imedi /  23 ივნისი 2020, 21:13 / სანდო წყარო

ლევან ბოძაშვილი: ააწრიალეს ბრიუსელი და ვაშინგტონი, ტვიტი ტვიტზე, წერილი წერილზე, მიტინგი მიტინგზე და ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს

ლევან ბოძაშვილი

ლევან ბოძაშვილი

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე და ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარი ლევან ბოძაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენაში მონაწილეობის მიღებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ უარს გამოეხმაურა. ამის შესახებ ბოძაშვილი Facebook-ზე წერს.

„მთელი წელი 2 პარტია იძახდა სრულად პროპორციული სისტემა საზოგადოების დაკვეთა არისო, ააწრიალეს ბრიუსელი და ვაშინგტონი, ტვიტი ტვიტზე, წერილი წერილზე, მიტინგი მიტინგზე და ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, - წერს ბოძაშვილი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ვლადიმერ ბორცვაძე

07 ივლისი 2020, 14:22

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება

„გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

რატი იონათამიშვილი

07 ივლისი 2020, 14:17

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის, არასწორია

ეს არის ცალკეული ინიციატივა და მე ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი.

07 ივლისი 2020, 14:11

სამართალი

შსს იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებულ ზარს და უკუკავშირს ასაჯაროებს

გიორგი შაქარაშვის საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიცია აგრძელებს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

07 ივლისი 2020, 14:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კონგრესის კანონპროექტზე: ოპოზიცია ამას გამარჯვებად აღიქვამს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ეს სიცრუეა

„ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ოპოზიციის სამწუხაროდ, ეს არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს.

გიორგი ვოლსკი

07 ივლისი 2020, 14:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მძლავრი პოზიცია გვაქვს დამკვიდრებული მედია თავისუფლების სივრცეში და ამ პოზიციას ვერავინ შეელევა

ეს კანონპროექტი წმინდა ტექნიკური საკითხია, ელექტრონული კომუნიკაციებს და სახელმწიფოს ურთიერთობებს განსაზღვრავს ტექნიკურ ნაწილში. ვერანაირად ვერ შეეხება და არც შეეხება სიტყვის თავისუფლებას და მედია თავისუფლებას თუნდაც ინტერნეტ სივრცეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ​ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

07 ივლისი 2020, 14:00

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა

სასოფლო-სამეურნეო მიწის თანამესაკუთრეთათვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აგრობარათებისა და დიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება გამარტივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტონ ავრცელებს.

გიორგი ჭიაბრიშვილი

07 ივლისი 2020, 13:59

სპორტი

თბილისის „ლოკომოტივის“ მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა

მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ჭიაბრიშვილი პირველ ვარჯიშს დღეს, საგურამოს ბაზაზე ჩაატარებს. 9 ივლისს, ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში გუნდს მოედანზე უკვე ახალი მთავარი მწვრთვნელი გაუძღვება.

07 ივლისი 2020, 13:59

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: ვადის გაგრძელებაც ემსახურება მოსახლეობის ჯანმრთელობის და არჩევნების უსაფრთხოების დაცვას

ის რომ საქართველო პოზიტიურ შედეგზე გავიდა ეს არის ძალიან დიდი შრომის ფასი, მაგრამ ამ შედეგს სჭირდება შენარჩუნება. მითუმტეს, როცა ეპიდემოლოგთან უმრავლესობა ვარაუდობს რომ იქნება მეორე ტალღა რომელსაც შესაძლოა გავრცელების უფრო მაღალი ხარისხი ჰქონდეს და მეტი ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილი

07 ივლისი 2020, 13:58

პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: არ შეიძლება იმის დაშვება, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებები მედიაზე გავრცელდეს

ნებისმიერი ინიციატივა რომელიც შესაძლებელია იყოს აღქმული, ან სამომავლოდ გამოყენებული იმისთვის, რომ მედია მაუწყებლების ან მედიასაშუალებების საქმიანობაში რაიმე ფორმით სახელმწიფო ჩაერიოს, რა თქმა უნდა არამართებულია - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

07 ივლისი 2020, 13:53

რეგიონი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მიწების რეაგისტრაცია დაიწყო

ადგილზე უკვე იმყოფებიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც მიწის სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში ადგილობრივებისთვის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით აუცილებელ სამუშაოებს ინტენსიური რეჟიმით ახორციელებენ.

07 ივლისი 2020, 13:46

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 132 010 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.200 პროცენტით, მაქსიმალური 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371 პროცენტით განისაზღვრა.

რატი იონათამიშვილი

07 ივლისი 2020, 13:46

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიცია ხელოვნურად იგონებს ნახევარდღიან ტყუილებს

„ფაქტია, რომ ინიციატივა საერთოდ არ ეხება მაუწყებლებს არამედ საუბარია მხოლოდ ელექტრონული უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად ამისა რადიკალური ოპოზიციისგან და მათი მხარდამჭერებისგან მოვისმინეთ უტიფარი ტყუილები ამასთან დაკავშირებით. დღეს მათ ფაქტობრივად აღიარეს კიდევაც და განაცხადეს აფსურდი , რომ მიუხედავად იმისა, რომ არ წერია მაუწყებელი უნდა დაკონკრეტდეს. მე ვფიქრობ, რომ ისინი დაცლილი არიან საკითხებისგან და ხელოვნურად იგონებენ ისეთ ნახევარდღიან ტყუილებს რითიც გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა და ფონს გასვლა უნდათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:42

ეკონომიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტიაციაზე უარყოფითი გავლენა. შესაბამისად ჩვენ დღესდღეობით ვმუშაობთ ინდივიდუალურად ამ ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დეტალური შეთანხმება, თუ რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით, თუ ევროპელი ჩამოვა საქართველოში“- აღნიშა ეკატერინე ტიკარაძემ.

07 ივლისი 2020, 13:41

პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტი: გამოყოფილი თანხები ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობისთვის, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. კანონპროექტში ასევეა საუბარი საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ოკუპაციაზე.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:38

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო მზადაა სომხეთს დაეხმაროს

რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, მეზობელ ქვეყანას დავეხმაროთ. სომხეთს მივაწოდებთ იმ საჭიროებებს, რომლიც შესახებაც სომხეთი განაცხადს გააკეთებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კუჭავა

07 ივლისი 2020, 13:36

პოლიტიკა

კახა კუჭავა: კონგრესს არაფერი გაუყინავს და არც დოკუმენტი მიუღია, ეს ტყუილი და დეზინფორმაციაა

„ეს არის ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავს ტყუილზე და დეზინფორმაციაზე ცდილობენ თავის წინასაარჩევნო კამპანიის აგებას. ამას მეტს ვერაფერს დავარქმევ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდი ამერიკიდან ან მეორე - მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითოს აშშ-ს კონგრესმა საქართველოს დახმარების ნაწილი გაუყინა.

07 ივლისი 2020, 13:34

საზოგადოება

ტყეების ხანძრისგან დასაცავად ეროვნული სატყეო სააგენტო საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. გარემოში არსებული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიშია ზაფხულის სეზონი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყეში ხანძრის გაჩენას.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც ტყეში გადაადგილებისას ვრცელდება. ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგები, უმრავლეს შემთხვევაში, სავალალოა.

ბათუმის პოლიცია

07 ივლისი 2020, 13:24

სამართალი

39 წლის ქალს, რომელიც შვილზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს, ბრალს დღეს წარუდგენენ

აღნიშნულის შემდეგ სასამართლო მის აღკეთ ღონისძიებაზე ისმჯელებს. ადვოკატისთვის ჯერჯერობით ბრალდებულის პოზიცია უცნობია. დაკავებული საიდახომ მაჰმედოვა უზბეკეთის მოქალაქეა. ის ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ოჯახში კიდევ ორი არასწრულოვანია. სოცმუშაკები მათ მდგომარეობას სწავლობენ.

ეკატერინე ტიკარაძე

07 ივლისი 2020, 13:24

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: 14 ივნისის შემდეგ COVID19-ის შიდა გადაცემის ფაქტი არ ყოფილა, რის შედეგადაც დღეს იხსნება აუზები და ფიტნეს დარბაზები

14 ივნისის შემდეგ COVID19-ის შიდა გადაცემის ფაქტი არ ყოფილა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ გარკევულ შეღავათებს ვაწესებთ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

07 ივლისი 2020, 13:20

საზოგადოება

2020 წელს ეროვნულ გამოცდებს 24 ბრალდებული და მსჯავრდებული აბარებს

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.