29 ივნისი 2020, 16:20 / სანდო წყარო

გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს ერთი ამოცანა მიღწეულია და უნდა მივაღწიოთ შემდეგ ამოცანებსაც - ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

შედეგი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ მიიღო საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, არის კარგი ცვლილებები. ეს არ არის ის, რასაც ითხოვდა ქართული საზოგადოება, ანუ სრულად პროპორციულს, მაგრამ ეს არის გონივრული კომპრომისი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს დემოკრატიის მეგობრებმა აიძულეს ივანიშვილს და მის რეჟიმს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით მხარდაჭერის შეფასებისას.

„ამით არ ამოწურულა ამ ფაზაში მდგომი გამოწვევა - 8 მარტის შეთანხმების მთლიანად შესრულება და ეს გულისხმობს დარჩენილი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას. კომიკურია, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი თავის გამარჯვებას ზეიმობს დღეს, მაგრამ სერიოზული ნაწილია ის, რომ საქართველომ მიიღო ის, რაც უკეთესი იყო დღევანდელ რეალობაზე, მაგრამ ეს საკითხი დამთავრებული არ არის. ჩვენ გვჭირდება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება, მერე გვჭირდება შედარებით ნორმალური კამპანია და მერე უნდა შევაგუოთ ივანიშვილი, რომ ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით და მშვიდობიანი არჩევნების გზით, ის დაკარგავს ძალაუფლებას. ვინმეს რომ ეთქვა ერთი წლის წინ, ივანიშვილის პოლიტიკური „კლოუნები“ იზეიმებდნენ პროპორციული არჩევნების მიღებას და გამოაცხადებდნენ ოპოზიციაზე გამარჯვებად, შეიძლება ვიღაცას გაეცინა. სიცილს რომ თავი დავანებოთ, წინ გვაქვს სერიოზული ამოცანები. ეს ერთი ამოცანა მიღწეულია და უნდა მივაღწიოთ შემდეგ ამოცანებსაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა.

კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

10 ივლისი 2020, 23:25

მსოფლიო

ერდოღანი აია-სოფიაზე: მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ყველამ უნდა სცეს პატივი.

შოთა არველაძე

10 ივლისი 2020, 23:15

პოლიტიკა

შოთა არველაძე შენგელიას ტრანსფერზე: არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა და ერთი ადამიანის ამოჩემება

ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა არველაძე წერს, რითაც კალათბურთელ თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლას ეხმაურება.

10 ივლისი 2020, 23:02

კულტურა

UNESCO აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერებაზე სინანულს გამოთქვამს

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დირექტორი ოდრი აზულე გამოეხმაურა თურქეთის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებას აია-სოფიას ტაძრისთვის მუზეუმის სტატუსის შეჩერების შესახებ. გამოხმაურება ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ვანო ჩხარტიშვილი

10 ივლისი 2020, 22:50

პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: სააკაშვილმა მაიძულა, ტელეკომპანია „მზე“ დავით ბეჟუაშვილისთვის 1 ლარად გადამეცა

მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი მნიშვნელობით იძალადა ჩემზე და მაიძულა ტელეკომპანია „მზის“ დათმობა. 1 ლარად გადავეცი ეს ტელევიზია დავით ბეჟუაშვილს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

10 ივლისი 2020, 22:46

ეკონომიკა

Bloomberg: მსოფლიოს მსხვილი ბანკები 2021 წელს დოლარის ვარდნას პროგნოზირებენ

მსოფლიოს მსხვილი ბანკები, 2021 წელს აშშ დოლარის ვარდნას პროგნოზირებენ. ვალუტა ძალას დაკარგავს, ამის შესახებ Bloomberg წერს.

10 ივლისი 2020, 22:33

COVID19

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 228 102 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 565 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

10 ივლისი 2020, 22:32

სპორტი

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება

გერმანიის ბუნდესლიგის 2020-2021 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო კავშირის დღევანდელ დისტანციურ სხდომაზე მიიღეს. ჩემპიონატის სტარტამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 და 14 სექტემბერს თასის გათამაშების საწყისი ეტაპის მატჩების გამართვაა დაგეგმილი. წინა სეზონებისგან განსხვავებული კი ის არის, რომ ზამთრის შესვენება შემოკლებულია და ბუნდესლიგის მეორე წრე იანვრის პირველ რიცხვებშივე დაიწყება. ამის მიზეზი ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატია, რის გამოც ყველა საკლუბო ტურნირი მაისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გერმანიის ჩემპიონი „ბაიერნი“ გახდა, რომელმაც „ვერცხლის სინი“ ოცდამეათედ მოიპოვა.

ჯონი ტატუნაშვილი

10 ივლისი 2020, 22:02

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ - გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ამ დრომდე საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის თანამდებობას იკავებდა.

10 ივლისი 2020, 21:57

სპორტი

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

გიორგი ლორია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა და „ოქროს ხელთათმანი მიიღო. 34 წლის ლორიამ 13 შეხვედრაში არც ერთი ბურთი არ გაუშვა, რაც კვიპროსის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. პირველ ტურში საქართველოს ნაკრების მეკარემ აელტან ურთულესი ბურთი მოიგერია და ეს მომენტი საუკეთესოდ აღიარეს. კვიპროსის უმაღლესი ლიგა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კორონავირუსის გამო მაშინ შეწყვიტა, როდესაც „ანორთოსისსა“ და „ომონიას“ ქულათა თანაბარი რაოდენობა ჰქონდათ და თემურ ქეცბაიას გუნდი ოქროს მედლებისთვის იბრძოდა. ახალი სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება და უმაღლეს ლიგაში 12-ის ნაცვლად 14 კლუბი ითამაშებს.

კორონავირუსი თურქეთი

10 ივლისი 2020, 21:42

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში COVID-19-ს 5 323 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 003 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ვირუსი 210 965 ადამიანს დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 191 833 პაციენტი.

მაიკლ რაიანი

10 ივლისი 2020, 21:24

COVID19

ჯანმო: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს.

დავით ზალკალიანი

10 ივლისი 2020, 21:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: არასწორია იმის მტკიცება, რომ საქართველოს დაუწესდა სანქციები, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ მავნებლურად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიცია მოხვდეს ამ კანონში

არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს უკვე არის კანონი და საქართველოს დაუწესდა სანქციები. სწორედ ამ ნარატივის გავრცელებას ცდილობენ ოპონენტები. რაც საფუძველშივე არის არასწორი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ირმა ინაშვილი

10 ივლისი 2020, 21:09

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ვიცით, ვინ ლობირებს ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას - ამ ხალხმა თავის დროზე კოდორი და ახალგორი ჩააბარა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ასიგნებების კონსოლიდირებულ აქტში კონკრეტული წინაპირობები არასამთავრობო სექტორის დაინტერესებული წევრების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო ჩაიწერა. ინაშვილი ხელისუფლებას დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 21:00

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრების გასაგონად ვამბობ, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები არ გადაიხედება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვერ აისახება.

ირაკლი რუხაძე

10 ივლისი 2020, 20:50

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა

Hunnewell Partners-ის დამფუძნებელი ირაკლი რუხაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ამ ფორმით დამტკიცებას მიუღებლად მიიჩნევს. მისი განცხადებით, არ არის კარგად განსაზღვრული, რა პირობებში შეიძლება მოხდეს ქონების დაძალებით გაყიდვა ან სატელეკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის შემოყვანა.

10 ივლისი 2020, 20:47

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა

ბულგარეთის საელჩოს დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა თერაპიული ცენტრი გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე დაესწრო, რომლის შემდგომ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავ ივანოვამ რაჭის ღირსშესანიშნაობები რწმუნებულის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად მოინახულა.

ენგურის ხიდი

10 ივლისი 2020, 20:44

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტს დროებით გახსნის

ბორის ჯონსონი

10 ივლისი 2020, 20:43

COVID19

ბორის ჯონსონი დიდ ბრიტანეთში პირბადის ტარების წესების გამკაცრებას არ გამორიცხავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების წესები გამკაცრდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. „ჩემი აზრით, უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რათა ადამიანებმა შეზღუდულ სივრცეებში პირბადეები ატარონ. ეს წესი უკვე მოქმედებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა უზრუნველვყოთ მაღაზიებში პირბადეების ტარება, სადაც გავრცელების რისკი დიდია“, - განაცხადა ჯონსონმა.

კახა ბექაური

10 ივლისი 2020, 20:41

საზოგადოება

კახა ბექაური: დღეს კომუნიკაციების კომისიას კანონმდებლობით, აღსრულების ყველაზე მძიმე მექანიზმი აქვს, რომლის გამოყენებაც დააზიანებს მომხმარებლის და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს

დღეს მოქმედი კანონით თუ 4-ჯერ არ შეასრულა კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა და კანონის ვალდებულება ოპერატორმა, კომისიას უფლება აქვს, ლიცენზია ჩამოართვას ან ავტორიზაცია შეუჩეროს მას, რაც პრაქტიკაში მისი საქმიანობის გაჩერებას, საბოლოოდ კი მილიონობით მობილური და ფიქსირებული მომსახურების მომხმარებლების საკომუნიკაციო სერვისების გარეშე დარჩენას უდრის, - ეს განცხადება დარგობრივი კომიტეტის დასრულების შემდეგ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გააკეთა.

10 ივლისი 2020, 20:27

სამართალი

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გამომძიებელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და მთავარი პროკურატურის მიერ, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი. 2 ივლისს მას ბრალი წარედგინა “, - განუცხადეს Imedinews-ს პროკურატურაში.