კონგრესმენი ჯერი კონოლი: კონგრესში დიდი მზაობაა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ასამოქმედებლად - იმ უკანონო ქმედებების გამო, რასაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ
ჯერი კონოლი
ფოტო: Twitter
დემოკრატმა კონგრესმენმა, ჯერი კონოლმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობრივი ურთიერთობების თემაზე „ქრონიკასთან“ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ამერიკელი კანონმდებელის მიიჩნევს, რომ კონგრესის მხრიდან ბოლო წლებში საქართველოსადმი მხარდაჭერა გაზრდილია.
„ვფიქრობ, რომ კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული მშენებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მზარდია, ასევე მზარდია შეშფოთება რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის მიმართ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში, კონგრესში დიდი მზაობაა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების მიმართ იმ უკანონო აქტივობების გამო, რასაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ და მეორეს მხრივ, მზაობა დიდი საქართველოს დასახმარებლად თავდაცვისა და ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ კონგრესის მხარდაჭერა ბოლო წლებში მზარდია. საბიუჯეტო კანონპროექტში მოხვედრილ ტექსტთან დაკავშირებით, პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ მსგავსი შინაარსის პირობები საგარეო დახმარებებთან დაკავშირებით უჩვეულო არი არის, კონგრესს მსგავსი რამ ისტორიულად ხშირად გაუკეთებია, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო მიზანშია ამოღებული ასე რომ ვთქვათ. მე საგარეო დახმარებების შესახებ კანონების მომზადებაში 40 წელია ვმონაწილეობ და გეტყვით, რომ მსგავსი სიტყვები ხშირია საკანონმდებლო აქტის პროექტებში“ - განაცხადა კონგრესმენმა.
კონგერსმენ კონოლის აზრით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები დემოკრატიული სიმწიფის გზაზე გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯია, რომლითაც საქართველომ დაარწმუნა მეგობრები ვაშინგტონში, რომ ქვეყანა მყარად დგას დემოკრატიული განვითარების გზაზე.
„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კონგრესში, თქვენი ქვეყნის მეგობრებს შორის შეშფოთება გამოიწვიეს და ეს პირობაც ამის შედეგია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, დაარწმუნა საკუთარი მეგობრები შეერთებულ შტატებში, რომ ის დემოკრატიის გზაზე მყარად დგას სწორედ ამიტომ, მჯერა, რომ საქართველო ხსენებულ პირობებს დააკმაყოფილებს. ვაშინგტონში მაღალი შეფასება მიეცა განხორცილებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო წარმომადგენლობით და პროპორციულ საარჩევნო გარემოს შექმნას საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ეფექტიანი ნაბიჯი დემოკრატიული სიმწიფის გზაზე, ჩვენ გვსურს ვნახოთ, რომ ამ სისტემაში ყველას ხმა იქნება სათანადოდ შესმენილი და განსხვავებული აზრები - გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პრობლემები საკუთარ ქვეყანაშიც გვაქვს, თუმცა ეს ღირებულებები დემოკრატიული საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინსვლისთვის. რაც უფრო მეტ დემოკრატიულ სტრუქტურებსა და პრაქტიკას შეიძენს საქართველო, მით უფრო თვალსაჩინო კონტრასტს შექმნის ის პუტინის რუსეთთან მიმართებაში, თქვენ იქნებით სანიმუშო საშიშ რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის, ეს მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, მოსახლეობის გამბედაობასა და ამას საქართველოს ორივე ასპექტს აჩვენებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი მოდელია, რომელსაც დასავლეთისა და შეერთებული შტატების მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოს საბჭოთა ისტორიის გათვალისწინებით, მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ვფიქრობ, ეს წარმოადგენს ქართველი ხალხის ძლიერ ხმას, რომ ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის განსხვავებულ აზრებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში“ - განაცხადა კონგრესმენმა კონოლმა.
კანონმდებელმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე მეტი ამერიკული ინვესტიცია უნდა წაახალისოს.
„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ვაშინგტონში არსებობს ნიადაგი ამ იდეის განსახორციელებლად, რისი მხარდამჭერიც ვარ. საქართველომ ამ იდეის ხორცშესხმისთვის უნდა წაახალისოს მეტი ამერიკული ინვესტიცია საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ისტორიულად შემიძლია ვთქვა, რომ ენდემურია. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს საქართველოს მხრიდან საგარეო ინვესტიციების დაცვის გარანტიების არსებობას“ - აღნიშნა კანონმდებელმა.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს
ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
13 ივლისი 2026, 09:29
რეგიონი
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.
13 ივლისი 2026, 09:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.
13 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.
13 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
13 ივლისი 2026, 09:05
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშიც აცდენილია რეალობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ. ამ შეუსაბამობაზე პასუხია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, არ აქვს რაკეტები, არ აქვს ბომბები და ამიტომ უწევს ასეთ სიტუაციაში ყოფნა
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში ისეც აცდენილია რეალობას, მაგრამ ანგარიშში ერთი წერია და ამ ასამბლეაზე სხვა რაღაცას წერენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:26
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველომ ნაცვლად იმისა, რომ გამხდარიყო ომების მონაწილე, თქვა, რომ ის არ აპირებს ამ ომებში ჩართვას - ამის შემხედვარე ამ ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი
გარე ძალებს აქვთ განცდა, რომ საქართველო განერიდა ომებს და ცდილობს, რაღაც დამოუკიდებელ თამაშს. ეს პოლიტიკური კოლექტიური იერიშიც - ევროპარლამენტში, PACE-ში, თუ ეუთოში, სწორედ ამითაა ნაკარნახევი, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
12 ივლისი 2026, 23:24
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდება მრავალფუნქციური პორტი, როგორც საკონტეინერო, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის
ძალიან სწორი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა, - ასე აფასებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენების შესახებ.
12 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით, იყო ის, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება. საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი
ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.


