08 აგვისტო 2020, 13:47 / სანდო წყარო

ლევან იზორია გერმანულ მედიაში: რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს

ლევან იზორია

ლევან იზორია

გერმანული გამოცემა Bild-ი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებ, რომელშიც ყურადღება ომის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ მიზანმიმართულ, აგრესიულ პოლიტიკაზეა გამახვილებული.

Bild-თან საუბრისას, ლევან იზორია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, რუსეთი არ წყვეტს ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთი კორონავირუსისკენ მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს. ამას, გამოცემასთან საუბრისას, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორიაც ადასტურებს.

„იმ დროს, როცა მთელი მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზეა მიმართული, რუსული საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ „სასაზღვრო ნიშნების“, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, - აღნიშნავს იზორია.

როგორც გერმანული პრესა იუწყება, „სისხლიანი ომიდან ორი კვირის შემდეგ, კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა“. Bild-ის შეფასებით, ეს არის ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს.

„დღევანდელ დღეს, 12 წლის წინ, დაიწყო ძლიერი რუსეთის ომი ერთი ციდა საქართველოს წინააღმდეგ. ბრძოლამ მხოლოდ ხუთ დღეს გასტანა, რომლის ბედიც (მაშინ მოჩვენებითად პრემიერ-მინისტრის რანგში „პრეზიდენტ“ მედვედევის უკან ამოფარებული) პუტინის არმიამ ადვილად გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოაცხადა კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ესაა ფარსი, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოთა 97% არ აღიარებს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორის შეფასებით, რუსეთის ФСБ თავის თავზე იღებს ორივე „სახელმწიფოს“ „საზღვრის დაცვის“ საქმის დიდ ნაწილს, თუმცა, საქართველოს მიმართ დღემდე მიმდინარე აგრესიისთვის, რუსეთი ჯერ არ დასჯილა.

„პუტინი ესკალაციას განაგრძობს. საქართველოს მთავრობის შიდა დოკუმენტის („ნონფეიფერი“) მიხედვით, რომელიც „ბილდს“ ხელთ აქვს, კრემლი, საქართველოს წინააღმდეგ, ჰიბრიდულ ომს ინტენსიურად აწარმოებს. იმ დროს, როცა საქართველო და მთელი მსოფლიო ყველაზე მოწყვლადია, რუსეთმა გააფართოვა თავისი ჰიბრიდული არსენალი, აგრესიული მედიის პროპაგანდის ჩათვლით“, - წერია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ კრემლის პროპაგანდა საქართველოს ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს და რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის კამპანია კორონავირუსის პანდემიას მოარგო. როგორც გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია აცხადებს, ჰიბრიდული ომის წარმოების რუსული ტაქტიკა“, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, მიმართულია „საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, კერძოდ კი „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ წინააღმდეგ, სადაც ტარდება კორონას ტესტები.

,,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ჩვენი უმნიშვნელოვანესი ლაბორატორია, რომ ამ უკანასკნელმა ინფექციის გამომწვევი ვირუსი სამხედრო მიზნებისთვის განავითარა და შესაძლოა, საშიში დაავადებების გავრცელების პროვოცირება მოახდინოს“, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ლევან იზორია.

დე-ფაქტო რუსეთი ახდენს უფრო და უფრო მეტი ქართული მიწის ანექსიას მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, აღნიშნავს საქართველოს ელჩი, რომელმაც გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკვალტერ შტაინმაიერისგან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო აკრედიტაცია. 14 ქართულ სოფელს ეხება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისა და მისი ადგილობრივი მოკავშირეების მიერ წარმოებული ე.წ. „ბორდერიზაცია“. (ამას თან სდევს) საბედისწერო შედეგები. ე. წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო ქართული უწყებები ვეღარ ახერხებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მოსახლეობის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას. ამან ახალგორის რაიონში ერთი პაციენტის ტრაგიკულად გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, კი „სამხრეთ ოსეთის არალეგალური „სასაზღვრო ჯარების“ წარმომადგენლებმა ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ დააპატიმრეს. სამწუხაროდ, ქართული მხარის ყოველგვარი მოთხოვნა დაჭრილი პირის გადაცემის შესახებ, უპასუხოდ დარჩა“, - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

ჯეი დი ვენსი

31 მაისი 2026, 10:48

მსოფლიო

The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.

31 მაისი 2026, 10:35

მსოფლიო

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ჩინეთის ბრალდებებს მილიტარიზმზე „თვალთმაქცური“ უწოდა

„უცნაური არ არის, რომ ჩინეთი, რომელიც ფლობს ბირთვული იარაღისა და სტრატეგიული ბომბდამშენების უზარმაზარ არსენალს, იაპონიას, რომელსაც არცერთი მათგანი არ გააჩნია, ე.წ. „ახალ მილიტარიზმში“ ადანაშაულებს? მაგრამ ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - ხაზგასმით აღნიშნა კოიზუმიმ და დასძინა, რომ იაპონიის ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტის შეკავებისკენ და ხორციელდება გამჭვირვალე გზით.

31 მაისი 2026, 10:20

საზოგადოება

პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20:00 საათიდან 23:00 საათამდე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდების მიმდებარე ტერიტორიიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ პოლიციელის დღისადმი დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 1 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:14

მსოფლიო

აშშ-ის ავიაციამ ირანისკენ მიმავალ გამბიურ გემს რაკეტა ესროლა

„ამერიკულმა თვითმფრინავმა გემი მწყობრიდან გამოიყვანა და სამანქანო განყოფილებაში რაკეტა Hellfire ესროლა მას შემდეგ, რაც Lian Star-ის ეკიპაჟი მოთხოვნებს არ დაემორჩილა. გემი ირანის მიმართულებით აღარ გადაადგილდება“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

31 მაისი 2026, 10:13

რეგიონი

ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული ნაწილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დავით თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

ვაჟა სირაძე

31 მაისი 2026, 10:08

საზოგადოება

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

გიორგი გვარაკიძე

31 მაისი 2026, 10:06

საზოგადოება

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

სულხან თამაზაშვილი

31 მაისი 2026, 10:03

საზოგადოება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.

31 მაისი 2026, 09:40

მსოფლიო

Reuters: აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს

აშშ ევროპაში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის დაჩქარებას გეგმავს. ცნობას Reuters-ი გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გეკა გელაძე

31 მაისი 2026, 09:20

საზოგადოება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

31 მაისი 2026, 09:09

კულტურა

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.

31 მაისი 2026, 09:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე ნალექიანი იქნება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

31 მაისი 2026, 08:34

მსოფლიო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ, პარიზის ქუჩებში არეულობის დროს 79 ადამიანი დააკავეს

პარიზში, სტადიონ „პარკ დე ფრანსთან” ახლოს პოლიციასა და ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მაისი 2026, 08:09

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: საჭიროა სომხეთის, მოლდოვის, ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მხარდაჭერა, უნდა მოიძებნოს გზები ქართველი ხალხის მხარდასაჭერადაც. ეს საერთო ევროპული ამოცანაა, არავინ უნდა დავკარგოთ

არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არცერთი ქვეყნის დაკარგვის უფლება არ აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ის რუსეთის მიერ სომხეთის მისამართით გაჟღერებულ მუქარას გამოეხმაურა.

პაპუნა ლოცულაშვილი

31 მაისი 2026, 01:27

სამართალი

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად და ეს ფაქტი, რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“ - გორის ინციდენტისას დაზარალებული ლოცულაშვილის ძმა მის მოსაზრებას აქვეყნებს

გიგლა ლოცულაშვილი მისი ძმის - გორის ინციდენტისას დაზარალებულის, პაპუნა ლოცულაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.

31 მაისი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.

შალვა პაპუაშვილი

30 მაისი 2026, 23:19

სპორტი

შალვა პაპუაშვილი: არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს - გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავს. „არ არსებობს ლიგა, სადაც ქართველებს სიტყვა არ გვეთქმის. და არ არსებობს თასი, რომელზეც ქართველებს პრეტენზია არ გვაქვს! გაუმარჯოს ხვიჩა კვარაცხელიას!

ხვიჩა კვარაცხელია

30 მაისი 2026, 23:12

სპორტი

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრი ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებას ულოცავენ. ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

კახა კალაძე

30 მაისი 2026, 23:04

სპორტი

კახა კალაძე: არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!

„არის გამარჯვებები, რომლებიც არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ქვეყნის სიხარული და სიამაყეა. ძვირფასო ხვიჩა, გულით გილოცავ ამ უდიდეს მიღწევას!“ - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.