პრემიერი: 2008 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯა მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, რათა მსგავსი დანაშაული არათუ აღარ ჩაიდინონ, ამისი რესურსიც არ ექნებათ
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2008 წელს ჩადენილი დანაშაულის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციისთვის, რათა მსგავსი დანაშაული მომავალში არათუ აღარ ჩაიდინონ, ამისი რესურსი არ ექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს სიმართლე იმ ღალატის შესახებ, რომელიც ჩადენილია 2008 წელს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები დღესაც ცდილობენ, ქვეყანა ჩაითრიონ ომში. უკვე ორი წელია, მათ ამის ღია მცდელობა აქვთ, ორ წელიწადზე მეტია, ამას აკეთებენ. მით უმეტეს, მნიშვნელოვანია, რომ გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის დანაშაული. იგივე მიმდინარე დანაშაულთან როცა გვაქვს საქმე, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებულ იქნას ანალოგიური დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს და სისრულეში მოიყვანეს 2008 წელს.
ერთი საინტერესო დეტალია, რასაც ალბათ ასევე სჭირდება გამოძიება. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას სისხლის სამართლის კოდექსიდან და ომის დასრულებიდან მალევე, დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს ეს კანონი. იმდენად ეშინოდათ საკუთარი დანაშაულის და ამ ღალატის გამო პასუხისმგებლობის, რომ ღალატის შესახებ ჩანაწერი ამოიღეს როგორც სისხლის სამართლის კოდექსიდან, ისე კონსტიტუციიდან. წარმოიდგინეთ, რამხელა შიში ჰქონდათ იმ ღალატის გამო, რომელიც ჩაიდინეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ეს დეტალები აუცილებლად გამოსაძიებელია. დანაშაულის გამო ამ პოლიტიკური ძალის დასჯა პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მსგავსი დანაშაული მომავალში არათუ აღარ ჩაიდინონ, მათ ამისი რესურსი არ ექნებათ. არცერთ შემთხვევაში, ქართველი ხალხი ამისთვის მათ მანდატს არ მიანიჭებს. ასეთი დანაშაულის ჩადენა რომც არ გაიფიქრონ, მნიშვნელოვანია, გამოძიებული იქნას დანაშაული და დადგეს შესაბამისი სასჯელი ამ პოლიტიკური ძალის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
04 ივნისი 2026, 11:53
პოლიტიკა
პრემიერი: საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, მთავარია, დამკვიდრდეს სამართლიანი მიდგომები ურთიერთობებში, მიდგომები შეცვლილია, რაც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით
იყო საინტერესო, ძალიან კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შედგა საქართველოში ამერიკელი კოლეგების ვიზიტის დროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
04 ივნისი 2026, 11:51
კულტურა
არნოლდ შვარცენეგერი და ლიამ ჰემსვორტი ბრედ პეიტონის ახალ ფილმში ითამაშებენ🎬
ფილმის გადაღებები უკვე დაწყებულია, პეიტონი კი რეჟისორობასთან ერთად სცენარის თანაავტორიც არის. ფილმის გამოშვება Prime Video-ზე იგეგმება.
04 ივნისი 2026, 11:51
მსოფლიო
Bloomberg: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან
გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები ამზადებენ გეგმას, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას გულისხმობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან
ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
04 ივნისი 2026, 11:44
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია მარკო რუბიოს განცხადებაზე: ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე. არანაირი პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მოხდება
მარკო რუბიოს განცხადება იყო ზოგადი. აქ არ იყო საუბარი კონკრეტულ დეტალებზე და საკითხებზე, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოს შესახებ, რომელიც მან კონგრესში გამოსვლისას გააკეთა.
04 ივნისი 2026, 11:40
რეგიონი
ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
04 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
04 ივნისი 2026, 11:36
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ანგოლაში მწერებისა და ობობების ათობით აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს🕷️
ლისიმას პლატოს ბიომრავალფეროვნება დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა მკვლევართა თვალთახედვის მიღმა რთული რელიეფისა და დაჭაობებული ადგილმდებარეობის გამო. დამატებით დაბრკოლებად იქცა ანგოლის სამოქალაქო ომიც, რომელიც 27 წელს გრძელდებოდა და 2002 წელს დასრულდა.
04 ივნისი 2026, 11:35
საზოგადოება
მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახეთის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჭაჭუნას, მარიამჯვრის, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის. მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“.
04 ივნისი 2026, 11:26
მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობის ინფორმაციით, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელ X-ში გაცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ოფიციალურად გახსნისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
04 ივნისი 2026, 11:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას
თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისა უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებთან
დღევანდელი ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები კი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოებზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:18
ეკონომიკა
ნათია თურნავამ სომხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სომხეთის ცენტრალური ბანკისა და „ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ (RBWC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:16
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა 5 ივნისს სრულდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეაახსენება, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პროცესი განსაზღვრული ვადების შესაბამისად აქტიურად გრძელდება.
04 ივნისი 2026, 11:14
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა: ესაა მშვიდობა, სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, სუვერენიტეტი, ეროვნული ინტერესების დაცვა და სიმართლის სადარაჯოზე დგომა
„მოხარული ვარ, რომ თბილისის მერია კვლავ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის სახელწოდებაც „ამიერკავკასიის დაკავშირება მდგრადი მომავლისთვის“ ზუსტად უპასუხებს იმ გეოპოლიტიკურ და ეგზისტენციალურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი რეგიონი და სრულიად მსოფლიო დგას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:14
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი რეგიონი უნდა გახდეს არა გეოპოლიტიკური დაპირისპირების პოლიგონი, არამედ სტაბილურობის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ცივილიზაციათა დიალოგის სამაგალითო სივრცე
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო დაჩქარდა და საქართველო უმწვავესი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ხუთჯერ აღკვეთა ქვეყნის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების გარედან ორგანიზებული მცდელობა,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
04 ივნისი 2026, 11:10
თავდაცვა
დაჭრილი სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ
საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებაში - მარშირება რთულ რელიეფზე მონაწილეობის მისაღებად შოტლანდიაში გაემგზავრნენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:10
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების რაოდენობის 27-დან 40-მდე გაზრდა შესთავაზა. გაფართოებაში საქართველოც მოიაზრება
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რაოდენობის 27-დან 40-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
04 ივნისი 2026, 11:08
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.


