imedi /  11 აგვისტო 2020, 21:08 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ გვაქვს უფლება ვთქვათ - ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ილიას ანდერძი ცხოვრებაში გავატაროთ

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენდე კახეთს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანი შენს საარჩევნო მარათონს იწყებ ილია ჭავჭავაძის ფესვებიდან, მისი სახლიდან, მისი სახლ-მუზეუმიდან. ქართველებისთვის ილია ეს არის საკრალური ცნება. მის მიერ დატოვებული სწავლება, დღესაც ყველაზე უფრო აქტუალურია . არ დარჩენილა დამოუკიდებელ საქართველოში თუ მანამდეც ხელისუფალი, ვისაც ილიას სურათი, ილიას სახელი თუ სწავლება არ მოეყვანოს მაგალითად, - ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილმა ყვარელში წარდგენისას განუცხადა.

მისი თქმით, ერთია ეს სახელი ახსენო და მეორეა, რომ მისი ნამოღვაწარი, რომელიც დღესაც და ხვალაც, მისი სწავლება იქნება აქტუალური, შენს ცხოვრებაში რეალურად დანერგო და შენი ცხოვრების ნაწილად აქციო.

„მე ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს გვაქვს იმის უფლება, რომ ვთქვათ - ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისათვის, რომ ილიას სწავლება და ილიას მოძღვრება, მისი ანდერძი ცხოვრებაში გავატარეთ. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც კონსტიტუციურ დონეზე მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მიწების გასხვისება უცხო მოქალაქეებზე აკრძალა იმიტომ, ილიას უმთავრესი მიზანი იყო და მან საადგილმამულო ბანკი იმიტომ შექმნა, რომ ქართული მიწები არ განიავებულიყო და დღეს ჩვენ, სახელმწიფომ ეს მისი ერთ-ერთი პირველი მოძღვრება, რეალობად ვაქციეთ.

ილიას მიზანი იყო, რომ ქართველი კაცი ყოფილიყო ფერმერი, გლეხობიდან გადასულიყო ფერმერობაში, თუმცა გლეხობაც ძალიან საპატიო და დასაფასებელი სიტყვაა. დღეს ყვარელში სოფლის მეურნეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ამ აკვანში ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ვამბობთ, რომ ჩვენ მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები დავნერგეთ იმიტომ, რომ ქართველ კაცს, ქართველ მევენახეს, მშრომელ ადამიანს ქონდეს საშუალება, თავისი მეურნეობა გამართოს. ის თვითკმარი გახდეს, ის გამდიდრდეს იმიტომ, რომ ილია, რომელიც იყო ეროვნული ძალის, ეროვნულ-დემოკრატების იდეოლოგი პირველი დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, რომელსაც ილია ვერ მოესწრო, მაგრამ მისი შთამომავალნი ამბობდნენ, რომ ქართველებო უნდა გავმდიდრდეთ. ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ ილიას ამ მოძღვრების რეალიზაცია და ჩვენ ზუსტად ამ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.

„ვალდებულები ვართ, რომ ყველა ახალი მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეს, საზოგადოებას აქვს, მას უნდა ვუპასუხოთ. კრიტიკაც უნდა მივიღოთ და დავინახოთ ის, რაც გამოსასწორებელია და დასახვეწი გვაქვს, მაგრამ უნდა ვიაროთ წინ. გამარჯვების შემდეგ, პარლამენტში ჩემი მუშაობის მთავარი მიმართულება სწორედ იქნება ის, რომ თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი უფრო ეფექტური გახდეს, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც კონკრეტულად ყვარლის წინაშე დგას, უფრო სწრაფად, ეფექტურად, თითოეული ადამიანის ინტერესზე მორგებულად გადაწყდეს. ის პროგრამები, რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, კიდევ უფრო ფართო, კონკრეტული ადამიანის ინტერესებზე მორგებული გახდეს - ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ,,ქართული ოცნების“ გუნდის პოლიტიკა, რომ განათლება გახდება და არის უკვე პრიორიტეტული მიმართულება , თავის ნაყოფიერ შედეგს მოგვცემს. დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ცოდნის, განათლების, ხელობის, ხელოსნობის, მევენახეობის და ყველა იმ საქმის მცოდნე ადამიანი, რომელიც ასე გვჭირდება ამ პერიოდში და სწორედ ამისთვის გვინდა ჩვენ მშვიდობა, სწორედ ამისთვის გვინდა ჩვენ თავისუფლება, რადგან მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია ისეთი სახელმწიფოს აშენება, როგორიც გვიანდერძა ჩვენ დიდმა ილიამ. სწორედ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომ ის ხიდები აღვადგინოთ, რომელიც ჩატეხილია ამ ომების მიერ ჩვენს მოძმე ოს და აფხაზ ხალხთან და სწორედ ასეთი ერთობით დარწმუნებული ვარ, ილიას სამშობლოდან დაწყებული მშენებლობა მივა ენგურზე, გადავა ფსოუზე, მივა ყველგან, სადაც კი ილიას საქართველოსთვის ლექსი უთქვამს და უგალობებია. ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის გავერთიანდებით და გამარჯვებას მივაღწევთ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველა სიახლე

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

თენგიზ შარმანაშვილი

30 აგვისტო 2026, 14:12

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.

30 აგვისტო 2026, 14:09

რეგიონი

დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.

დავით ჩხეიძე

30 აგვისტო 2026, 14:05

პოლიტიკა

„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა

ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.

30 აგვისტო 2026, 13:55

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

რიკარდ იოზვიაკი

30 აგვისტო 2026, 12:55

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 აგვისტო 2026, 12:34

რეგიონი

ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.

30 აგვისტო 2026, 12:26

სამართალი

შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

30 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 12:15

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.

30 აგვისტო 2026, 12:12

ჯანდაცვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

30 აგვისტო 2026, 11:58

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 აგვისტო 2026, 11:45

სპორტი

ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია

ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.

30 აგვისტო 2026, 11:27

მსოფლიო

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

30 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ვლადიმირ პუტინი

30 აგვისტო 2026, 11:18

მსოფლიო

პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.

30 აგვისტო 2026, 11:12

რეგიონი

ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.

30 აგვისტო 2026, 11:11

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფედოროვის დანიშვნა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის.

30 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს.