imedi /  08 აგვისტო 2020, 11:38 / სანდო წყარო

კახა კალაძე: უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის

კახა კალაძე

კახა კალაძე

კახა კალაძემ ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. როგორც თბილისის მერმა მუხათგვერდის სასაფლაოზე აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე დიდი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ეკისრება.

„ომი საქართველომ დაიწყო“ არავის უთქვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს, რადგან მათ ვერ მოახერხეს ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მან ოპონენტების კრიტიკასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის წარმომადგენლები მუხათგვერდის სასაფლაოზე ომის დაწყების დღეს არ გავიდნენ.

„თუ გადავხედავთ ისტორიას, ყოველთვის 8 აგვისტოს გამოდიოდნენ ისინი (მუხათგვერდის სასაფლაოზე)“, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. შესაბამისად ჩვენც 8 აგვისტოს გამოვედით ძმათა სასაფლაოზე“, - განმარტა მერმა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოკუპაციას ორი თანაავტორი ჰყავს - ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ხალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსი

29 სექტემბერი 2020, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 33-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

29 სექტემბერი 2020, 10:36

COVID19

Reuters: მსოფლიოში COVID19-ით 16 წამში ერთი ადამიანი კვდება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით საათში 226 ადამიანი კვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 16 წამში ვირუსს ერთი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს. ამ მონაცემებს Reuters სექტემბრის თვის სტატისტიკაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

29 სექტემბერი 2020, 10:36

კულტურა

არჩილ თალაკვაძემ ჯემალ ჭკუასელს პარლამენტის სახელით 85 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ ბატონ ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს. იგი არის საამაყო მამულიშვილი და ქართული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი მთელს მსოფლიოში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს სახალხო არტისტის, ცნობილი ქორეოგრაფის, ჯემალ ჭკუასელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა

29 სექტემბერი 2020, 10:35

საზოგადოება

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს ჭრიან. გამწვანებულ თარგში, 33 ძირი, დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხე მოიჭრება. სამუშაოები 29 სექტემბრიდან დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.

კორონავირუსი მსოფლიო

29 სექტემბერი 2020, 10:27

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 1 001 644 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსის 33 353 614 შემთხვევა გამოვლინდა, 24 881 607 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

რესან კონცელიძე

29 სექტემბერი 2020, 10:15

რეგიონი

რესან კონცელიძე: ბათუმისა და ჩემი თანაქალაქელების არც ერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური

მიხეილ ჩხენკელი

29 სექტემბერი 2020, 10:06

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა

ხელოვნების სასახლეში მომღერლისა და ლოტბარის, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფონდ „ქართული გალობის“ ხელმძღვანელი ვანო ჩხარტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჩხენკელმა ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილე მიულოცა, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

29 სექტემბერი 2020, 10:02

მსოფლიო

ზიმბაბვეში სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზი დაადგინეს

ზიმბაბვეში სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზი ბაქტერიული დაავადება გახდა. ამის შესახებ ველური ბუნებისა და ნაკრძალების სააგენტოს ხელმძღვანელმა ფულტონ მანგვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სპილოების დიდი ნაწილი პასტერელეზით, ნაწილი კი ჰემორაგიული სეპტიცემიით დაიღუპა.

29 სექტემბერი 2020, 09:46

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე 4 მეწარმე პასუხისგებაში მისცა

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 2 065 725 ლარის ღირებულების საქონლისა და მომსახურების მიწოდების ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რითაც შეიქმნეს 313 789 ლარის ოდენობის ფიქტიური აქტივი, საიდანაც ბრალდებულებმა შეძლეს 220 897 ლარის გამოყენება.

29 სექტემბერი 2020, 09:34

სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჟ.ი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარიზი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 330 აბი ამოიღო.

29 სექტემბერი 2020, 09:24

მსოფლიო

დღეს მსოფლიოში გულის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

მსოფლიოში დღეს გულის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 29 სექტემბერი გულის დღედ 2000 წელს გამოცხადდა. ინიციატივა, რომლის ავტორიც გულის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონი ბაიეს დე ლუნა იყო, მიზნად გულისა და სასუნთქი გზების დაავადებებზე საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას ისახავს.

29 სექტემბერი 2020, 09:18

მსოფლიო

ბრიტანეთისა და კანადის პირველი დიპლომატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ეხმიანებიან

„მოვუწოდებთ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ. კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით მინსკის ეუთოს ჯგუფის ფორმატში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთოს მინსკის ჯგუფის მუშაობას,“- ნათქვამია დომინიკ რააბისა და ფრანსუა-ფილიპ შამპანის ერთობლივ განცხადებაში.

ჯო ბაიდენი
დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 09:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს რეიტინგში 2%-ით უსწრებს

დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენთან რეიტინგში ჩამორჩენა 2%-მდე შეამცირა. გამოკითხვის შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს მხარს რესპონდენტთა 45 პროცენტი უჭერს, ბაიდენს კი ხმას გამოკითხულთა 47 პროცენტი აძლევს. გამოკითხვა 22-24 სექტემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1314-მა რესპონდენტმა მიიღო.

ჯემალ ჭკუასელი

29 სექტემბერი 2020, 09:06

კულტურა

ხელოვნების სასახლეში ჯემალ ჭკუასელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სპეციალურად ამ დღისთვის ფოლკლორის ცენტრმა მოიძია და წარმოადგინა ლოტბარის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული სიმღერების აუდიო და ვიდეომასალები. უკვე ცნობილია, რომ 2021 წელს, ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის სახელობის ყოველწლიური მუსიკალური კონკურსი - ფესტივალი დაფუძნდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საოჯახო ანსამბლები საქართველოს ყველა კუთხიდან.

29 სექტემბერი 2020, 08:55

სამართალი

განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 4 ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი

განიხილავს თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 4 ადამიანის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამრთლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს.

29 სექტემბერი 2020, 08:40

საზოგადოება

მიმდინარე კვირაში პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო.

ჯეიმს აპატურაი

29 სექტემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს

დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ორგანიზაციის მხრიდან ასპირანტთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ, -ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკას“ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განუცხა

გიორგი გახარია

29 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს შეხვდებიან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

29 სექტემბერი 2020, 08:08

სამართალი

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობა დაზღვეულია. მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.