imedi /  08 აგვისტო 2020, 12:16 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან

ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას გააკეთა.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

„ჩვენ ვრჩებით კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზის ერთგულნი და გვჯერა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია“, - აღნიშნა ჩხენკელმა.

„დღეს ჩვენ 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ გმირი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნასა და თავგანწირვას.

ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი, დიპლომატიური გზის ერთგულნი და გვჯერა, რომ ქვეყნის ერთიანობის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია. ოკუპაციისა და მისგან გამომდინარე ყველა შედეგის დასაძლევად ვაგრძელებთ თანმიმდევრულ, მიზანდასახულ მუშაობას მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ამავდროულად, ვაძლიერებთ მუშაობას დემოკრატიული ღირებულებების განსამტკიცებლად და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, ჩვენი განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე არის ის, რამაც კვლავ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენს აფხაზ და ოს თანამოძმეებთან.

კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი საქართველოს ერთიანობისა და მისი ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლი გმირების წინაშე, მათი თავდადების მაგალითზე მომავალი თაობები გაიზრდებიან!“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2020, 08:55

სამართალი

განიხილავს თუ არა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 4 ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი

განიხილავს თუ არა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 4 ადამიანის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, დღეს გახდება ცნობილი. წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. ადვოკატ ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამრთლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს.

29 სექტემბერი 2020, 08:40

საზოგადოება

მიმდინარე კვირაში პარლამენტი შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო.

ჯეიმს აპატურაი

29 სექტემბერი 2020, 08:37

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს

დღეს ნატო საქართველოს, როგორც ღირებულ პარტნიორს, ძლიერ მხარდაჭერას დაუდასტურებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ორგანიზაციის მხრიდან ასპირანტთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ, -ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შეფასებისას „ქრონიკას“ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განუცხა

გიორგი გახარია

29 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დღეს გიორგი გახარია იენს სტოლტენბერგს შეხვდება

პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს მთავრობის მეთაური და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს შეხვდებიან, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

29 სექტემბერი 2020, 08:08

სამართალი

ელიავას ბაზრობაზე ხანძარის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაზრობა დაზღვეულია. მობილიზებული იყო 16 სამაშველო ჯგუფი. ადგილზე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო ტელედებატებს გამართავენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს ქალაქ კლივლენდში, Western Reserve University-ის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

29 სექტემბერი 2020, 00:58

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. შესაბამისი განცხადებები ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

29 სექტემბერი 2020, 00:53

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლოებას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს. კანდიდატი ამჯერად ქალაქ-მუზეუმისა და უქიმერიონის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან იმყოფებოდა. „ქალაქ -მუზეუმისა და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში , რუსთაველის, ტაბიძის, დუმბაძის ჯავახიშვილისა და ცხინვალის ქუჩებზე, „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობას ის ბუკლეტები დავურიგე, რომელშიც ჩემი მომავალი საპარლამენტო საქმიანობის მთავარ პრინციპზე და მიმართულებებზე ვსაუბრობ.

29 სექტემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

მილანში, მოდის კვირეულზე Moschino-ს კოლექცია მარიონეტმა მოდელებმა წარადგინეს

მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:41

ტაბლოიდი

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ახალი წლის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა. თუმცა ის დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს. ამის შემდეგ ბოდიბილდერი ჩიხუახუას 50-მდე ლეკვს დაეხმარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:40

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა. გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ანგელა მერკელი და ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს.

შსს

29 სექტემბერი 2020, 00:22

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ემანუელ მაკრონი

29 სექტემბერი 2020, 00:01

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ვერ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს ევროპა რუსეთისგან შორს მყოფი კუნძულია

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით ევროპამ რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:56

საზოგადოება

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ადამიანიდან კლინიკა უკვე ყველა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

37 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:19

COVID19

ლევან რატიანი: ვერ ვიტყვი, რომ ვირუსი გაგვექცა ან არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა

პანდემიამ თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, როგორც ექიმების ისე საზოგადოების. მაგრამ სულ იმის იმედი მაქვს, რომ საშველი აუცილებლად იქნება. არ გვაქვს უფლება ჩავიქნიოთ ხელი. ყველაფერს ვაკეთებთ ექიმები, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ვიდგეთ იმ ადგილზე სადაც მოგვეთხოვება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 81 ადამიანი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 22:56

COVID19

ჯანმო: დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ.

28 სექტემბერი 2020, 22:25

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფეში ხანძარი გაჩნდა

კოტე აფხაზის ქუჩაზე, 34 ნომერში მდებარე კაფე „ბლუმში" ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.