ბიძინა ივანიშვილი: კრიზისმა ყველას დაანახა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტია
ბიძინა ივანიშვილი
კრიზისმა ყველას დაანახა, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ გუნდს, ეპიდემიოლოგებს, ექიმებსა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.
„მიხარია, რომ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ასე მალე დავუბრუნდით. მინდა, დავიწყო მადლობით. მადლობა ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს. მადლობა „ქართული ოცნების“გუნდს, რომელმაც თავდაუზოგავად იმუშავა და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ხალხს, რომელმაც მაღალი საზოგადოებრივი კულტურა აჩვენა, ენდო ხელისუფლებას და მის გარშემო გაერთიანდა. წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ საქართველო ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსენიება. კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ყველა სიახლე
30 ივნისი 2026, 08:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით
ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას.
30 ივნისი 2026, 08:35
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
30 ივნისი 2026, 08:32
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
30 ივნისი 2026, 08:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: დოჰაში შეხვედრა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა, არც იყოს. ამას გავიგებთ
თეირანის მოთხოვნით დღეს დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი კატარში უკვე გაემგზავრნენ.
30 ივნისი 2026, 08:24
სამართალი
პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა
პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ იმ სიუჟეტს, რომელზეც გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო. საქმეს საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვა. საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა თავად გოგა ხაინდრავა.
30 ივნისი 2026, 08:16
საზოგადოება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გრძელდება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარული სხდომა გრძელდება. დღეს, 67-ე სხდომას კასპი უმასპინძლებს.
30 ივნისი 2026, 08:09
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდება
პრემიერისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში, გრძელდება. დღეს ირაკლი კობახიძე, გაფართოებულ შეხვედრას კოლეგასთან, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან გამართავს. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ელმავალმშენებელი ქარხნისა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრის დათვალიერება.
30 ივნისი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
30 ივნისი 2026, 01:59
მსოფლიო
Financial Times: ესპანეთის საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გადავადებისკენ მოუწოდებს
ევროპის ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2027 წელს დაგეგმილი აკრძალვის ძალაში დატოვებამ შესაძლოა ევროპა აშშ-ზე ზედმეტად დამოკიდებული გახადოს, ამიტომ აკრძალვა უნდა გადავადდეს, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
30 ივნისი 2026, 01:37
მსოფლიო
ერდოღანი: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. CNN Türk-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო აქტიური სამშვიდობო ძალისხმევისკენ მოუწოდა.
30 ივნისი 2026, 01:14
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა რუსულ დარტყმებს ისე უპასუხებს, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპასუხებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუსუსტოს.
30 ივნისი 2026, 00:45
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიაა“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
29 ივნისი 2026, 23:36
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე: რაც უფრო სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, მით უფრო ძლიერდება და მეტი შესაძლებლობა უჩნდება, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, სტრატეგიული შეთანხმებები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცებას.
29 ივნისი 2026, 23:14
სპორტი
ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიის გუნდს სძლია. ჰიუსტონში გამართული 1/16 ფინალური შეხვედრა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
29 ივნისი 2026, 23:13
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
დასკვნით ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა. შეხვედრას სასტუმრო „პარაგრაფში“ სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.
29 ივნისი 2026, 23:10
მსოფლიო
POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო
ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.
29 ივნისი 2026, 22:34
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები ყველა საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვის - შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგო
„ისე, საინტერესოა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული დიდი ბანკები და საბანკო კორპორაციები, რომლებსაც არა იმ სახელმწიფოს, არამედ უცხო ქვეყნების დიდი კაპიტალის წარმომადგენლები ფლობენ, ვერ ხვდებიან ასეთ „სასიკვდილო საშიშროებას“ საკუთარი მოქალაქეებისათვის თუ მხოლოდ ჩვენმა "გენიოსებმა" გაშიფრეს კარს მომდგარი ეს უსაშიშესი საფრთხეები?“
29 ივნისი 2026, 22:14
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ვენესუელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 269-ით მეტია.
29 ივნისი 2026, 22:07
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კატარში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან რაიმე სახის მოლაპარაკება ან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
29 ივნისი 2026, 21:53
პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი: საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა მათი დათმობის ხარჯზე
„საქართველო უნდა ისწრაფოდეს ევროკავშირისკენ, იმ ღირებულებებისკენ, რასაც შეგვიძლია, ევროპის დეფინიციაც მივაბათ, ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. ამას უნდა ვაკეთებდეთ ქართული ადათ-წესების, ტრადიციებისა და ღირსების შენარჩუნებით და არა – მათ ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.


