imedi /  15 ივლისი 2020, 14:37 / სანდო წყარო

სერგი კაპანაძე „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონის განხილვისას თავის ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძე

სერგი კაპანაძემ ნინო წილოსანის განცხადებას უპასუხა, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის მხრიდან „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონში შესატანი ცვლილების კრიტიკა ინტერესთა კონფლიქტს დაუკავშირა. წილოსანი აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ კაპანაძის ძმა „კავკასუს ონლაინის“ იურისტია. "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

„იმის გამო, რომ პასუხები არ აქვთ იმ კითხვებზე, რაც დაისვა, ახლა მოიგონეს ტალახის ახალი გზა, რომ თურმე მე მაქვს რაღაც ინტერესთა კონფლიქტი. ელემენტარული გადამოწმების ამბავია. ჩემი ძმა იურისტი არის ნამდვილად და ბევრ კომპანიას ემსახურება. ამბავი ის არის, რომ კომერციულ საქმიანობას უნდა უწეოდეს და უნდა იყოს მეუღლე ან შვილი“, - აღნიშნა კაპანაძემ.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.

ყველა სიახლე

ბექა ფერაძე

11 აგვისტო 2020, 22:03

საზოგადოება

ბექა ფერაძე: შემოწმებულია 2964 სასტუმრო და ნებართვა გაცემულია 1454-ზე

დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 2964 სასტუმრო და ნებართვა გაცემულია 1454-ზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ინსპექტირება ხორციელდება ფიტნესსა და აუზებზე, რომლებიც ასევე შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დადებიტი დასკვნის საფუძველზე ახდენს ოპერირებას და ენიჭებათ მუშაობის უფლება.

11 აგვისტო 2020, 22:00

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რუსეთი ვაქცინა ჯამო

11 აგვისტო 2020, 21:43

COVID19

ჯანმო: რუსეთმა ვაქცინის მასობრივ წარმოებამდე მეტი ტესტირება უნდა ჩაატაროს

„ვაქცინის ნებისმიერი მწარმოებელი ამ პროცედურებს უნდა მიჰყვეს, რათა ვაქცინის უსაფრთხოების გარანტირება შეძლოს და ჯანმოს რეკომენდაცია მიიღოს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

11 აგვისტო 2020, 21:41

სამართალი

5-დღიანი ძებნის შემდეგ, კახეთში დაკარგული 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

კახეთის რეგიონში, გარდაცვლილი იპოვეს 70 წლის კაცი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მცხოვრები მერაბ ამბროსიძე სახლიდან 6 აგვისტოს, დილით გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

ჟოზეპ ბორელი

11 აგვისტო 2020, 21:36

მსოფლიო

ევროკავშირი ბელარუსში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისათვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას შეისწავლის

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 21:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ მოსახლეობას, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა

სიტუაცია ქვეყანაში არის მართვადი, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა მოვუწოდო მოსახლეობას, დაიცვან ის რეკომენდაციები, რაც აუცილებელია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დამუშავება.

11 აგვისტო 2020, 21:18

საზოგადოება

გიორგი დონაძე: დღეს ქართულ კულტურას უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს და ეს ,,ქართუსა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

„დღეს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ქართული კულტურას და ეს არის ,,ქართუსა’’ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“ - ამ სიტყვებით გახსნა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე, რომელიც ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში გაიმართა.

გიტანას ნაუსედა

11 აგვისტო 2020, 21:16

მსოფლიო

ლიეტუვას პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ბელარუსში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტი უნდა გამართოს

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა ბელარუსში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო სამიტი უნდა გამართოს.

11 აგვისტო 2020, 21:14

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობა კი 148 გახდა. კვლევა 111 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 5 პირს ვირუსი აღმოაჩნდა. აფხაზეთში კორონავირუსისგან 50 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ქადაგიშვილი

11 აგვისტო 2020, 21:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ გვაქვს უფლება ვთქვათ - ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ილიას ანდერძი ცხოვრებაში გავატაროთ

სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ის ხიდები აღვადგინოთ, რომელიც ჩატეხილია ამ ომების მიერ ჩვენს მოძმე ოს და აფხაზ ხალხთან და სწორედ ასეთი ერთობით დარწმუნებული ვარ, ილიას სამშობლოდან დაწყებული მშენებლობა მივა ენგურზე, გადავა ფსოუზე, მივა ყველგან, სადაც კი ილიას საქართველოსთვის ლექსი უთქვამს და უგალობებია. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის გავერთიანდებით და გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

11 აგვისტო 2020, 21:01

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 7 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 160 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 40 593 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 037 ადამიანი, 33 157-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

11 აგვისტო 2020, 21:00

COVID19

ამირან გამყრელიძე თქმით, ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ყაზბეგში ეპიდაფეთქების ლოკალიზება

„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მესტიის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით აქტიურად მიმდინარეობს ლარსის საბაჟოსთან დაკავშირებული კლასტერის კონტაქტების მოკვლევა.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 20:50

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ გვინდა ჯერ 500-კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები, ვიდრე პანდემიაა, ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს

არ გვინდა ჯერ 300-500-კაციანი ქორწილები და ჭირის სუფრები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემიაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გმყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებაში შეიქმნა ილუზია რომ კორონავირუსი დამარცხებულია, რაც მცდარია.

ირაკლი სესიაშვილი

11 აგვისტო 2020, 20:44

საზოგადოება

ირაკლი სესიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ადამიანური ტრაგედიები ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ

„ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ, ცდილობენ რომ ადამიანური ტრაგედიები გამოიყენონ ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის. ერთი მხრივ ამორალურია ეს საქციელი, მეორე მხრივ, მათი პოლიტიკური მიზანია, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ამას ვერ ვიტყვით სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებულები საქმეების გამოძიებით“, - განაცხადა სესიაშვილმა.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2020, 20:38

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. „ისპანკა“ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მიზეზი გახდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ. „ისპანკა“ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მიზეზი გახდა.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 20:37

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩემმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, თურმე კორონა მთებში ისვენებსო

„ჩემმა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, თურმე კორონა მთებში ისვენებს . ყაზბეგსა და მესტიის რომ გამოჩნდა ახალი შემთხვევები, კორონამ დასასვენებლად მთებში გადაინაცვლაო. დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში. მესტიაში კი ხედავთ, რაც გვაქვს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მოსალოდნელი იყო, რომ მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა.

11 აგვისტო 2020, 20:29

სამართალი

გამომძიებლები ლევან თოფაძეს კითხავენ

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს გამომძიებლები, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პირველად კითხავენ. თოფაძის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ, გამოკითხვის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქმის მასალებს იცნობს, თუმცა, დეტალების გასაჯაროების უფლება არ აქვს.

კახა კალაძე

11 აგვისტო 2020, 20:23

საზოგადოება

კახა კალაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს

„ამ საქმის ირგვლივ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუმცა, როგორც ხედავთ, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალის გაცნობიერება ხდება საზოგადოებისთვის, ინფორმაციის მიწოდების სახით. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- განაცხადა კალაძემ.

ამირან გამყრელიძე

11 აგვისტო 2020, 20:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში 4 ათასი ადამიანის გამოკვლევა დავამთავროთ

ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში 4 ათასი ადამიანის გამოკვლევა დავამთავროთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით განისაზღვრება სამოქმედო გეგმა, მათ შორის ის, თუ როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები.

ბორის ჯონსონი

11 აგვისტო 2020, 20:15

COVID19

ბორის ჯონსონი: წინ რთული თვეები გველის და ძალიან დიდი გზაა გასავლელი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამო, ქვეყანას წინ რთული თვეები ელის.