02 სექტემბერი 2020, 11:08 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: იქნება უხეში პროვოკაციები, ძალადობის ინსპირირება, სამხარეო ადმინისტრაციებთან და „ოცნების“ საარჩევნო შტაბებთან მივარდნები

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩვენების გაყალბების, წინასარევოლუციო ისტერიის და ხელისუფლების იოლად ჩამოშლის ილუზიის შექმნას შეეცდება, - აცხადებს „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, განსაკუთრებით, რეგიონებში - იქნება უხეში პროვოკაციები, ძალადობის ინსპირირება, სამხარეო თუ ადგილობრივ ადმინისტრაციებთან და „ოცნების“ საარჩევნო შტაბებთან მივარდნები. თუ გაუმართლა - შევარდნებიც.

„ეს ხომ სიგიჟეა, იტყვით თქვენ და რაციონალური ლოგიკიდან გამომდინარე, მართალიც იქნებით! მაგრამ მიშას მიაჩნია, რომ სწორედ თქვენ ხართ გიჟები, ვინც ასე არ ფიქრობთ! მისი აზროვნების და, რაც მთავარია, მოქმედების ტიპი, პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი ფორმულა - გეომეტრიული პროგრესიით აღმავალი ესკალაციაა. ის ყველა შემთხვევაში წავა გამწვავებაზე. სხვა მეთოდს ის, უბრალოდ, არც ცნობს და არც იცნობს.

ისტერიული ესკალაციაა მისი ე.წ. „მოდუს ოპერანტი“ და ამ მეთოდს არც 2020-ის შემოდგომაზე უღალატებს - არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე, მიშა იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და მოუწოდებს თავის მომხრეებს რევოლუციისკენ. არც ეგზიტპოლი შეაკავებს, არც ცესკო და არც ეუთო და ოდირი. მას საკუთარი სცენარი აქვს და არავის დაგიდევთ. აბა, გაბედოს ვინმემ ოპოზიციაში და არ დაემორჩილოს მის ბრძანებას. იგი ყველას ყველაფერს გაუხსენებს:
ბოკერიას გაუხსენებს, რომ ივანიშვილის სცენარით დაუშალა პარტია; ხაზარაძეს შეახსენებს, რომ მევახშეა; გირჩს და ვაშაძეს წამოაძახებს, რომ ბურჭულაძის პოლიტიკურად განადგურების სპეცოპერაციაში მონაწილეობა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღეს; მაჭუტაძეს შეახსენებს, რომ... მაჭუტაძეა; ზოგს წამოაძახებს, რომ შევარდნაძის დროინდელია, ზოგს ზვიადისტს დაუძახებს, ზოგს კი - პუტჩისტს. ხო, მართლა, უგულავას შეახსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ მას „დედა აგინა“.

თუმცა, არა! უგულავას არაფრის შეხსენება არ დასჭირდება. უგულავა ისედაც მასთან იქნება, ისევე როგორც გულისამრევი ოქრუაშვილი, ჭკნობამორეული მეძავი ლეიბორისტი და მიტოვებული ქალებისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული უმრწმესი ბერძენიშვილი და უქარქაშო გუბოზ სანიკიძე.

ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არ იქნება მთავარი, არ იქნება რევოლუცია. იმისდა მიუხედავად, დაემორჩილება თუ არა მიშას დანარჩენი ოპოზიცია. მრავალი მიზეზის გამო არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის დაცული ყველა დროის ყველაზე წარმატებული რევოლუციონერის მიერ ჩამოყალიბებული ქრესტომათიული წინაპირობა იმის თაობაზე, რომ რევოლუციური სიტუაციისთვის აუცილებელია, ხალხს აღარ სურდეს ძველებურად ცხოვრება, ხოლო ხელისუფლებას აღარ შეეძლოს ძველებურად მართვა. ჩვენთან ყველაფერი პირიქით არის - ხალხის უმრავლესობა ხელისუებათან დგას და ხელისუფლებაც მყარია“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 22:40

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციური ერთობა ჩავარდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსალოდნელი იყო, რომ „ოპოზიციური ერთობა ჩავარდებოდა და ნათელაშვილის ეზო-კარის საძმოც დაიშალებოდა. მისი თქმით, „11%-იანი რეიტინგის მქონე ნახევრად პოლიტიკურ-კრიმინალური ძალა ერთპარტიულად ვერ დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს პოლიტიკით დაინტერესებულმა მოზარდმაც ძალიან კარგად იცის“.

21 სექტემბერი 2020, 22:33

ეკონომიკა

ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2020, 22:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე, მიდის საბოლოო პოლიტიკურ შეტევაზე და გარშემო მას მოკავშირეები არ სჭირდება

„მიხეილ სააკაშვილი დიდ შეცდომას უშვებს, როცა ჰგონია, რომ მისი ავტორიტეტი კვლავ ვიღავისთვის რაღაცას წარმოადგენს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთლიანად გამოიყენეს მთელი კოალიციური სპექტრი და ახლა სააკაშვილის აღარ აწყობს თავისი ამბიციებიდან გამომდინარე.

21 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 1 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსს 68 ადამიანი ემსხვერპლა.

დავით გუმბერიძე

21 სექტემბერი 2020, 22:10

სამართალი

პროკურორი: მიხეილ რამიშვილის ტელეფონი მისი თანხმობით დაილუქა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ადვოკატის მიხეილ რამიშვილისთვის ტელეფონის ჩამორთმევის შესახებ, პროკურორმა დავით გუმბერიძემ განმარტება გააკეთა. „საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. რაც დაკავშირებული იყო დავით ფურცხვანიძესთან, მასთან კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განუცხადა.

ალექსანდრე გოგინავა

21 სექტემბერი 2020, 22:01

COVID19

ინფექციონისტი: მდგომარეობა საყურადღებოა

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებას კიდევ ერთხელ სთხოვს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა გაეროს მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაეროს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა გლობალური ცვლილებების ფონზე კონფლიქტების მოგვარების ახალი ფორმების მოძებნის საჭიროებაზე, ჯანდაცვის, კლიმატისა და ინკლუზიური თანაცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე და ასევე, კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში განათლებული მოქალაქეების როლზე.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა

„საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია“, - ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

21 სექტემბერი 2020, 21:40

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 53 ადამიანი გარდაიცვალა.

ბიძინა კულუმბეგოვი

21 სექტემბერი 2020, 21:39

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ახლა გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვისთვის პრობლემა არ არის

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ისეთი მასშტაბით ვითარდება, არ მგონი რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდეს. ალბათ რამდენიმე კვირაში გამოიკვეთება, ჩვენ რა მასშტაბებს ვაღწევთ ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:31

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყოველდღიურად ხედავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იზოლაციის შედეგებს, ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, შეეგუოს იმ ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა ადამიანის სიცოცხლესა და უფლებებს. ამის შესახებ გაეროს 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი რანგის შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია ნათქვამი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

21 სექტემბერი 2020, 21:31

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო რეფორმირებას საჭიროებს.

მიხეილ რამიშვილი

21 სექტემბერი 2020, 21:12

სამართალი

მიხეილ რამიშვილი: დღეს ტელეფონი ჩამომართვეს და ხვალ შესაძლოა დამაკავონ

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლისას განუცხადა. „ჩემი მობილური ტელეფონი დალუქეს. დღეს ტელეფონს ჩამომართმევენ და ხვალ ალბათ თავისუფლებასაც მიაყოლებენ“, - განაცხადა რამიშვილმა.

21 სექტემბერი 2020, 21:10

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძე: ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ მათთან ერთად ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს

დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

მაიკ პომპეო

21 სექტემბერი 2020, 20:49

მსოფლიო

აშშ-მა ნიკოლას მადუროსა და ირანის თავდაცვის სამინისტროს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ირანისთვის დაწესებული შეიარაღების ემბარგოს დარღვევისთვის სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 20:26

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 2 957 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 957 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსს 432 ადამიანი ემსხვერპლა.

21 სექტემბერი 2020, 20:17

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

21 სექტემბერი 2020, 20:10

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 350 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2020, 20:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გაბრაზებული ვარ სი ძინპინზე, რადგან ჩინეთს პანდემიის შეჩერება შეეძლო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებაზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ კორონავირუსის პანდემია არ შეაჩერეს.

გია ცაგარეიშვილი

21 სექტემბერი 2020, 19:57

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას წარსულის ლანდებს შეიწოვს

„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლებას ვერ შეცვლის“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გაიმყაროს მეორე ადგილი; შეიწოვს წარსულის ლანდებს და პოლიტიკურ გვამებს, რომელსაც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას აკრეფს.