imedi /  26 ივნისი 2020, 18:07 / სანდო წყარო

პრემიერი ბოკერიას: გიგა, რატომ ნერვიულობ? ნერვებს გაუფრთხილდი

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას მცირე კამათი იყო. ხმაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მამუკა ჩიქოვანის კითხვაზე გიორგი გახარიას პასუხს მოჰყვა. პრემიერმა განაცხადა, რომ კითხვის შინაარსი ვერ გაიგო. თავად ჩიქოვანი ამ დროს დარბაზში არ იმყოფებოდა, ამიტომ მისი კითხვა პრემიერს ბოკერიამ განუმარტა.

„კითხვის შინაარსსაც ვერ მივხვდი. აი, შემეცოდა ეს ადამიანი, წვალობდა კითხვის დასმის დროს. გიგა, რატომ ნერვიულობ? რიგში ხომ დგახარ? შენს წინ ჩიქოვანი იყო. დამელოდე მერე. წყნარად, მშვიდად, დამშვიდდი. ადამიანურად მოგიწოდებთ, დაწყნარდით, ნერვებს გაუფრთხილდით, არჩევნები არის წინ. მესმის, რომ არჩევნებთან რაც უფრო ახლოს მიდიხართ, ისტერიკის ხარისხი გემატებათ, მაგრამ ხელებს ნუ შლით. დამშვიდდით რა“, - მიმართა პრემიერმა გიგა ბოკერიას.

მან დეპუტატებს რიგითობის დაცვისკენ მოუწოდა და ოპოზიციას ურჩია ჩიქოვანს მეტყველების გაკვეთილები ჩაუტარონ. „ესე იგი, ბატონი ჩიქოვანის წამებით... შემეცოდა რა. ან დაუწერეთ და ისე წააკითხეთ, ან კიდე ასწავლეთ მეტყველება. რომ იკრიბებით ავარჯიშეთ და მეტყველება ასწავლეთ“, - აღნიშნა გახარიამ.

ყველა სიახლე

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:29

ეკონომიკა

ნინო წილოსანი: დაახლოების 3 ათასი ტონა თევზის პროდუქტებს ვაწარმოებთ და 10-ჯერ მეტის პოტენციალი გვაქვს

აკვაკულტურის შესახებ კანონი უკვე მიღებულია. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანას პრიორიტეტად დაესახა აკვაკუტურა, რაც გულისხმობს თევზპროდუქტების ხელოვნურად მოშენების პოლიტიკას - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 18:29

სამართალი

ვაზიანი-თელავი-გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვაზიანი-თელავი-გომბორის საავტომობილო მაგისტრალზე. ერთმანეთს ნისანის და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რა დროსაც სატვირთო მანქანა ამოტრიალდა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. ყველა მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

10 ივლისი 2020, 18:26

COVID19

უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 52 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 819 შემთხვევა გამოვლინდა, 18 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.ქვეყანაში კოვიდინფიცირების 52 043 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 345 ადამიანი, 24 800-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

10 ივლისი 2020, 18:22

COVID19

ინფიცირებული აბიტურიენტი გარდაბნის მკვიდრია და კორონავირუსი მას ბებიისგან გადაედო

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის და კორონავირუსი ოჯახის წევრისგან, კერძოდ კი ბებიისგან გადაედო. როგორც imedinews-ს გარადაბნის მერმა განუცხადა, ბებიის ყველა კონტაქტი გამოკვლეულია.

ირაკლი კოვზანაძე

10 ივლისი 2020, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, დაბეგვრის ნაწილში, თითქმის შესრულებულია

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა“.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 18:13

რეგიონი

ნინო წილოსანი: RMG-მ ჩაატარა ძალიან დიდი სამუშაო და ჩამომდინარე წყლების პრობლემა უკვე აღმოფხვრილია

გარემოს დაცვა და ეკოლოგია არ არის ტრაფარეტული სიტყვები, მას აქვს პირდაპირი კავშირი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან და ისევე, როგორც ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობითა თუ სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ეკოსისტემის რღვევა ახდენს გავლენას ადამიანს სიცოცხლეზე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

კრისტიან ურსე; დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 18:01

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიან მოღვაწეობას ასრულებს. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი სტრატეგიული თანამშრომლობის პროგრამული ინსტრუმენტის - ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მნიშვნელობას.

ნინო წილოსანი

10 ივლისი 2020, 17:53

საზოგადოება

ნინო წილოსანის თქმით, საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრება იგეგმება

დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე პირველად გავიდა ინიციატივა საწვავის ხარისხის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ. ეს შეეხება როგორც რეალიზატორს, ასევე მწარმოებელსა და იმპორტიორს. იმდენად იზრდება ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმები, რომ ეს დარღვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შემოვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთის სახით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

10 ივლისი 2020, 17:53

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ექვს პირს, რომლებიც ბავშვებს და გიორგის დაედევნენ, ბრალი უნდა დაუმძიმდეთ. ამის შესახებ, მან დღეს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ალეკო გეჯაძე

10 ივლისი 2020, 17:47

სამართალი

დამოუკიდებელი ექსპერტი: ნაკლებსავარაუდოა, რომ თუკი ეს დაზიანებები გიორგი შაქარაშვილმა ცემის შედეგად მიიღო, ისინი ერთ ადამიანს მიეყენებინა

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ექსპერტიზა იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტულად რა საგნით არის დაზიანებები მიყენებული.

კარიმ ბენზემა

10 ივლისი 2020, 17:44

სპორტი

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიმ ბენზემა დასახელდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ივნისის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიმ ბენზემა დასახელდა. გასული თვის განმავლობაში ლა ლიგაში გამართულ 5 შეხვედრაში „რეალის“ 32 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბენზემა წელს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც იბრძვის - მის ანგარიშზე 17 გოლია და პირველ პოზიციაზე მყოფ „ბარსელონას“ ლიდერს ლიონელ მესის 5 ბურთით ჩამორჩება. ფრანგი ფეხბურთელი სამეფო კლუბში 2009 წლიდან გამოდის და ამ ხნის განმავლობაში „რეალთან“ ერთად 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ სამეფო თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ უეფას სუპერთასი და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

10 ივლისი 2020, 17:40

მსოფლიო

აია-სოფია ისევ მეჩეთი გახდება

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. ამრიგად, აია-სოფიას ტაძარი ისევ მეჩეთად გადაკეთდება.

10 ივლისი 2020, 17:34

სპორტი

წლევანდელ სეზონში „ბარსელონა“ 200 მილიონ ევროს იზარალებს

წლევანდელ სეზონში საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 200 მილიონ ევროს იზარალებს. ფინანსისტების და მარკეტოლოგების გათვლით, კლუბის წლიური შემოსავალი მილიარდი ევრო უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს თანხა 800 მილიონამდე შემცირდა. ასეთი რეგრესის მიზეზი ტრიბუნაზე მაყურებლის დასწრების აკრძალვის გამო ბილეთების გაყიდვიდან დაკარგული შემოსავალია და თან, ამ ყველაფრის ფონზე, ნაკლები შანსია წელს „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონი გახდეს, რაც კლუბს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსს უსპობს.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი 2020, 17:31

მსოფლიო

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, სუსის მთავარი ამოცანა არჩევნების ექსცესების გარეშე ჩატარებაა

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გასული წლის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტის მთავარი მიმართულებები სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა წარადგინა.

10 ივლისი 2020, 17:28

COVID19

სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტესტირება დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში კორონავირუსზე მოსახლეობის გაფართოებული პირველადი ტესტირება დაიწყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტებმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მას შემდეგ მიიღეს, რაც მოქალაქეს ამავე სოფელში ჩასვლის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა.

10 ივლისი 2020, 17:26

საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა.

10 ივლისი 2020, 17:11

საზოგადოება

ნალექის გამო, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

10 ივლისი 2020, 17:08

სპორტი

საქართველოს კრისტალბეთ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის გათამაშებაში ბათუმის „დინამომ“ პირველად გაიმარჯვა

საქართველოს კრისტალბეთ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის გათამაშებაში ბათუმის „დინამომ“ პირველად გაიმარჯვა. გია გეგუჩაძის მომზადებულმა გუნდმა სტუმრად თბილისის „ლოკომოტივს“ 4:1 მოუგო, რომელსაც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პირველად უხელმძღვანელა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში დუბლი ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონიმ შეასრულა, თითო ბურთი მალხაზ გაგოშიძისა და ჯაბა ჯიღაურის ანგარიშზეა. სიმსივნისგან განკურნების შემდეგ „ლოკომოტივის“ რიგებში პირველი ბურთი გაიტანა მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც ბოლო 37 წუთი ითამაშა. მეხუთე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა „სამტრედიასა“ და „ჩიხურას“ შორის ფრედ, 0:0 დასრულდა.

მირიან ნიკოლაძე

10 ივლისი 2020, 17:06

სამართალი

მირიან ნიკოლაძე: ამ ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს

ექსპერტიზის დასკვნით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდეგ ის გადააგდეს მდინარე არაგვში, -ეს განცხადება მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი ბოტკოველი

10 ივლისი 2020, 17:05

რეგიონი

გიორგი ბოტკოველს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობის ნაწილმა სოფლის დატოვება მოსთხოვა

„ნაციონალური მოძრაობის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი ბოტკოველს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მოსახლეობის ნაწილმა სოფლის დატოვება მოსთხოვა. ეს მას შემდეგ, რაც ბოტკოველმა „მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი სოფელში ჩაიყვანა და საძოვრების გასხვისების საკითხზე აქციის გამართვა მოისურვა. სწორედ ეს გახდა მოსახლეობასა და რადიკალურ ოპოზიციონერთან სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი.