imedi /  30 ივლისი 2020, 15:24 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: სტიქიის ზონაში თითოეულ ოჯახურ სასტუმროს მივეხმარებით, რათა მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ

გიორგი გახარია

ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია, აქ იყოს, იქნება, ამ შტაბთან პირადად მე ყოველდღიური კავშირი მექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონში განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგებსა და სალიკვიდაციო სამუშაოებს ეცნობა.

მისი თქმით, ახლა შოვში ტურისტულად ჩასული ძალიან ბევრი სტუმარია და ხელისუფლება ყველა ოჯახურ სასტუმროს დაეხმარება, რათა მათ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ.

„რადგან ერთი თვის განმავლობაში შეიძლება, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით პრობლემური იყოს, მათაც, თითოეულ ოჯახურ სასტუმროს, ყველას მივეხმარებით იმაში, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ.

აქ იქნება სრული ყურადღება. შესაბამისი შტაბი შექმნილია. შტაბს ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე. ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია, აქ იყოს, იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 21:20

საზოგადოება

თამარ გაბუნია: სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის 5 ოქროს წესია შემუშავებული

სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რაღა მოგვეზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აგვისტო 2020, 21:14

საზოგადოება

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ მეტროპოლიტენის პრესსამსახური აცხადებს. დღეს, 18:53 საათზე, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეწყვეტილი იყო.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 21:09

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთს მოუწევს დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე, მშვიდობიანად და ჩვენი სიმართლით

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთს მოუწევს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, მაგრამ ეს პროცესი უნდა მოხდეს ზიანის გარეშე და მშვიდობიანად. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ ილაპარაკა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 20:59

საზოგადოება

თამარ გაბუნია: მშობლებს ვთხოვთ, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად პორტალზე თვის ბოლომდე, ეტაპობივად დარეგისტრირდნენ

დღეს გააქტიურდა ის პორტალი, სადაც ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ. დღეს იყო პირველი დღე და ყველა ელოდა მის გახსნას და როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მომხმარებელი ერთდროულად დარეგისტრირდა და შემოვიდა სისტემაში, რამაც გამოიწვია სისტემის გადატვირთვა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ გაბუნია

15 აგვისტო 2020, 20:44

COVID19

თამარ გაბუნია: ის ფაქტი, რომ შემთხვევების რაოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

ქვეყანაში არსებული სურათი საყურადღებოა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ შემთხვების გარკვეული მერყეობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ცირკულირებს და რჩება ჩვენთან ერთად - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:41

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ყოფილი ხელისუფლების პრეტენზია, რომ ისევ მართონ ქვეყანა, ყველაზე საშიში და საფრთხის მატარებელია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩიხში არიან და ამიტომ ცდილობენ 2008 წლის ომის შემდგომ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, დაშვებული შეცდომის აღიარებას.

ირაკლი სესიაშვილი

15 აგვისტო 2020, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: ეს იყო ის ჩანაწერი, რომელიც რუსეთსა და პუტინს აწყობდა

ერთმნიშვნელოვნად ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ამ ჩანაწერს პირველად საერთაშორისო დონეზე, რითაც ფაქტობრივად მაშინდელმა ხელისუფლებამ საქართველო და საქართველოს შეიარაღებული ძალები დაანაშაულა ცეცხლის გახსნასა და ომის დაწყებაში - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

15 აგვისტო 2020, 20:12

ტექნოლოგიები

ჩინეთში მომავლის ქალაქი შენდება, სადაც სავარაუდოდ ეპიდემიების დროს ცხოვრება უსაფრთხო იქნება

ჩინეთში შენდება მომავლის ქალაქი, სადაც ეპიდემიის დროს ცხოვრება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. ქალაქის მშენებლობა Guallart Architects-ის არქიტექტურულმა ბიურომ დააპროექტა. ინფორმაციას ArchDaily ავრცელებს. მომავლის ქალაქი პეკინიდან 100 კილომეტრის მოშორებით შენდება. „ჩვენ ამის შემდეგ ვეღარ დავაპროექტებთ და ავაშენებთ ქალაქებს ისე, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვენ პროექტი თვითიზოლაციის დროს მოვამზადეთ, ამიტომ გავითვალისწინეთ ყველა ასპექტი, რაც კარანტინის დროს ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს“, - აცხადებენ არქიტექტურულ ბიუროში.

15 აგვისტო 2020, 19:25

საზოგადოება

მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა

​​​​​​​​მეტროსადგური „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მოკლე ჩართვის გამო გაჩერდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.

დავით ქირიკაშვილი

15 აგვისტო 2020, 19:12

COVID19

ყაზბეგის მერის მოადგილე: შანსი იმისა, რომ ყაზბეგი ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს

დავით ქირიკაშვილის თქმით, შანსი იმისა, რომ ყაზბეგის რეგიონი საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე წითელ ზონად მოინიშნოს, თითქმის არ არსებობს. მისივე თქმით, ინფიცირების პირველივე შემთხვევების გამოვლენისთანავე, ადგილობრივმა მოსახლეობამ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და აქტიურად ჩაერთვნენ ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რამაც კერების ლოკალიზებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

15 აგვისტო 2020, 19:00

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში მეწყერმა ბეტონის გზა ჩამოშალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადგილებში მაცხოვრებლების გარდა, მთელი სოფელი გადაადგილდება, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა ეს შემოვლითი გზის გარდა ვერ ხორციელდება.

ალექსანდრ ლუკაშენკო
ვლადიმერ პუტინი

15 აგვისტო 2020, 18:53

მსოფლიო

ლუკაშენკომ და პუტინმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ტელეფონით ისაუბრეს

„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ წარმოშობილი პრობლემები მალე მოგვარდება. მთავარია, რომ ამ პრობლემებით არ ისარგებლონ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ სახელმწიფო ერთობის ჩარჩოში ორი ქვეყნისთვის სასარგებლო ურთიეობები დააზიანონ“, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით ზალკალიანი

15 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა ინდოეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„ვულოცავთ ინდოეთის მთავრობასა და ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საერთო ვალდებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. ერთად გავაგრძელებთ ამ პარტნიორობაზე ზრუნვას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ“, - წერს ზალკალიანი.

მიხეილ ყაველაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:41

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებაზე: სწორედ ამის გადასაფარად აბრალებდნენ სხვებს რუსეთუმეობას ეს ქვეყნის მოღალატეები

დავით ბაქრაძემ ქართული ჯარის დადანაშაულება ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ღალატი კი არა, კომპრომისია და სწორად მოვიქეცითო- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის საარჩევნო ოლქში, მიხეილ ყაველაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას.

15 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

2022 წლისთვის ქუთაისში ახალი საცურაო აუზის მშენებლობის დასრულება იგეგმება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

15 აგვისტო 2020, 18:23

რეგიონი

სხვადასხვა რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, - ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

15 აგვისტო 2020, 18:15

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი

დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში აღიარა საკუთარი სახელმწიფოს, ხალხისა და ჩვენი გმირი ჯარისკაცების ღალატი - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაქარაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ მათ მხარი დაუჭირეს ისეთ რეზოლუციას და დაუშვეს რეზოლუციაში ისეთი ტექსტის ჩაწერა, რომლითაც მათ საკუთარ სამშობლოსა და ჩვენს ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალეს.

ცოტნე ზურაბიანი

15 აგვისტო 2020, 18:07

პოლიტიკა

ცოტნე ზურაბიანი: მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადება და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია

პარლამენტის წევრი, ცოტნე ზურაბიანი სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას აფასებს. „დავით ბაქრაძის მტკიცებით, ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი. მსგავსი უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი განცხადებაც და ქმედებაც, რაც მათ გააკეთეს, წარმოუდგენელია“, - წერს ზურაბიანი Facebook-ზე.

15 აგვისტო 2020, 18:06

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ახალი ტრეილერი გაავრცელა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად, ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

15 აგვისტო 2020, 18:04

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 34 107 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 506 ადამიანი. ვირუსისგან 31 697 პაციენტი განიკურნა.