The Parliament magazine-ი: ქართველი ხალხი მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას
ფოტო: shutterstock.com
„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი ვალდებულება დასავლეთის ალიანსისადმი. ქართველი ხალხი მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას 80%-იანი ზღვარით“, - წერს The Parliament magazine სტატიაში სათაურით „ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შეფასება“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს აქვთ სანდოობა და მორალური წონა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.
„ეს ლოკალიზებული პოლიტიკა უფრო მეტად საყურადღებოა ევროპის ლიდერებისათვის, როდესაც საქმე ეხება, თუ როგორ მივუდგეთ საქართველოს. მართლაც, როგორ უნდა მივუდგეთ ყველა პროდასავლურ, პრო-ევროპულ მთავრობას ფართო ევროპულ სამეზობლოში. მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ ჩართული ვართ იდეების რეგიონალურ და გლობალურ ბრძოლაში. საფრთხე ემუქრება ერის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, თანამოაზრე ერები კი ერთად უნდა იბრძოდნენ ამ ბრძოლაში.
ევროპისა და ნატოს ლიდერებმა უნდა აღიქვან ეს რეალობა და გლობალური კონკურენციის მასშტაბი. რუსეთი განაგრძობს მე-19 საუკუნის არქაულ პოლიტიკას ,,გავლენის სფეროების" შესახებ. ეს რელიქვიაა და არ უნდა იქნას მიღებული“.
საქართველო, ისევე როგორც რეგიონში სხვა დანარჩენი ქვეყნები, არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა და უნდა იყოს მხარდაჭერილი საკუთარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში, იმისდა მიუხედავად, თუ სად ხდება ეს მსოფლიოში. ეს არის ასევე - ბევრისგან განსხვავებით - დემოკრატიული სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს აქვთ სანდოობა და მორალური წონა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია.
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააფიქსირა თავისი ვალდებულება დასავლეთის ალიანსისადმი. საქართველოს ხალხი მხარს უჭერს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობას 80%-იანი ზღვარით.
როდესაც ვიკვლევთ COVID-ის შემდეგ ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს, ევროკავშირის კომისიისა და ევროსაბჭოსთვის მაცდური იქნებოდა მთლიანი ძალისხმევის ორიენტირება ჩინეთისა და აშშ-სკენ. ეს შეცდომა იქნებოდა.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მეგობრები ევროპაში: ისინი ჩვენი მომავალი არიან და ისინი იმსახურებენ ჩვენს სრულ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ასეთ რთულ დროს”, - წერს სტატიის ავტორი, პოლონელი პოლიტიკოსი და ევროპარლამენტის წევრი, რიცარდ ცარნეკი.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 18:09
რეგიონი
რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.
27 აგვისტო 2026, 17:46
მსოფლიო
საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:34
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა
ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 350 გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:25
სამართალი
სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. ერთ-ერთი მოწმე ლილუაშვილის დაცვის ყოფილი წევრი იყო, რომელიც ვერ იხსენებს მიქაუტაძის სუსში მისვლას.
27 აგვისტო 2026, 17:22
სამართალი
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.
27 აგვისტო 2026, 17:17
მსოფლიო
Reuters: ბოსნიელი სერბების არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 17:11
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს.
27 აგვისტო 2026, 17:03
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
27 აგვისტო 2026, 16:56
მსოფლიო
Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 16:35
რეგიონი
იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 16:30
საზოგადოება
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.
27 აგვისტო 2026, 16:26
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 16:02
სპორტი
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.
27 აგვისტო 2026, 15:55
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 15:54
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 15:48
მსოფლიო
The Atlantic: ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის საკითხის გადატანა მეორე პლანზე სურს
რამდენიმე თვეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ვერ ახერხებს. მასშტაბურმა დაბომბვის კამპანიამ ეფექტიანობა დაკარგა, ხოლო აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგები შემცირდა, იუწყება The Atlantic-ი.
27 აგვისტო 2026, 15:42
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად, არა აქვს უფლება, რომ განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა
„ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 15:02
სამართალი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 14:55
მსოფლიო
მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს, ამას საპასუხო ზომები მოჰყვება.


