ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ მტკიცედ მივდივართ დემოკრატიული ღირებულებების გზაზე
ირაკლი ჩიქოვანი
ფოტო: „ქართული ოცნება“
„,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბარი ირაკლი ჩიქოვანმა მილოცვით დაიწყო და იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც დღეს სტუდენტის სტატუსი მიიღეს - ეს დღე მიულოცა.
„პირველ რიგში მინდა თქვენთან ერთად, ყველა ზუგდიდელს და მთლიანად საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს, რომელიც დღეს გახდა სტუდენტი მივულოცო სტუდენტობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და მათ მინდა ვუსურვო წარმატება! რა თქმა უნდა ეს ცხოვრება გამოწვებებით სავსე იქნება მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ გამოწვევებს ისინი დაძლევენ ძალიან ღირსეულად“.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ახალგაზრდების როლზე გაამახვილა ყურადღება: ,,დღეს, 31 აგვისტოა და ჩვენს ქვეყანაში უკვე ოფიციალურად გამოაცხადეს საარჩევნო კამპანია, ხვალიდან უკვე შევდივართ კამპანიურ რეჟიმში და მე პირველი ღია ოფიციალური შეხვედრა მაქვს ახალგაზრდებთან, თქვენთან ზუგდიდელებთან! რატომ მაინც ახალგაზრდები? იმიტომ რომ თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნისთვის პროგრესი, თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენ ხართ თაობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სრულად ევროპული და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი ევროპულ სამყაროში და გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ეს მისია თქვენ გაკისრიათ ჩვენთან ერთად. წარმოუდგენელია ისეთი საზოგადოება, რომელშიც არის დახლეჩილობა, რომელშიც საზოგადოება იყოფა და მითუმეტეს, როდესაც საზოგადოება არის დაყოფილი ახალგაზრდებს შორის. არა! ჩვენ გვჭირდება ჩვენი უფროსი თაობის გამოცდილებაზე დაყრდნობილი ახალი იდეები, რომლის გენერატორებიც თქვენ უნდა იყოთ, რომლის მოწინავეები წინ წამწევები უნდა იყოთ თქვენ, ზუსტად ამიტომ დღეს მე მაქ ახალგაზრდობასთან შეხვედრა, მე მექნება გარკვეული პოლიტიკური გზავნილები რომელთა შესახებ ჩვენ აქ ვისაუბრებთ ამ საღამოს. მინდა ასევე გითხრათ რომ მე არ მექნება საუბარი იმაზე თუ რა არის პოლიტიკაში კარგი, რას ვთავაზობ მე ზუგდიდელებს, ასევე ამავდროულად მე მექნება საუბარი იმის თაობაზე თუ რა არის პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა რომელსაც მე ირაკლი ჩიქოვანი ვიღებ თქვენს წინაშე პოლიტიკურ გუნდთან „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. პასუხისმგებლობა, რომელიც გაკისრიათ თქვენ ახალგაზრდებს, უნდა უზრუნველყოთ და უნდა შექმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც პოლიტიკოსები სრულად იქნებიან ანგარიშვალდებულები თქვენს წინაშე და სადაც პოლიტიკოსებს ნამდვილად ეცოდინებათ, რომ მათ პასუხს მოსთხოვს საკუთარი საზოგადოება. ზუსტად ასეთი საზოგადოების მშენებლობაში ვართ ჩვენ, ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია,მაგრამ ნამდვილად მტკიცედ მივდივართ დემოკრატიული ღირებულებების გზაზე“,-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მან ახალგაზრდებს მოუწოდა აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ თავიანთ რჩეულ კანდიდატს: ,,ვისაც არ უნდა უჭერდეთ მხარს აუცილებლად მიდით არჩევნებზე იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდობა ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული პოლიტიკით, ეს ასე არ შეიძლება ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ რომლის ისტორიაში ახალგაზრდებს ყოველთვის გადამწყვეტი როლი უთამაშიათ. ჩემი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა იმ დანაპირებთან ერთად რომელსაც პოლიტიკური გუნდი ,,ქართული ოცნება“ განახორციელებს იქნება ის, რომ ჩვენი ქალაქი გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი , თითოეულ ჩვენგანს შეეძლოს საკუთარი თავის რეალიზება ჩვენს ქალაქში და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ ბოლო წლებში არსებული დინამიკა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთ ერთი თითით საჩვენებელი მოწესრიგებული მუნიციპალიტეტი“,- განაცხადა მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.
13 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:48
ეკონომიკა
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
13 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
13 აპრილი 2026, 14:07
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს
კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
13 აპრილი 2026, 14:02
მსოფლიო
ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.
13 აპრილი 2026, 13:41
მსოფლიო
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.
13 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
13 აპრილი 2026, 12:54
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია
„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
13 აპრილი 2026, 12:21
მსოფლიო
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 12:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: „ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“.


