08 აგვისტო 2022, 00:24 / სანდო წყარო

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია.

2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.

ომიდან 14 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

ყველა სიახლე

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 01:11

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ის დანაპირები, რაც ჯარის მიმართ პრემიერის დროს გაიცა, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ"-ის გადაცემაში „პოლიტიკურ ინტერვიუში“ ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯარის განვითარებისათვის ყველა მიმართულებით გარდამტეხი ნაბიჯები გადაიდგა. ზოგიერთი ჟურნალისტის დაუსაბუთებელ კრიტიკასთან დაკავშირებით კი, მან ანალოგი ისტორიიდან დაასახელა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

29 სექტემბერი 2022, 01:09

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას

ტელეკომპანია „პოსტვ”-ის გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდა, რა დანაპირებიც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ჯარში სოციალური მიმართულებით გაიცა.

29 სექტემბერი 2022, 01:09

მსოფლიო

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ლატვიის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 00:54

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ამომრჩეველმაც იცის

ვნახეთ ე.წ. ტელევიზიების მცდელობა რევოლუციური გარდატეხების, ვნახეთ არასამთავრობოების მცდელობა. ხომ ვიცით, რომ ყველაფრის უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ამომრჩეველმაც იცის. ამ ნიღბების გამოცვლის მიუხედავად ამომრჩეველი ხედავს ვისთან აქვს საქმე და შესაბამისად ის ძალიან მკაცრიც გახდა, - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

29 სექტემბერი 2022, 00:49

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: კეზერაშვილს სურს ალიბი. თუკი მის წინააღმდეგ კვლავ აღიძვრება გარკვეული საქმიანობა, ის იტყვის: „მდევნიან იმის გამო, რომ მე ვეხმარები ტელევიზიას, ან პარტიას“

„მაგრამ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი თანხა წაგლიჯონ მას, ფიქრობენ, რომ ამისთვის უნდა დაუმტკიცონ ერთგულება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ცოტა გაუგებარი არის როგორ შეიძლება ენდო იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებმაც ვერაფერი მოახერხეს, ვერცერთი შეკვეთა და დაპირება ვერ შეასრულეს და დღეს ცდილობენ მის ჯიბეში ხელის ჩაყოფას. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარკვეულწილად მის ინტერესშიც არის, თან მას არ მოსწონს ადამიანების მეორე კატეგორია - ვინც უკვე დახარჯა მისი ფული, მაგრამ დაპირება არ შეუსრულეს“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2022, 00:49

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად, დღეს სომხეთის ტერიტორიაზე 3 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანის ახალი თავდასხმის შედეგად, დღეს სომხეთის ტერიტორიაზე 3 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:47

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ

ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანი, ვინც მასზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 00:41

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევაა

ლუკაშენკოს ვიზიტი სოხუმში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევაა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი

გამოვიყენებ ამ ეთერს და გეტყვით, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან, ან მოკრივეებისგან მის მიმართ, რამე სახის წინააღმდეგობა, სიცრუეა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მუზეუმში საქმის ერთგულება ნიშნავს იმ სიწმინდის ერთგულებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგაბარა. ეს არ ნიშნავს ჩემი ან 41-ის ერთგულებას

თეა წულუკიანმა მუზეუმებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებებს უპასუხა. კულტურის მინისტრმა ამ თმაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმების თანამშრომლებს შორის არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს, თუმცა ამის გამო სამსახურს არ კარგავენ.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მუზეუმების ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის მიხედვით, 2600-ზე მეტი ექსპონატი უკვალოდ არის გამქრალი, ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება

ჩვენ მიერ დასახელებული რიცხვი არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის, შუალედური რიცხვი. 2600-ზე ექსპონატი არის დაკარგული. ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში ვერ შემცირდება, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

29 სექტემბერი 2022, 00:13

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანზე: კიდევ 20-30 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩემ ოპონენტად ჩამოყალიბდეს

ოპოზიცია, რომელიც არ შემოდიოდა პარლამენტში, ბოლოს შემოვიდა და დღეს დეპუტატები ჰქვიათ, მათი ლიდერი არის მაჭუტაძე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის ძალები, ვისაც რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით, თვითონ ვერ გაერკვნენ, რა უნდათ.

29 სექტემბერი 2022, 00:03

მსოფლიო

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც Himars-ის 18 საარტილერიო სისტემას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:57

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი ოპოზიციაში მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, ეს თემა აღარ მოეწონათ

„როგორც ოპოზიცია და მათი ორგანიზაციები მიხვდნენ, რომ არამცთუ უკრაინული, ნებისმიერი სხვა კანონი, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს შეეხოს, მაგრამ ივანიშვილს არ შეეხება, აღარ მოეწონათ ეს თემა. ეს პირდაპირ იმის სიმპტომია, რომ ზედაპირულები არიან, არ მუშაობენ, არ უღრმავდებიან საკითხებს და რეალურად, ალბათ გარიყეს ყველა, ვინც მათ ინტელექტუალურ ძალას წარმოადგენდა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ, რომელმაც გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი

მაშინ, როდესაც კეზერაშვილს ძალიან დიდი მხარდაჭერა და კარტ-ბლანში ჰქონდა, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკურად და დარჩა მოლარედ. ერთადერთი, რაც მან მოახერხა არის ის, რომ გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი, როგორც თავდაცვის მინისტრმა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ანდრიუს კალინდრა

28 სექტემბერი 2022, 23:53

პოლიტიკა

ლიეტუვის ელჩი: ბელარუსის რეჟიმის ლიდერის დღევანდელმა ვიზიტმა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაადასტურა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას

ბელარუსის რეჟიმის ლიდერის, ლუკაშენკოს დღევანდელმა ვიზიტმა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში დაადასტურა, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას, - განაცხადა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ.

ჯუანშერ ბურჭულაძე

28 სექტემბერი 2022, 23:43

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯარისკაცებს აქვთ ალბათ უკეთესი პირობები, ვიდრე ევროპის უმეტესი ქვეყნების ჯარს, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პოსტვ“- ის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა სჭირდება ყველაზე მეტად ქართულ ჯარს. მისი თქმით, ქართულ ჯარში არ დარჩენილა არცერთი მიმართულება, სადაც ძირეული და ხარისხიანი რეფორმები არ განხორციელდა.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:35

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენს საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე

ჩვენ გვაქვს საზღვარი, იქ დგას ქართველი მესაზღვრე და არცერთი ადამიანი ჩვენ საზღვარზე არ შემოდის შემოწმების გარეშე რაც არ უნდა მეორე მხარეს კილომეტრიანი რიგები იდგეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ის, ვინც შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ქვეყნისთვის, ის ვერც შემოდის.

თეა წულუკიანი

28 სექტემბერი 2022, 23:33

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: თუ საქმე იმაშია, რომ რუსი არ უნდა გაჭაჭანდეს აქ, უნდა გავიხსენოთ მაგალითად აშშ, ევროკავშირი, რომელთა პოლიტიკის მიმდევრებად მოიაზრებენ საკუთარ თავს ისინი, ვინც დღეს ისტერიკას თესავს

უკვე მესამედ, გარკვეული ჯგუფები აწყობენ ისტერიკას, რომ რუსები შემოგვესივნენ. არის მუდმივი მცდელობა იმის, რომ ჩვენი საზოგადოება შეშინდეს, დაიზაფროს. თუ გვაქვს იმის შიში, რომ კრიმინალი გაიზრდება - წინა შემთხვევებში, როდესაც გაიზარდა შემომსვლელთა რიცხვი, არავითარი კრიმინალის ზრდა ჩვენ არ გვინახავს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნედ პრაისი

28 სექტემბერი 2022, 23:31

პოლიტიკა

ნედ პრაისი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას - რუსეთმა უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.