imedi /  29 ივნისი 2020, 21:02 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ელჩების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს ფასილიტატორების როლს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დიალოგის შუამავალი ელჩების განცხადებაში ზედმიწევნით არის ასახული მოვლენები და ეს არის ადეკვატური გამოხმაურება.

„პირველი არის მილოცვა, შემდეგ არის წუხილი, რომ კონკრეტული მხარე, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას, არ ჩაერთო პროცესში, შემდეგ არის ეუთოს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოწოდება, რაზეც რამდენიმე თვეა, ვმუშაობთ და მათი უმრავლესობას ვითვალისწინებთ. ბუნებრივია, ეს მოწოდება ჩვენი მხრიდან იქნება შესრულებული და ამაში ჩართულები არიან თავად ჩვენი ფასილიტატორები.

ჩვენ მის აღსრულებაზე უკვე ვმუშაობთ და იურიდიულ ნიუანსებში ვართ ჩასული.

მისივე თქმით, საკითხი, რომლითაც მანიპულირებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმების ვალდებულების იმ ნაწილის შესრულებას ეხება, რაც ერთობლივ განცხადებაში აისახა.

„რომელი შეიძლება იყოს უმართებულო პოლიტიზება - თუ არა ის, რასაც ჩვენი ოპონენტები დღეს აკეთებენ - როდესაც საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომ პოლიტიკის ჩაურევლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს პოლიტიზაცია უნდა იყოს გამორიცხული. ეს ჩარევას გულისხმობს? რომ რომელიღაც კონკრეტული „ქეისის“ ბედი გადაწყვიტოს პოლიტიკურმა სპექტრმა თუ პირიქით პოლიტიზაცია უნდა გამოვრიცხოთ?! ამას მოგვიწოდებენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც ამერიკის საელჩოს განცხადების ბოლოს არის აღნიშნული - რომ ყველა მხარემ პატივი უნდა სცეს ფასილიტატორების როლს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ელჩები ყველა მხარეს მოუწოდებენ, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგის შუამავალი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 11:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი 27 ოქტომბრის აქციაზე: რა იძულებაზეა საუბარი, როცა არჩევნებზე საშუალოდ მილიონი ადამიანი ნებაყოფილობით გვაძლევს ხმას, აქედან თუ ათეულობით ათასი მოვა აქციაზე გასაკვირი არ უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სპეკულაციას უწოდებს გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს ხდება პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და 27 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე ადამიანების იძულებით მობილიზება.

ბექა დავითულიანი

26 ოქტომბერი 2021, 11:37

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მჯერა, ქართული საზოგადოება არ დაუშვებს იმ ადამიანების რეაბილიტაციას, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ბექა დავითულიანს სჯერა, რომ სისტემურ დანაშაულებთან, ძალადობასა და წამებასთან ასოცირებული ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციას საზოგადოება 30 ოქტომბერს უარს კიდევ ერთხელ ეტყვის.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 11:29

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს წარუდგინა პაკეტი, რაზეც დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი ე. წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით. სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 11:24

COVID19

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

შალვა პაპუაშვილი

26 ოქტომბერი 2021, 11:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკური მიდგომაა, რომ მხოლოდ მათი აქციაა აქცია, მხოლოდ მათი ამომრჩეველია ამომრჩეველი, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი - გამოხატვის უფლება მხოლოდ მათთან მყოფ ადამიანებს აქვთ

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, წარმოაჩინოს მმართველი პარტიის ხვალინდელი აქცია კონტრაქციად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ბოლშევიკურ მიდგომებს,

26 ოქტომბერი 2021, 11:17

რეგიონი

სურამში დევნილთა საცხოვრებელ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დევნილთა სააგენტო სურამში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელ შენობას, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს.

26 ოქტომბერი 2021, 11:13

ეკონომიკა

თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა

თიბისიმ და ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 11:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიაში ამ დრომდე კორონავირუსის შტამებთან დაკავშირებული ატიპიური მუტაცია არ გამოვლენილა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია მუდმივ რეჟიმში იკვლევს სხვადასხვა კლინიკიდან შერჩევის პრინციპით აღებულ ნიმუშებს. „კვლევის მიზანია აღებული ნიმუშებზე დაკვირვება, გენეტიკური ცვლილებებისა და მუტაციების გამოვლენა“, - ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 11:08

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „HONG FA SHANG HAI“ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 11:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწევს, სიტუაცია დასტაბილურდება.

ამირან გამყრელიძე

26 ოქტომბერი 2021, 10:56

პოლიტიკა

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია

საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია, საუბარია 18-წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაყიდული ბავშვი

26 ოქტომბერი 2021, 10:55

მსოფლიო

ავღანეთში, უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა ჩვილი 500 დოლარად გაყიდა, რათა სხვა შვილები გამოეკვება

ავღანეთში, ოჯახმა, რომელსაც, სხვა მრავალი ოჯახის მსგავსად, უკიდურეს გაჭირვებაშია, თვეების შვილი გაყიდა. „ჩემი ყველა შვილი შიმშილით კვდებოდა. იძულებულები ვიყავით, ჩემი ერთი ქალიშვილი გაგვეყიდა. როგორ შეიძლება, ახლა თავს ცუდად არ ვგრძნობდე? ის ხომ ჩემი შვილია. ნეტავ, ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი“, - ამბობს ბავშვის დედა, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.

26 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1523 თბილისში, იმერეთში - 933, კახეთში კი 658 გამოვლინდა

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1523 შემთხვევა, აჭარაში - 179, იმერეთში - 933, ქვემო ქართლში - 273, შიდა ქართლში - 378, გურიაში - 116, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 378, კახეთში - 658, მცხეთა-მთიანეთში - 166, სამცხე-ჯავახეთში - 103, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 55.

26 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,9%-ს შეადგენს

25 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,9%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9,05%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8,97%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 698 944 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 639 564, გარდაიცვალა 9 831 პაციენტი.

26 ოქტომბერი 2021, 10:47

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 927-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 955 943 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 698 944 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 639 564, გარდაიცვალა 9 831 პაციენტი.

დენიელ ფრიდი

26 ოქტომბერი 2021, 10:45

პოლიტიკა

დენიელ ფრიდი სააკაშვილზე: მე არ მომწონს ის, რომ სააკაშვილი უცებ პარაშუტით ჩამოფრინდა და გადაწყვიტა, ცხენზე ამხედრებული მოვლენოდა ქვეყანას

მიხეილ სააკაშვილი დამყოფი ფიგურაა. ის გამოკვეთილ ყურადღებას იქცევს, დრამატულია. მაგრამ ჩემთვის ასევე მკაფიოდ ჩანს ის, რომ საქართველოს საზოგადოების მხრიდან აღარ აქვს ის პატივისცემა, რომელიც მისი მმართველობის საწყის წლებში ჰქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

26 ოქტომბერი 2021, 10:43

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კვირეული პარტნიორებთან ერთად კონფერენციით გახსნა

​​​​​​​მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად ორდღიანი კონფერენციით გახსნა.

თენგიზ ცერცვაძე

26 ოქტომბერი 2021, 10:42

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაცია კიდევ უფრო იკლებს - მდგომარეობა საგანგაშოა

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციაზე მომართვიანობა კიდევ უფრო შემცირებულია. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო საგანგაშოა.

26 ოქტომბერი 2021, 10:40

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 698 944 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 639 564, გარდაიცვალა 9 831 პაციენტი.

26 ოქტომბერი 2021, 10:39

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4762 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3953 პაციენტი.