გიორგი გახარია: ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ
გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, საიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფინანსურ და ზოგ შემთხვევაში პოლიტიკურ სარგებელსაც ცდილობენ მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა შეიძლება სამართლებრივი პრობლემაც იყოს ფიზიკური პირების შემთხვევაში და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ვუთხრა ხაზგასმით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ ენის პრობლემა და ბარიერი აქვთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი დაწესებულება ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ მიეხმარება მაქსიმალურად სწრაფად, ეს განაცხადები რომ შეავსონ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი - 366 000 ოჯახი.
„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა ჩვენ გვიწევს ყოველდღიური მუშაობა, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და, დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან.
„ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს მორალურ პრობლემებს, როდესაც ბავშვებისთვის განკუთვნილ სარგებელს ვიღაცები ცდილობენ პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ, ჩვენ აღარ შევხვდებით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
19 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინ რეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ“.
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო.
რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და ელექტრონულ პორტალზე.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 13:46
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას
„მინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. კანონის პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 აპრილი 2026, 13:46
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და UNICEF-ის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026 წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრუ ნარტეამ, 2026-2030 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:46
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელების საშუალებით დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, რეალიზაციაში ხელშეწყობას დაჰპირდა. ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 4,7744 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ათ ცალად დაფასოებული განათავსა. ამასთან, 35 ცალად დაფასოებული 13, 65 გრ. „ალფა-პვპ“ შეინახა თბილისში, სპეციალურ სამალავში.
16 აპრილი 2026, 13:38
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების იდეის წინააღმდეგ გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
16 აპრილი 2026, 13:37
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული სექტორი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. პროგრესი აშკარაა, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ევროპული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ბუნებრივი გაზისა და ნავთობის სექტორზე ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 13:36
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მის ეკონომიკას და ხისტი პოლიტიკური განცხადებები და ტონი მომავალში აუცილებლად შეიცვლება
ეკონომიკური პრაგმატიზმი ძალიან ბევრ ვითარებაში იჩენს თავს და ევროპაც იძულებული იქნება ამ პრაგმატულობას გაუწიოს ანგარიში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ პოზიციების შერბილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის სტატუსის მინიჭების შემდეგ.
16 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მიმართ რაიმე ძალიან რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმის გამო, რომ უნგრეთში ხელისუფლება შეიცვალა
უნგრეთის არჩევნებსა და ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მისი შეფასებით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ცვლილებას.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი მეზურნიშვილი, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე, სიტყვით გამოვიდა.
16 აპრილი 2026, 13:33
პოლიტიკა
მეზურნიშვილი: საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა, ბრიუსელში, ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ელექტროენერგიის წვდომის საკითხებზე საუბრისას.
16 აპრილი 2026, 13:27
სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:25
მსოფლიო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხური საქონლის იმპორტი დაიწყო
აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით სომხეთიდან პროდუქციის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:24
საზოგადოება
ზაჰესში ახალი სკვერი ეწყობა
პროექტის თანახმად, განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
16 აპრილი 2026, 13:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის - ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 13:16
საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და ამ ეტაპისთვის უკვე 13 კომპანია სარგებლობს აღნიშნული სტატუსით. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდამჭერი მექანიზმი საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
16 აპრილი 2026, 13:14
მსოფლიო
BBC: ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ლიბანის პრეზიდენტთან საუბარს გამართავს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს ლიბანის პრეზიდენტთან, ჟოზეფ აუნთან საუბარს გამართავს. ინფორმაციას BBC ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის წევრზე, გილა გამლიელზე დაყრდნობით ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 13:11
საზოგადოება
23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.
16 აპრილი 2026, 13:07
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი იტალიური კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერთ-ერთ უმსხვილეს კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „EUROVO” აღმასრულებელ დირექტორს, სილვია ლიონელოს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ ნიკლას ვაგნერს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ბრის როკფეის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 12:46
პოლიტიკა
ქართველიშვილი: უსამშობლოთა ნაცსექტამ აბასთუმანზე ავიარეისების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის „კერძო ინტერესებს“ დაუკავშირა, თუმცა იგნორირებულია მთავარი - ინიციატორები აბასთუმნის ობსერვატორიის ქართველი მეცნიერები იყვნენ
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართველი მეცნიერების მოთხოვნა, რომ აბასთუმნის ირგვლივ ფრენების მარშრუტი შეიცვალოს, სრულიად ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა. მისი თქმით, თუ ირანის კრიზისის გამო საქართველოს თავზე საჰაერო ნაკადი დღეში რამდენიმე ათას რეისამდე გაიზარდა და ახალი ტრასა მგრძნობიარე ასტრონომიულ ზონას გადაუვლიდა, მეცნიერები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ.


