ირაკლი კობახიძე: 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში - რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა
ირაკლი კობახიძე
ფოტო: Facebook
2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ნებისმიერი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ჰქონდეს რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს საფრთხეებს. ამისთვის არსებობს უსაფრთხოების სამსახურები, უსაფრთხოების პოლიტიკა და ა.შ. ჩვენ ვართ უმძიმეს რეგიონში, ასეთ დროს მუდმივად არის რისკები, რაც ვერ მოხერხდა სამი სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, გამომდინარე იქიდან, რომ დაშვებული იყო შეცდომები. სწორად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2008 წლის ომი არცერთ შემთხვევაში არ მოხდებოდა. ყველამ კარგად ვიცით, რა მასშტაბის ავანტიურაზე წავიდა მაშინ სააკაშვილი, მათ შორის მაშინ, როდესაც აღადგინა სამხრეთ ოსეთის საზღვრები. 90-იანი წლების დასაწყისში კატასტროფული შეცდომები იყო დაშვებული, რასაც აღიარებდა მაშინ ყველა და საზოგადოებაც არ იყო მომზადებული სახელმწიფოებრიობისთვის. ასეთი უმძიმესი შედეგები არ დამდგარა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. მაშინდელი პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო კატასტროფული შეცდომები კონკრეტული ადამიანების მხრიდან. 2008 წელზე საერთოდ არ მინდა საუბარი, უმძიმეს ავანტიურაზე წავიდა მაშინ სააკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოეწერა რეზოლუციას, სადაც მითითებული აქვს, რომ მან დაიწყო ომი ცხინვალში. თვითონ მოაწერა ამას ხელი“, - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, რუსეთი არის პრობლემა და პრობლემას სჭირდება მუდმივი მუშაობა.
„უსაფრთხოების დაცვა გჭირდება არა უწყინარი ქვეყნებისგან, არამედ პირველ რიგში პრობლემური მეზობლებისგან. სწორედ ამაზეა საუბარი - უნდა გქონდეს სწორი პოლიტიკა. 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. პირიქითაც გეტყვით, დღეს რომ „ნაცმოძრაობა“ ყოფილიყო ხელისუფლებაში, თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები. ჩვენ არ აღვადგენდით სამხრეთ ოსეთის საზღვრებს, არ გვექნებოდა მძიმე რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ დაპირებებს გასცემდა ის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეხვდა დევნილებს და დაჰპირდა, რომ მომავალ ახალ წელს ისინი შეხვდებოდნენ აფხაზეთში და ა.შ. კოდორის ხეობას უწოდა ზემო აფხაზეთი, ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ჩაატარა ცხინვალის რეგიონში. ერთდროულად ორი სეპარატისტული არჩევნები ჩატარდა და ერთი მათგანი მხარდაჭერილი იყო სააკაშვილის მიერ. 7 აგვისტოს რა მოხდა, არ მინდა შევიდე ამ დეტალებში. არის ორი სუბიექტი: „ნაცმოძრაობას“ აქვს ხელი მოწერილი რეზოლუციაზე, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი; მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც დღეს მიდის ბრიუსელში, ამტკიცებდა, რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო ომი. მე არ შევდივარ ამის განხილვაში“, - აცხადებს კობახიძე.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 14:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიებს ასახელებს
„პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ ნდომებოდა, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ეს არ სურს. ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანა კი ისეთი კრეატიული გამოსავლის პოვნაა, რომელიც არ შევა წინააღმდეგობაში მათ [უკრაინის] სურვილებთან, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთან, აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი მოვლენების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.
13 სექტემბერი 2026, 14:00
სპორტი
გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სერია ა-ს მეოთხე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „ჯენოასთან“ ფრედ 1-1 ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. კვერნაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
13 სექტემბერი 2026, 13:42
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის არმიამ დარტყმები მიიტანა კიევზე, ოდესასა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. 13 სექტემბერს, დილით, რუსული დრონი პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 მეტრში, „იაჰოდინის“ გამშვებ პუნქტთან მდებარე სატვირთო ავტომობილს მოხვდა. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. კიდევ ერთი დარტყმა საზღვრიდან 2 კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
13 სექტემბერი 2026, 13:07
საზოგადოება
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
13 სექტემბერი 2026, 12:43
მსოფლიო
Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა
გერმანელების მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ამ თანამდებობისთვის შესაფერისია. მთავრობის ხელმძღვანელით რესპონდენტთა 78% უკმაყოფილოა, - იუწყება სოციოლოგიური ინსტიტუტ Insa-ს გამოკითხვა, რომელიც Bild-ისთვის ჩატარდა. ერთი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 16%-ს და 77%-ს შეადგენდა.
13 სექტემბერი 2026, 11:52
რეგიონი
გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
13 სექტემბერი 2026, 11:47
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
13 სექტემბერი 2026, 11:39
კულტურა
ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა
ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა.
13 სექტემბერი 2026, 11:29
მსოფლიო
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.
13 სექტემბერი 2026, 11:19
მსოფლიო
შავ ზღვაში უპილოტო კატარღებს შორის ისტორიაში პირველი საზღვაო შეტაკება მოხდა
უკრაინა საზღვაო დრონების გამოყენებით პირველი საბრძოლო შეტაკების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, ნორვეგიული დისტანციური მართვის კოშკურით აღჭურვილმა, უკრაინულმა უპილოტო კატარღამ, შავ ზღვაში რუსული უპილოტო კატარღა იპოვა და ჩაძირა.
13 სექტემბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ქართული საზოგადოება ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენ
წინასწარ გავრცელებული ცნობით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც შტატები მოითხოვდა.
13 სექტემბერი 2026, 11:09
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან
„ჩვენ არ ვართ ომში საუდის არაბეთთან“, - განაცხადა პეზეშკიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰუსიტებს საკუთარი პრობლემები აქვთ, ხოლო რეგიონული ჯგუფები მათ წინააღმდეგ მიმართული იერიშების საპასუხოდ მოქმედებენ.
13 სექტემბერი 2026, 10:52
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
13 სექტემბერი 2026, 10:51
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, უნგრეთში ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანაზე დაწესებული აკრძალვა გაუქმდება
„ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ სისტემას შევცვლით: ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მინისტრი ან პოლიტიკოსი კი არა, პროფესიონალები უნდა იღებდნენ, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირობები, რომლებშიც კონკრეტული ბავშვი შეძლებს გახდეს საზოგადოების ბედნიერი და ჰარმონიული წევრი“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს.
13 სექტემბერი 2026, 10:49
ეკონომიკა
ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე: ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება
მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, - განაცხადა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი მოქალაქე
13 სექტემბერი 2026, 10:39
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან
„ანაკლია შეტანილია გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანპორტო ქსელში და ამავე ქსელის ნაწილია, ცხადია, საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზი და ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია პოსტვ-ის გადაცემაში „მძლავრი ეკონომიკა ძლიერი სუვერენიტეტი“.
13 სექტემბერი 2026, 10:35
ჯანდაცვა
საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის. უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
13 სექტემბერი 2026, 10:35
კულტურა
ისტორიაში პირველად Rock in Rio-ს ჰედლაინერი კეი-პოპ ჯგუფი გახდა
ცნობილმა ბრაზილიურმა ფესტივალმა Rock in Rio-მ კეი-პოპს მთავარი სცენა ისტორიაში პირველად დაუთმო - საღამო კი სამხრეთკორეულმა ჯგუფმა Stray Kids-მა დახურა.Cidade do Rock-ში შეკრებილმა ათასობით ფანმა ჯგუფის წევრებს ენერგიული დახვედრა მოუწყო, რასაც მუსიკოსებმა მასშტაბური ქორეოგრაფიით, პიროტექნიკური შოუთი და ცნობილი ჰიტებით უპასუხეს.


