imedi /  07 აგვისტო 2020, 15:39 / სანდო წყარო

გერმანული პრესა რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით: რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს

გერმანული გამოცემა Bild-ი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი, ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ, აგრესიულ პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც გერმანული პრესა იუწყება, „სისხლიანი ომიდან ორი კვირის შემდეგ, კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა“. Bild-ის შეფასებით, ეს არის ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს. ამას, გამოცემასთან საუბრისას, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორიაც ადასტურებს.

„დღევანდელ დღეს, 12 წლის წინ, დაიწყო ძლიერი რუსეთის ომი ერთი ციდა საქართველოს წინააღმდეგ. ბრძოლამ მხოლოდ ხუთ დღეს გასტანა, რომლის ბედიც (მაშინ მოჩვენებითად პრემიერ-მინისტრის რანგში „პრეზიდენტ“ მედვედევის უკან ამოფარებული) პუტინის არმიამ ადვილად გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოაცხადა კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ესაა ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორის შეფასებით, რუსეთის ФСБ თავის თავზე იღებს ორივე „სახელმწიფოს“ „საზღვრის დაცვის“ საქმის დიდ ნაწილს, თუმცა, საქართველოს მიმართ დღემდე მიმდინარე აგრესიისთვის, რუსეთი ჯერ არ დასჯილა.

„პუტინი ესკალაციას განაგრძობს. საქართველოს მთავრობის შიდა დოკუმენტის („ნონფეიფერი“) მიხედვით, რომელიც „ბილდს“ ხელთ აქვს, კრემლი, საქართველოს წინააღმდეგ, ჰიბრიდულ ომს ინტენსიურად აწარმოებს. იმ დროს, როცა საქართველო და მთელი მსოფლიო ყველაზე მოწყვლადია, რუსეთმა გააფართოვა თავისი ჰიბრიდული არსენალი, აგრესიული მედიის პროპაგანდის ჩათვლით“, - წერია სტატიაში.

Bild-თან საუბრისას, ლევან იზორია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, რუსეთი არ წყვეტს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს.

„იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზეა მიმართული, რუსული საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ „სასაზღვრო ნიშნების“, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნავს იზორია.

„დე ფაქტო რუსეთი ახდენს უფროდაუფრო მეტი ქართული მიწის ანექსიას მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, აღნიშნავს საქართველოს ელჩი, რომელმაც გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკვალტერ შტაინმაიერისგან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო აკრედიტაცია. 14 ქართულ სოფელს ეხება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისა და მისი ადგილობრივი მოკავშირეების მიერ წარმოებული ე.წ. „ბორდერიზაცია“. (ამას თან სდევს) საბედისწერო შედეგები. ე. წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო ქართული უწყებები ვეღარ ახერხებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მოსახლეობის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. ამან ახალგორის რაიონში ერთი პაციენტის ტრაგიკულად გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, კი „სამხრეთ ოსეთის არალეგალური „სასაზღვრო ჯარების“ წარმომადგენლებმა ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ დააპატიმრეს. სამწუხაროდ, ქართული მხარის ყოველგვარი მოთხოვნა დაჭრილი პირის გადაცემის შესახებ, უპასუხოდ დარჩა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, ავტორი წერს, რომ კრემლის პროპაგანდა საქართველოს ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს და რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის კამპანია კორონავირუსის პანდემიას მოარგო.

„ჰიბრიდული ომის წარმოების რუსული ტაქტიკა“, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმართულია „საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, კერძოდ კი „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ წინააღმდეგ, სადაც ტარდება კორონას ტესტები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ჩვენი უმნიშვნელოვანესი ლაბორატორია, რომ ამ უკანასკნელმა ინფექციის გამომწვევი ვირუსი სამხედრო მიზნებისთვის განავითარა და შესაძლოა, საშიში დაავადებების გავრცელების პროვოცირება მოახდინოს“, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ლევან იზორია.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

კეტი პერი

26 ივლისი 2026, 14:28

მსოფლიო

კეტი პერიმ თეთრი სახლი მისი სიმღერის უნებართვოდ გამოყენების გამო გააკრიტიკა

„შოკირებული და აღშფოთებული ვარ, რომ ჩემი სიმღერა გამოიყენება ფონად თეთრი სახლის მიერ TikTok-ზე გამოქვეყნებული სამხედრო დარტყმების ამსახველ ვიდეოებში. მე ამას არ ვეთანხმები, ჩემთვის ეს არ უთხოვიათ და ამას არანაირად არ ვამართლებ“, - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტრამპი

26 ივლისი 2026, 14:22

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაძლიერების გეგმაზე უარი თქვა, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. მიზეზი საბრძოლო მასალების მარაგის ამოწურვის საფრთხე გახდა.

26 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

ბულგარეთში, ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს

ბულგარეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ბეზმერის ავიაბაზასთან შეკრებილმა მანიფესტანტებმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისა და კონტინგენტის განთავსების გეგმა გააპროტესტეს.

26 ივლისი 2026, 14:16

მსოფლიო

იტალიაში რკინიგზის მშენებლობისა მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

მასობრივი არეულობების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. დროებით დაიკეტა ადგილობრივი ავტომაგისტრალიც. ლიონსა და ტურინს შორის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჩქაროსნული რკინიგზის პროექტი ალპებში 57- კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას გულისხმობს. მისი ღირებულება 26 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

26 ივლისი 2026, 14:13

მსოფლიო

მიუნხენში მერცის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

მიუნხენის ცენტრში საპროტესტო აქციაზე გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტები ფრიდრიხ მერცის მთავრობას სამხედრო ხარჯების გაზრდის გამო აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერას მთავრობა მოსახლეობის ინტერესებზე მაღლა აყენებს.

შიო მესამე

26 ივლისი 2026, 14:12

საზოგადოება

შიო მესამე: უფლის რწმენა ჩვენ გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვიძლიეროს რწმენა

რწმენის ძალასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე იქადაგა პატრიარქმა. შიო მესამემ გაიხსენა სახარებიუსეული ეპიზოდი, როდესაც მაცხოვარმა 5 პურით 5 000 ადამიანი დააპურა. უწმინდესმა ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

26 ივლისი 2026, 14:06

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, დაიგება ასფალტის საფარი. შეიცვლება გარე განათების ქსელი - დამონტაჟდება თანამედროვე LED-განათების სისტემა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

26 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა, გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

26 ივლისი 2026, 13:58

ტექნოლოგიები

SpaceX-მა Starship-ის წარმატებული ფრენა შეასრულა

SpaceX-მა თავისი მეგარაკეტის, Starship-ის საცდელი ფრენა შეასრულა. აფრენიდან ერთი საათის შემდეგ რაკეტა ინდოეთის ოკეანეში წარმატებულად დაეშვა.

ზაალ ანჯაფარიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ცოტნე ანანიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“ - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?

„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?”- წერს ცოტნე ანანიძე.

ვიქტორ ორბანი

26 ივლისი 2026, 13:11

მსოფლიო

ორბანს მიაჩნია, რომ 25 წლის შემდეგ ევროკავშირი აღარ იარსებებს, რადგან „ადაპტაციის უნარი არ გააჩნია“

„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.

26 ივლისი 2026, 12:13

კულტურა

„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬

სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.

26 ივლისი 2026, 11:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.

26 ივლისი 2026, 11:29

კულტურა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში ეკა მამალაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციები და მოგონებები გააცოცხლა. საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

26 ივლისი 2026, 11:27

საზოგადოება

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.

26 ივლისი 2026, 11:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა,

26 ივლისი 2026, 11:13

მსოფლიო

ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს

დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა, ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 ივლისი 2026, 11:11

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ

უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შიო მესამე

26 ივლისი 2026, 11:08

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, შიო მესამე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს.