08 აგვისტო 2020, 14:07 / სანდო წყარო

ტომ ტუგენდჰატი: 12 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა

ტომ ტუგენდჰატი

ტომ ტუგენდჰატი

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომ ტუგენდჰატი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„12 წლის წინ სწორედ ამ დღეს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ასე შეიქმნა რუსეთის ორი კლიენტი რესპუბლიკა კრემლის კოლონიალისტური კონტროლის წინა ხაზზე. ოკუპაცია გრძელდება“ - წერს ბრიტანელი პოლირიკოსი.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 21:04

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სოფლის ფეხზე დასაყენებლად, 2 მილიარდ 500 მილიონ ლარზე მეტი ჩაიდო, წინა ხელისუფლებამ კი, ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მხოლოდ 650 მლნ ლარი გაიმეტა

არ იფიქროთ, რომ თავის მოსაწონებლად და სატრაბახოდ მომყავს ეს რიცხვები. ქართველი კაცი ვაზს უნდა აშენებდეს, აბა რას უნდა აკეთებდეს და ნორმალური ხელისუფლებაც ამაში უნდა ეხმარებოდეს საკუთარ ხალხს, - სტატისტიკა თვალსაჩინოებისთვის მომყავს მხოლოდ, სხვაობა რომ ნათლად დაინახოთ. 2012 წლამდე ყურძნის მოსავალი წლიურად 50-55 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. დღეს კი, ეს მაჩვენებელი ექვსჯერ გაიზარდა და 300 ათას ტონას მიაღწია.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 20:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანია ისეთი რეფორმების განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას

ჩვენი საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში ჩართული იყო პარტიის პოლიტიკური გუნდი, ფართო შემადგენლობით: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარლამენტის მოქმედი და მომავალი წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და კვალიფიცური ექსპერტები, - პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 20:54

COVID19

ირანში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 825 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:52

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინისტრმა „ქათმის გრიპის“ პანდემიის დროს ბედობა დღეს „დაგვამშვიდა“ - მოსახლეობის მესამედი დაიხოცებაო

„ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მთლიანად შეცვალა პოლიტიკური ფილოსოფია, და სახელმწიფოს ღერძად, უმთავრეს პრიორიტეტად, ადამიანი აქცია. სწორედ ამიტომ, ერთი კაცის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე მორგებული, მახინჯი კონსტიტუციის ნაცვლად, ახალი, ჭეშმარიტად ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია მივიღეთ, რადგან ეს არის ევროპული გზა, ნამდვილი ევროპული ღირებულება, - დემოკრატია სხვა ღირებულებას უბრალოდ, არ იცნობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

01 ოქტომბერი 2020, 20:43

რეგიონი

გოჩა კურდღელია: ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და ადამიანზე ზრუნვაა, რაც პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა

ფოთის ცენტრალურ პარკში ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მერმა მოქალაქეებს 2013-2020 წლებში ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:38

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, როცა წინა ხელისუფლების დროს, ამ პარამეტრში ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საქართველო ე.წ. „შავ სიაში“ ჰყავდათ შეყვანილი და მხოლოდ 2013 წლიდან დაიწყო საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიარების პროცესი, სადაც დაცულია ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სადაც პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეები არ იდევნებიან.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ ვიტყუებოდით და მათსავით სამ-სამჯერ არ ვხსნიდით ხიდსა თუ საწარმოს, წითელ ლენტს არ ვჭრიდით თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს

ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:17

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს

მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისათვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:16

მსოფლიო

მედია: კიევის ერთ-ერთ რესტორანში უცნობი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილს ცივი იარაღით დაემუქრა. ვიდეო

უკრაინული გამოცემა „სტრანას“ ინფორმაციით, 30 სექტემბერს კიევში მდებარე რესტორან Fabius-ში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემას პოლიციაში განუცხადეს.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩამდენი პოლიტიკური გუნდი, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება

„გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

01 ოქტომბერი 2020, 20:12

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია მიიღებს. როგორც უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე 25 პარტიას ჰქონდა შეტანილი.

01 ოქტომბერი 2020, 20:11

პოლიტიკა

პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა. მათგან 2 ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:07

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება

დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან უნდა გვეხსნა ხალხი და ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული მოქალაქის ცხოვრება.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 20:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაერთიანდა

დღეს 1 ოქტომბერია. ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში, - „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნიმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:02

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოებები უკეთ განვითარდეს, COVID-19-ს მიერ შექმნილი სირთულეები შესაძლებლობებად უნდა გადავაქციოთ

პრეზიდენტმა სამიტზე საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი თანასწორობის მუხლი ხაზს უსვამს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ძალისხმევას.

01 ოქტომბერი 2020, 20:01

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

01 ოქტომბერი 2020, 19:57

საზოგადოება

ლიბერთისა და UNFPA-ს პარტნიორობის ფარგლებში 60 + კლუბების დაფუძნება დაანონსდა

1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, გაფორმდა მემორანდუმი ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.

01 ოქტომბერი 2020, 19:54

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 2 548 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 548 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 24 ადამიანი გარდაიცვალა.

01 ოქტომბერი 2020, 19:46

საზოგადოება

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ევროპის უნივერსიტეტში საბავშვო სივრცის შექმნას ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს

ევროპის უნივერსიტეტში თანამშრომელების და სტუდენტების მცირეწლოვანი შვილებისთვის საბავშვო სივრცე შეიქმნა. აღნიშნულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ეხმაურება და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

01 ოქტომბერი 2020, 19:18

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. დევნილთა დააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.