IMEDI /  20 ივლისი 2020, 11:37 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილი: გვახსოვს, როგორ გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან, ქვეყნიდანაც კი, ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ჩვენ ისეთი ხელისუფლებაც გვყოლია, რომელმაც თავისი უგუნურებით ისიც კი ვერ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის კრიზისი აეცილებინა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო და არათუ დაიცვა მოსახლეობა განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვა ხალხი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიადტების წარდგენისის ღონისძიებაზე განაცხადა.

„გვახსოვს, როგორც გარბოდნენ ზოგიერთები ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც კი. ეს ის ტრავმაა, რომელიც ჯერაც არ მოუშუშებია ჩვენს ხალხს. სულ ახალახანს, როდესაც კენჭი ეყრებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე და ამით საკუთარ თავსაც კი აჯობეს, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს ხალხი უბრალოდ ხავსს ეჭიდება. მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში იმ რვაწლიანი თავისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად მოვიპოვეთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დავაყენეთ. მჯერა, ჩვენს ხალხს აქვს სიბრძნე, რომ სწორი დასკვნები გამოიტანოს და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას”, – განაცხადა ივანიშვილმა.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ყველა სიახლე

ოლჟას ბეკტენოვი

30 ივნისი 2026, 08:42

პოლიტიკა

ყაზახეთის პრემიერი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას, ვაჭრობა და საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება

ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბეკტენოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას.

ირაკლი კობახიძე

30 ივნისი 2026, 08:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით

ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას.

30 ივნისი 2026, 08:35

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

სულხან თამაზაშვილი

30 ივნისი 2026, 08:32

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

დონალდ ტრამპი

30 ივნისი 2026, 08:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: დოჰაში შეხვედრა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა, არც იყოს. ამას გავიგებთ

თეირანის მოთხოვნით დღეს დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი კატარში უკვე გაემგზავრნენ.

დავით ქაშიაშვილი

30 ივნისი 2026, 08:24

სამართალი

პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა

პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ იმ სიუჟეტს, რომელზეც გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო. საქმეს საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვა. საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა თავად გოგა ხაინდრავა.

30 ივნისი 2026, 08:16

საზოგადოება

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გრძელდება

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარული სხდომა გრძელდება. დღეს, 67-ე სხდომას კასპი უმასპინძლებს.

30 ივნისი 2026, 08:09

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდება

პრემიერისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში, გრძელდება. დღეს ირაკლი კობახიძე, გაფართოებულ შეხვედრას კოლეგასთან, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან გამართავს. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ელმავალმშენებელი ქარხნისა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრის დათვალიერება.

30 ივნისი 2026, 08:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

30 ივნისი 2026, 01:59

მსოფლიო

Financial Times: ესპანეთის საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გადავადებისკენ მოუწოდებს

ევროპის ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2027 წელს დაგეგმილი აკრძალვის ძალაში დატოვებამ შესაძლოა ევროპა აშშ-ზე ზედმეტად დამოკიდებული გახადოს, ამიტომ აკრძალვა უნდა გადავადდეს, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

30 ივნისი 2026, 01:37

მსოფლიო

ერდოღანი: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. CNN Türk-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო აქტიური სამშვიდობო ძალისხმევისკენ მოუწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 ივნისი 2026, 01:14

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა რუსულ დარტყმებს ისე უპასუხებს, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპასუხებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუსუსტოს.

პროკურატურა ღამით

30 ივნისი 2026, 00:45

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე შპს „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, შპს „ქინდერლი ჯორჯიაა“ დამფუძნებლებს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გურამ მაჭარაშვილი

29 ივნისი 2026, 23:36

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე: რაც უფრო სწორ პოლიტიკას ატარებს საქართველო, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, მით უფრო ძლიერდება და მეტი შესაძლებლობა უჩნდება, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება. მისი თქმით, სტრატეგიული შეთანხმებები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცებას.

29 ივნისი 2026, 23:14

სპორტი

ბრაზილიის ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა იაპონიის გუნდს სძლია. ჰიუსტონში გამართული 1/16 ფინალური შეხვედრა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

29 ივნისი 2026, 23:13

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

დასკვნით ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა. შეხვედრას სასტუმრო „პარაგრაფში“ სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინო

29 ივნისი 2026, 23:10

მსოფლიო

POLITICO: ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო

ევროპარლამენტის 50 წევრი ფიფასგან მოითხოვს, გამოიძიოს ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის წესების სავარაუდო დარღვევის გამო.

ნანა კაკბაძე

29 ივნისი 2026, 22:34

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დიდი ხანია შევეჩვიეთ, რომ ანტიქართული ძალები ყველა საბაბს იყენებენ ანტისამთავრობო პროპაგანდისათვის - შიდა მტრებს ახლა კიდევ ერთი მიზეზი გამოუნახავთ ხელისუფლების გასაშავებლად, „ლიბერთი ბანკი“ ჩინურ „ბაზის ბანკს“ მიჰყიდეს და ამით მორიგი ღალატი ჩაიდინეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგო

„ისე, საინტერესოა, სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული დიდი ბანკები და საბანკო კორპორაციები, რომლებსაც არა იმ სახელმწიფოს, არამედ უცხო ქვეყნების დიდი კაპიტალის წარმომადგენლები ფლობენ, ვერ ხვდებიან ასეთ „სასიკვდილო საშიშროებას“ საკუთარი მოქალაქეებისათვის თუ მხოლოდ ჩვენმა "გენიოსებმა" გაშიფრეს კარს მომდგარი ეს უსაშიშესი საფრთხეები?“

29 ივნისი 2026, 22:14

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია

ვენესუელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 269-ით მეტია.

ესმაილ ბაღაი

29 ივნისი 2026, 22:07

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: კატარში აშშ-თან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კატარში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან რაიმე სახის მოლაპარაკება ან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.