imedi /  26 ივნისი 2020, 16:15 / სანდო წყარო

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევა „ქართული ოცნების“ ხელწერაა

შიდა ქართლში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი მეოთხედ დაარბიეს, რაც „ქართული ოცნების“ ხელწერაა და კარგად ჩანს, როგორ აპირებს ხელისუფლება არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ წახალისებულმა და მათ მიერ მიგზავნილმა პირებმა მეოთხედ დაარბიეს შიდა ქართლის ოფისი. „დანით შეიარაღებული პირი, მას შემდეგ, რაც დალეწა ოფისი, დანით ემუქრებოდა იქ მისულ ადამიანებს. პირველ სამ შემთხვევაში ხელისუფლებას ინტერესი არ გამოუჩენია და არ დაუსჯია დამნაშავე. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა და იმის მომასწავებელი, როგორ აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ეს ინციდენტი და სხვა მსგავსი ინციდენტები არის ზიზღის კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“. ეს ისტერიული ქმედებები ნათლად აჩვენებს და სამედიცინო დიაგნოზია იმის, რომ ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევისთვის მოქალაქე დააკავა.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რასელ უესტბრუკი

13 ივლისი 2020, 23:26

სპორტი

NBA-ს ერთ-ერთ ვარსკვლავს რასელ უესტბრუკს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ჰიუსტონის” კალათბურთელმა გულშემატკივარს სოციალური ქსელით აცნობა, რომ მისმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და თან მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან.

მარია ვან კერხოვე

13 ივლისი 2020, 23:05

COVID19

ჯანმო: ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ არის გასაგები

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადაცემის საკითხის გაგება ჯერ კიდევ შეზღუდულია.

მირიან ნიკოლაძე

13 ივლისი 2020, 22:56

საზოგადოება

მირიან ნიკოლაძე: გიორგი შაქარაშვილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან

როგორც ოჯახის ადვოკატმა, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, გარდაცვლილის მშობლებს სახალხო დამცველთან აქვთ თხოვნა, დაიცვას ოჯახი „მთავარი არხის“ ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან​.

13 ივლისი 2020, 22:53

რეგიონი

ქუთაისს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული ობიექტი ემატება

როგორც ზვიად შალამბერიძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, მდინარე რუას და უძველესი აბანოების ტერიტორია მოწესრიგდება და ტურისტების მისაღებად მომზადდება.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 22:30

COVID19

ენტონი ფაუჩი: ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 ივლისი 2020, 22:11

COVID19

ჯანმოს დირექტორი: თუკი ძირითადი პრინციპები არ იქნება დაცული, მაშინ პანდემია მხოლოდ ერთი გზით წავა - ის უფრო უარესი გახდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია გაუარესდება, თუკი ქვეყნები მკაცრ ჯანდაცვით ზომებს არ დაიცავენ. ვირუსის ერთადერთი მიზანია ხალხი დააინფიციროს.

ბაიერნი

13 ივლისი 2020, 22:10

სპორტი

ბუნდესლიგის სამივე ინდივიდუალური პრიზი „ბაიერნის“ წარმომადგენელმა მიიღო

წლის საუკეთესო მწვრთნელისთვის დაწესებული პრიზი ჰანს-დიტერ ფლიკს ერგო, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ალფონსო დევისი დასახელდა. „ბაიერნმა” გერმანიის ჩემპიონატი ზედიზედ მერვედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეათედ მოიგო.

13 ივლისი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

მიხეილ სააკაშვილი

13 ივლისი 2020, 21:42

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობა პრორუსულია და მის შეცვლა უკრაინის ინტერესებშიც არის.

ანდრიუს კუბილიუსი

13 ივლისი 2020, 21:22

COVID19

ანდრიუს კუბილიუსი: ვირუსზე ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, ხელისუფლება და მმართველი პოლიტიკური ძალა

„პანდემიის დროს, ვირუსის ეფექტიანი კონტროლის გამო შეგვიძლია, შევაქოთ საქართველოს მოსახლეობა, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პოლიტიკური ძალა, რადგან მათ მართლაც შეძლეს და მოახერხეს პანდემიის კონტროლი“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკას“ განუცხადა.

13 ივლისი 2020, 21:21

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დავით სონღულაშვილი

13 ივლისი 2020, 21:14

COVID19

დავით სონღულაშვილი FAIReconomics-ის სტატიასთან დაკავშირებით: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სწორედ შეძლო კრიზისის მართვა

„ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, თუ რამდენად წარმატებულად შევძელით ჩვენ პანდემიის სიტუაციის მართვა. ეს არის ეფექტური მთავრობის სწორედ პროცესები მართვის შედეგი“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.