დავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა სულ რაღაც 45 წუთი გაგრძელდა.
სომხეთ-ამერიკამ 3 მიმართულებით გააფორმეს ხელშეკრულებები, თუმცა ქართველიშვილი წერს, რომ „ფაქტობრივად თვითმფრინავის ტრაპთან“ შემდგარ ვიზიტს განსხვავებული შეფასებები მოყვა სომხეთში:
„ვიზიტი ფაშინიანის მთავრობის მხარდამჭერებისთვის გახდა დემონსტრირება იმისა, რომ ვაშინგტონი მზად არის საჯაროდ დაუჭიროს მხარი ერევანს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებისა და საპარლამენტო არჩევნების წინ. ოპოზიციისთვის კი თავად ამ დოკუმენტების ხელმოწერის პროცედურა, ფაქტობრივად „თვითმფრინავის ტრაპთან“, უფრო წინასაარჩევნო PR ჟესტის სიმბოლოდ აღიქმება“ - წერს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სომხეთის ნაბიჯები გარდაუვლად ზრდის ზეწოლას რუსეთის მხრიდან.
„მარკო რუბიოს ვიზიტი სომხეთში მართლაც უჩვეულოდ გამოიყურებოდა ყველაზე მკაცრი დიპლომატიური პრაქტიკის ფონზეც კი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავმა პოლიტიკურ-ტექნიკური გაჩერება განახორციელა ზვარტნოცოს აეროპორტში, ინდოეთიდან სამშობლოში ფრენის დროს (ძირითადად თვითმფრინავის საწვავით შევსების მიზნით). სომხური და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუბიოს ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე სადღაც 45 წუთი გაგრძელდა: იგი არ გასულა ქალაქში, არ ეწვია სამთავრობო შენობებს და არ გამართა სრულფასოვანი მოლაპარაკებები ერევანში - შემოიფარგლა მოკლე ბრიფინგით, დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიითა და პროტოკოლური შეხვედრით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, რაც უშუალოდ აეროპორტის შენობაში გაიმართა.
ხელმოწერილი დოკუმენტების პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: პირველი - აშშ-სა და სომხეთს შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ქარტია, რომელიც ჩარჩო-პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას აცხადებს; მეორე - მემორანდუმი "კრიტიკული მინერალებისა" და იშვიათმიწა მეტალების შესახებ, რომელიც სომხეთის სტრატეგიული ნედლეულის (მათ შორის სპილენძისა და მოლიბდენის) მოძიების, მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს; მესამე - ჩარჩო შეთანხმება პროექტ TRIPP-ის („Trump Route for International Prosperity and Partnership“) ფარგლებში, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ და ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს უკავშირდება.
პოლიტიკური თვალსაზრისით ვიზიტის ფორმატი, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის მხარდამჭერებისთვის გახდა დემონსტრირება იმისა, რომ ვაშინგტონი მზად არის საჯაროდ დაუჭიროს მხარი ერევანს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებისა და საპარლამენტო არჩევნების წინ. ოპოზიციისთვის კი თავად ამ დოკუმენტების ხელმოწერის პროცედურა, სრულფასოვანი სახელმწიფო ვიზიტის, დედაქალაქში გამართული პრესკონფერენციისა და ოფიციალური შეხვედრების გარეშე, ფაქტობრივად
„თვითმფრინავის ტრაპთან“, უფრო წინასაარჩევნო PR ჟესტის სიმბოლოდ აღიქმება, ვიდრე რეალურ სტრატეგიულ გარღვევად. კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ს სომხეთისთვის არ მიუცია არც პირდაპირი უსაფრთხოების გარანტიები, არც მასშტაბური საინვესტიციო პაკეტები და არც ისეთი კონკრეტული ვალდებულებები, რასაც ვაშინგტონი თავის მთავარ მოკავშირეებს სთავაზობს.
უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქმე ეხება სომხეთის მცდელობას, დააჩქაროს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია ყარაბაღის კრიზისისა და უსაფრთხოების ძველი არქიტექტურის მიმართ ნდობის მკვეთრი დაცემის შემდეგ. თუმცა, ასეთი შემობრუნება გარდაუვლად ზრდის ზეწოლას რუსეთის მხრიდან, რომელიც სომხეთისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო, ენერგეტიკულ და სამხედრო ფაქტორად რჩება. ამიტომ მთავარი კითხვა არა იმდენად რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად, ინფრასტრუქტურულ პროექტებად და გრძელვადიან გარანტიებად, და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკურ სიგნალად. მოკლედ, სულ ეს იყო...“ -წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 13:52
მსოფლიო
BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა
ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 13:50
პოლიტიკა
კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
31 ივლისი 2026, 13:48
პოლიტიკა
კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი
საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.
31 ივლისი 2026, 13:45
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.
31 ივლისი 2026, 13:39
რეგიონი
მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 13:23
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
31 ივლისი 2026, 13:17
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა
ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.
31 ივლისი 2026, 13:16
მსოფლიო
FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა
ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.
31 ივლისი 2026, 13:04
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 ივლისი 2026, 12:56
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
31 ივლისი 2026, 12:43
მსოფლიო
აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 12:37
რეგიონი
სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.
31 ივლისი 2026, 12:16
მსოფლიო
Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ
ირანის მოკავშირე იემენელმა „ჰუსიტებმა“ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან შეუტიეს, რასაც, სავარაუდოდ, ერაყულ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კოორდინაციით ახორციელებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი საუდის არაბეთისა და რეგიონის პარტნიორი ქვეყნების შეფასებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:58
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 11:48
მსოფლიო
POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
POLITICO-ს ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას მოითხოვენ. ამის მიზეზი მაროკოს სანაპიროსთან მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მიგრაციული კრიზისის გამწვავებაა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ათასობით მიგრანტი შევიდა.
31 ივლისი 2026, 11:44
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა. ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. ახალ ავტოტრანსპორტს შორისაა როგორც მსუბუქი, ასევე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები, მათ შორის, ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:41
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა ბრონშტეინის ქუჩის ნაწილზე კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს
გლდანის რაიონის გამგეობა მორიგ ინფრასტრუქტურულ პროექტს მარკ ბრონშტეინის ქუჩაზე ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს ბრონშტეინის ქუჩის N21-დან ქობის ქუჩამდე, ასევე ბრონშტეინის II შესახვევში.
31 ივლისი 2026, 11:39
საზოგადოება
,,თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, წყნეთის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ, ვაკის რაიონის გამგებელ ლევან ყიფიანთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან და ვაკის რაიონის დელეგატ ზურაბ რურუასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ასევე, პროცესში კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთვნენ ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. კამპანიის ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკი დაგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან სრულად დასუფთავდა.
31 ივლისი 2026, 11:32
ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მაღალი ტემპით ვითარდება. 2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 14.0%-ით გაიზარდა. ამასთან, 13.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაშიც.
31 ივლისი 2026, 11:21
მსოფლიო
POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა
მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.


