imedi /  23 ივლისი 2020, 14:24 / სანდო წყარო

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფრონტერას“ საქმეზე: ქართულმა მხარემ უკან დაიხია

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

მუქარისა და ზეწოლის ქვეშ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა უკან დაეხია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ზოგადად, ბიზნეს კლიმატი ქვეყანაში გაუარესდა და რამდენიმე მსხვილ კომპანიას საქართველოში პრობლემები შეექმნა.

„ქართულმა მხარემ უკან დაიხია და ეს უკან დახევა მოჰყვა, ერთი მხრივ, ამერიკის კონგრესიდან გაჟღერებულ მუქარას სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა, ამას „ოცნება” არ აღიარებს და თავს იმართლებს, თითქოს, ასე არ იყო. მეორე მხრივ, არა მარტო „ფრონტერას“, არამედ, რაც მოჰყვა ანაკლიის პორტს, რაც მოჰყვა „ფილიპ მორისის” საქმეს. ეს რომ ერთი კომპანიის პრობლემა ყოფილიყო კიდევ სხვა მდგომარეობა გვექნებოდა, მაგრამ ამერიკელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ ზოგადად, ბიზნეს კლიმატი ქვეყანაში გაუარესდა. რამდენიმე მსხვილ კომპანიას საქართველოში შეექმნა პრობლემები, სადაც ამერიკული ინვესტიცია იყო და ბუნებრივია, ამ მუქარისა და ზეწოლის ქვეშ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა უკან დაეხია. მიუხედავად უკან დახევისა, ზიანი მიღებულია. ზიანი მიღებულია არა უშუალოდ „ფრონტერასთან“ მიმართებით, არამედ საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენთან ბიზნეს კლიმატი გაუარესებულია. სახელმწიფო უხეშად ერევა. არ არსებობს სამართლიანი სასამართლო”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2021, 12:13

COVID19

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა წარმოების ვაქცინით ორსულების აცრა არ მიმდინარეობს.

05 აგვისტო 2021, 12:09

COVID19

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია თბილისის პარალელურად რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ.

05 აგვისტო 2021, 12:05

საზოგადოება

გლდანის პირველ მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე და სპორტული მოედანი გაიხსნა

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო.

ჯესიკა პრიჩარდი

05 აგვისტო 2021, 12:00

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ქალმა 11 თვეში 4 ბავშვი გააჩინა👶👶👶👶

31 წლის ჯესიკა პრიჩარდმა, რომელიც შეფილდში ცხოვრობს,2020 წლის მაისში თავისი მეორე ქალიშვილი, მია გააჩინა, რამდენიმე თვეში კი აღმოაჩინა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო და მიას გაჩენიდან 11 თვის შემდეგ, 2021 წლის აპრილში სამი ტყუპი გაუჩნდა - ელა, ჯორჯი და ოლივია.

05 აგვისტო 2021, 11:56

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსი ცხადდება

CENN, პროექტის - „ციფრული კავკასია“, ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია (GNTA), Mytravel-თან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალთან პარტნიორობით საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსს აცხადებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შემდეგ ნომინაციებში შეუძლიათ: საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი; საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი; საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.

05 აგვისტო 2021, 11:54

საზოგადოება

ძალოსანთა ნაკრების ექიმი: ჩემი და ლაშას აზრი ასეთია - ეპიდსიტუაციის გამო დარჩით სახლში და ნუ მოხვალთ აეროპორტში

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული გულშემატკივრებს მიმართავს და მათ აეროპორტში ლაშა ტალახაძის დახვედრისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.

მაია ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 11:51

COVID19

მაია ჩხაიძე: მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი ცოტა მაღალია

„კოვიდი ბავშვებსა და დიდებზე ერთნაირად მოქმედებს, აზიანებს ყველა ორგანოს. რადგან მშობლებში არის ძალიან დიდი შიში და ონლაინ ექიმებსაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება, რადგან პრაქტიკულად ექიმი ვერ ხედავს ბავშვს და მხოლოდ დედას უნდა ენდოს, რომელიც საგანგაშო ნიშნებს დაინახავს ბავშვთან და შეატყობინებს მას, აქედან გამომდინარე ცოტა მაღალია ჰოსპიტალიზაციის პროცენტი“, - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

05 აგვისტო 2021, 11:43

სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

05 აგვისტო 2021, 11:20

COVID19

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი განმარტავს, კოვიდის დროს რა შემთხვევაშია აუცილებელი ბავშვების ჰოსპიტალიზაცია

„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანის ნიშანი. სახლში ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში მშობლებმა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ამ ნიშანს. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სითხეები, ჰქონდეთ წყალი. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს.

პროფესორი სარა გილბერტი

05 აგვისტო 2021, 11:18

COVID19

„ბარბის“ მწარმოებელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელის პატივსაცემად თოჯინა გამოუშვა

„მინდა, ჩემმა თოჯინამ ბავშვებს ვაქცინოლოგის პროფესია გააცნოს, რომლის შესახებაც მათ შესაძლოა არც იცოდნენ“, - განაცხადა გილბერტმა.

მარინა ენდელაძე

05 აგვისტო 2021, 11:14

COVID19

მარინა ენდელაძე: ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ აუცილებელია პირბადის ტარება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.

05 აგვისტო 2021, 11:07

რეგიონი

სოფელ ფრეზეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 300 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობა გაუმჯობესდა

სასმელი წყლის ჭაბურღილისა და სისტემების მშენებლობა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, ააიპ „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ ორგანიზებით, აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობისა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 403 000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

05 აგვისტო 2021, 10:56

COVID19

საქართველოში დღიურად კოვიდაცრების რეკორდულად მაღალი რაოდენობა გაკეთდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:53

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარმა „დიქსიმ“ უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა

კალიფორნიის შტატში მძვინვარე ტყის ხანძარი „დიქსი“ დიდი სიჩქარით ვრცელდება და უკვე 112 ათასი ჰექტარი მოიცვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

05 აგვისტო 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.76%-ია

4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.85%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.67%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:51

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი.

05 აგვისტო 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 38 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

05 აგვისტო 2021, 10:44

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 200 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 200 242 092 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 256 850 ადამიანი გარდაიცვალა.

რიანა

05 აგვისტო 2021, 10:32

კულტურა

რიანა ოფიციალურად გახდა მილიარდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი

ვარსკვლავის ქონება $1.7 მილიარდს შეადგენს, აქედან 1.4 მილიარდი მას კოსმეტიკურმა კომპანიამ Fenty Beauty მოუტანა, დანარჩენი კი საცვლების კომპანიამ Savage x Fenty და მუსიკალური და სამსახიობო კარიერით მიღებულმა თანხებმა.

05 აგვისტო 2021, 10:31

COVID19

ჯენიფერ ენისტონმა აუცრელ მეგობრებთან შეხვედრებზე უარი თქვა

ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი უარს ამბობს იმ მეგობრებთან შეხვედრაზე, რომლებიც კორონავირუსზე არ აიცრნენ.