აბას არაღჩი

29 ივნისი 2026, 08:30

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.

ვლადიმირ პუტინი

29 ივნისი 2026, 08:24

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა

რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა. საგანგებო თათბირზე პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის საკმარისი მარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობს. ასევე განიხილება დიზელის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა.

29 ივნისი 2026, 08:18

სპორტი

ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. დაშნით მოფარიკავე დანიილ ტარასკინმა ფინალში უნგრელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მიიღო.

29 ივნისი 2026, 08:12

საზოგადოება

ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა

ფონდი ქართუს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. სიახლეა ის, რომ შეიქმნა აპლიკაცია ,,თბილისის ურბანული ტყე,” რომელიც მოსახლეობას დაეხმარება ამ მიდამოების კორდინაციაში, აპლიკაცია აჩვენებს ტერიტორიაზე შემოსასვლელებს, ბილიკებს, მანძილს, მოსასვენებელ სივრცეებს, რაც მეტად გაამარტივებს გადაადგილებას.

ვარლამ ლიპარტელიანი

29 ივნისი 2026, 08:07

პოლიტიკა

თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება

თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით 10 რეგიონში უკვე გაიმართა. დასკვნითი მე-11 შეხვედრა დღეს შედგება.

29 ივნისი 2026, 07:59

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გიორგი გამსახურდია

29 ივნისი 2026, 00:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა, მან უთხრა ზვიადს, პარტია უნდა შევქმნაო - ვიქტორ ყიფიანზე გამახსენდა, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ - გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი

გიორგი გამსახურდია ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 23:57

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა

დიდი ბრიტანეთის ანალოგიური პრობლემებია გერმანიაშიც და საფრანგეთშიც, მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში ეროვნული ძალები ძლიერდება. ლადღობელაშვილის თქმით, გერმანიასა და საფრანგეთშიც დიდი ბრიტანეთის მსგავსად აკლდება ხალხს და ხმარდება სხვას.

28 ივნისი 2026, 23:26

სპორტი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის ნაკრები დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლატვიის ეროვნულ ნაკრებს რიგაში დაუპირისპირდა.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე: ალბათ, მათ ასეთი სტრატეგია დასახეს, რომ თავდასხმაზე გადმოვიდნენ - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, თუმცა, ესეც არ გამოუვიდათ, ვფიქრობ, უფრო გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს „იმედი“ და „პოს ტვ“ ხალხისთვის

გადაცემაში „EURO ანატომია“ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა.

პიერ-ივ ბერენგერი

28 ივნისი 2026, 22:14

კულტურა

პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტი: ძალიან გვიხარია, რომ წელს საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით ვმასპინძლობდით - გელოდებით მომავალ წელსაც, იმედი მაქვს თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება

ძალიან გვიხარია, რომ წელს საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით ვმასპინძლობდით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტმა პიერ-ივ ბერენგერმა ფესტივალზე საუბრისას. „თქვენი ეროვნული სტენდი განთავსებულია გრანდ პალეს გულში და პარიზის წიგნის ფესტივალის ცენტრში. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთან ვავითარებთ თანამშრომლობას, როგორც პროფესიულ, ისე უფრო ფართო კულტურულ დონეზე, გელოდებით მომავალ წელსაც, იმედი მაქვს თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა პიერ-ივ ბერენგერმა.

თინათინ რუხაძე

28 ივნისი 2026, 21:58

კულტურა

თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე: ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა

ძალიან ბევრმა ადამიანმა საქებარი სიტყვები გვითხრა, მათ შორის იყო საფრანგეთის კულტურის მინისტრი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საუბრისას. მინისტრის თქმით, ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს თუ წიგნის გვერდებიდან გაიცნობს, მერე ქვეყანასაც ესტუმრება.

ლადო სადღობელაშვილი

28 ივნისი 2026, 21:52

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ლიზ ტრასმა პრემიერობის ორი თვის განმავლობაში კარგად გაიაზრა, რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე და საკუთარი ნებით გადადგა

ლიზ ტრასმა პრემიერობის ორი თვის განმავლობაში კარგად გაიაზრა, რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ტრასმა საკუთარი ნებით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დიფ სტეიტის მმართველოს გამო დატოვა.

28 ივნისი 2026, 21:50

რეგიონი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, რომელიც სტუდენტებს, კონფლიქტების კვლევის, ისტორიული ფაქტებისა და თანამედროვე პროცესების შესწავლის შესაძლებლობებს მისცემს.

პაატა სალია

28 ივნისი 2026, 21:45

პოლიტიკა

პაატა სალია: სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან

ეს ფორუმი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, სპეციალისტები მონაწილეობენ და მსჯელობენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს საჯარო სამსახურის მომავალი, როგორი უნდა იყოს მომავლის საჯარო სერვისები, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ საჯარო სერვისების ფორუმზე საუბრისას. მისივე თქმით, ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველოს შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარებაა ქვეყნის მიერ ჩატარებული რეფორმებისა.

თამთა მეგრელიშვილი

28 ივნისი 2026, 21:43

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებსა და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებასა და მიმღებლობას აიძულებენ

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 ივნისი 2026, 21:39

რეგიონი

ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026 გაიმართა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, რეგიონის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

28 ივნისი 2026, 21:35

საზოგადოება

როგორ ნათდება თბილისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ღამით დედაქალაქი სხვა მაგიას იძენს. განუმეორებელ ხიბლს დიდწილად მას განათებები ძენს. ისტორიული ძეგლები, ძველი თბილისის უძველესი უბნები, საოცარი ხედები, ახალი პარკები, სკვერები, თანამედროვე არქიტექტურა - ყველაფერი განათებულია, რის უკანაც პროფესიონალთა გუნდის უდიდესი შრომა დგას. მთამსვლელებიც კი 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ, რომ თუ სადმე ნათურა ჩაქრება, ოპერატიულად გამოიცვალოს.

ჯუნჰუა ლი

28 ივნისი 2026, 21:34

პოლიტიკა

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს

საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკულიზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ჯუნჰუა ლიმ. მისივე თქმით, თბილისში საჯარო სერვისების ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული.