imedi /  15 აგვისტო 2020, 12:44 / სანდო წყარო

ფრაქციას „‬დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“ დღეიდან „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატები“‭ ერქმევა

პარლამენტი

საპარლამენტო‭ ‬ფრაქცია‭ „დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების‭“ ‬ოფიციალური‭ ‬სახელწოდება‬ ‭შეიცვალა და ‬საპარლამენტო‭ ‬საქმიანობას‭ ‬ფრაქცია‭ „ჩვენი‭ ‬საქართველო - ‬‭დამოუკიდებელი‭ ‬დეპუტატების“‭ ‬სახელწოდებით‭ ‬განაგრძობს. ‬

„ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა, ფრაქციის სხდომა გუშინ გამართეს და სახელის ცვლილების ინიციატივას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ფრაქციის შემადგენლობაში მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი და ბექა ნაცვლიშვილი შედიან.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:24

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ ვიტყუებოდით და მათსავით სამ-სამჯერ არ ვხსნიდით ხიდსა თუ საწარმოს, წითელ ლენტს არ ვჭრიდით თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს

ხელისუფლების დაკარგვის დღიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ფიქრი რევანშზე, რომლის განხორციელებისთვის, ისევ იმ მრავალნაცად ხერხს მიმართეს, რომელსაც მართლაც სწორუპოვრად ფლობენ და რომლის ხარჯზეც ინარჩუნებდნენ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებას - სიცრუე და ძალადობა, დაუსრულებელი ცილისწამება და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც ფიზიკურს ჩაენაცვლა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:17

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: ერთ დროს წარმატებული და აყვავებული არაერთი ბიზნესი უბრალოდ მოსპეს და გააჩანაგეს

მინდა ჩვენს საამაყო მეწარმეებს, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქმნება საქართველოს ეკონომიკა და დოვლათი, შევახსენო, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი და როგორ ეპყრობოდნენ თითოეულ მათგანს, საგანგებოდ შექმნილი სადამსჯელო სახელმწიფო ინსტიტუტები. ბიზნესისათვის, ის პერიოდი იყო, მართლაც ჯოჯოხეთი დედამიწაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:16

მსოფლიო

მედია: კიევის ერთ-ერთ რესტორანში უცნობი მამაკაცი მიხეილ სააკაშვილს ცივი იარაღით დაემუქრა. ვიდეო

უკრაინული გამოცემა „სტრანას“ ინფორმაციით, 30 სექტემბერს კიევში მდებარე რესტორან Fabius-ში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემას პოლიციაში განუცხადეს.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:14

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩამდენი პოლიტიკური გუნდი, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება

„გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

01 ოქტომბერი 2020, 20:12

პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში 22 პარტია მიიღებს მონაწილეობას

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში პარტიული სიებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს ამოიწურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას 22 პარტია მიიღებს. როგორც უსკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განაცხადი არჩევნებში მონაწილეობაზე 25 პარტიას ჰქონდა შეტანილი.

01 ოქტომბერი 2020, 20:11

პოლიტიკა

პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა

ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინა 52-მა. მათგან 2 ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.

ბიძინა ივანიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:07

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება

დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან უნდა გვეხსნა ხალხი და ქვეყანა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული მოქალაქის ცხოვრება.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 20:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში გაერთიანდა

დღეს 1 ოქტომბერია. ზუსტად 8 წლის წინ ქართული საზოგადოება, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანდა ადამიანის ღირსებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და შეიტანა დემოკრატიული გარდატეხა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ცხოვრებაში, - „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივნიმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

სალომე ზურაბიშვილი

01 ოქტომბერი 2020, 20:02

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოებები უკეთ განვითარდეს, COVID-19-ს მიერ შექმნილი სირთულეები შესაძლებლობებად უნდა გადავაქციოთ

პრეზიდენტმა სამიტზე საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში შეტანილი თანასწორობის მუხლი ხაზს უსვამს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ძალისხმევას.

01 ოქტომბერი 2020, 20:01

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 914 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

01 ოქტომბერი 2020, 19:57

საზოგადოება

ლიბერთისა და UNFPA-ს პარტნიორობის ფარგლებში 60 + კლუბების დაფუძნება დაანონსდა

1-ელ ოქტომბერს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს, გაფორმდა მემორანდუმი ქალაქ რუსთავის მერიას, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებას შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს „60 + კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის” დაფუძნებას და მხარეების თანამშრომლობას ჯანსაღი და აქტიური დაბერების ადვოკატირების მიმართულებით.

01 ოქტომბერი 2020, 19:54

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 2 548 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 548 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 24 ადამიანი გარდაიცვალა.

01 ოქტომბერი 2020, 19:46

საზოგადოება

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ევროპის უნივერსიტეტში საბავშვო სივრცის შექმნას ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს

ევროპის უნივერსიტეტში თანამშრომელების და სტუდენტების მცირეწლოვანი შვილებისთვის საბავშვო სივრცე შეიქმნა. აღნიშნულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ეხმაურება და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

01 ოქტომბერი 2020, 19:18

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 80 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის. დევნილთა დააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

თენგიზ ცერცვაძე

01 ოქტომბერი 2020, 19:03

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომა არ დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობა და აგრძელებს თავის მოვალეობას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგა ბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალექსეი ნავალნი

01 ოქტომბერი 2020, 18:58

მსოფლიო

ალექსეი ნავალნი დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს სასამართლოში უჩივის.

01 ოქტომბერი 2020, 18:57

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.

მაია კობახიძე

01 ოქტომბერი 2020, 18:41

საზოგადოება

მაია კობახიძე: მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება

მასწავლებლების გამოცდებზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 4 700-მდე მასწავლებელი პროფესიული და საგნობრივი გამოცდების თარიღის განსაზღვრას ელოდება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მაია კობახიძის განცხადებაში. განცხადების თანახმად, აღნისნული პედაგოგები ზარალდებიან ფსიქოლოგიურად და მატერიალურად და რაც მთავარია, კარგავენ ნდობას განათლების სამინისტროსა და მთლიანად, რეფორმის მიმართ.

სოზარ სუბარი

01 ოქტომბერი 2020, 18:36

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდი განვითარების შესაძლებლობა, ყოველგვარი ომის გარეშე

„ამ მშვიდობის ფარგლებში ჩვენ ვახერხებთ, რომ საქართელოს ეკონომიკური განვითარება დადგეს მყარ საფუძველზე. სწორედ მშვიდობაა იმის საფუძველი, რომ ხვალ-ზეგ და რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენმა მოძმეებმა, აფხაზებმა და ოსებმა თქვან, რომ მათ უნდათ იცხოვრონ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში“.- განაცხადა სოზარ სუბარმა.

01 ოქტომბერი 2020, 18:33

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 42 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 42 812 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 946 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.