02 სექტემბერი 2020, 11:05 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: მიშას გიჟივით უნდა ძალაუფლება, მაგრამ ივანიშვილს ვერ ამარცხებს და რჩება ერთადერთი გზა - რევოლუცია

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

მიშას გიჟივით უნდა ძალაუფლება და თან ზუსტად იცის, რომ არჩევნების გზით, ვერც მარტო და ვერც დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად, ივანიშვილს ვერ ამარცხებს. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა - რევოლუცია, - აცხადებს „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი.

შესაბამისად, მისი თქმით, სააკაშვილი გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება რევოლუციას და „აინუნში არ ჩააგდებს „უსაფრთხო პროტესტის“ იდეოლოგებისა და აპოლოგეტების კრუსუნს“.
„პირველი წინაპირობა, რაც მიშას რევოლუციისთვის სჭირდება, არის უპირობო დომინაცია ოპოზიციურ ფლანგზე. არა უბრალოდ მყარი მეორე ადგილი - ეს მისთვის საკმარისი არ არის - მიშას პროგრამა-მინიმუმია, აიღოს იმაზე მეტი ხმა, ვიდრე ჯამურად აიღებს დანარჩენი ოპოზიცია, რასაც მათი სამომავლო, უსიტყვო მორჩილების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევს“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი აზრით, ამ მიზნის მისაღწევად, სააკაშვილი, არათუ საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას დაარღევს და მორიგ დეკანოიძეს დააყენებს სადმე, არამედ დეკანოიძესაც კი დაუყენებს რომელიმე სალომე სამადაშვილს, რამდენიმე ხმით მეტის აღების შანსს თუ დაინახავს.

ყველა სიახლე

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 სექტემბერი 2020, 23:06

COVID19

ჯანმოს დირექტორი: საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რათა მომავალში მასშტაბური პანდემია არ განმეორდეს.

ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2020, 23:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების კანონპროექტით მოსამართლების შერჩევის სტრუქტურა არსებითად იცვლება

სამი ძირითადი რეკომენდაცია იყო, რომელიც სათანადოდ ასახულია საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ. მესამე მოსმენა ორი კვირის შემდეგ შედგება. ამის შემდეგ, საბოლოოდ იქნება დახვეწილი პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 22:54

რეგიონი

ყვარლის ცენტრალურ ქუჩების სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ყვარლის ცენტრალურ ქუჩების სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებენ. პროსცესში მონაწილეობენ საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის რეგიონული სამმართველოს მეხანძრე - მაშველები და სახანძრო - სამაშველო ტექნიკა. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შიოშვილი და ყვარლის მერი, როსტომ სესიაშვილი.

ანრი ოხანაშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:47

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საერთო სასამართლოების კანონპროექტზე: ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს

ეს პროექტი ყველანაირ ტესტს ჩააბარებს, იქნება ეს კონსტიტუციურობისა თუ ვენეციის კომისიის საკითხი. ეს პროექტი სრულად პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტს და ტესტს, რომელიც არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:44

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციის ზრდის მთლიანად შეჩერება შეუძლებელია

„ჩვენ მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ მისი მთლიანად შეჩერება შეუძლებელია და ეს დასტურდება, მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბატონ გიორგის და ბატონ კალოიანის იგივე მოსაზრება, მე მართალი რომ გითხრათ, არ მქონდა წაკითხული, მაგრამ თუ ის ასე ამბობს - ასეა“.

თენგიზ ცერცვაძე

18 სექტემბერი 2020, 22:37

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის ოთხნიშნა რიცხვამდე მატების რეალური საფრთხე არ არის

„მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და მიმაჩნია, რომ ოთხნიშნა რიცხვის მატების რეალური საფრთხე საქართველოში არ არის. გაცილებით მეტია ალბათობა სამნიშნა მატებები იყოს და მერე დაიწყოს კლება“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 22:22

სამართალი

ქუთაისში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი იყო ქუთაისში, რესტორან „ტაიკო“-ში. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში, გაზქურას გაუჩნდა. რესტორანში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძროს ორი ეკიპაჟი ცდილობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

იოსებ ხახალეიშვილი

18 სექტემბერი 2020, 22:14

პოლიტიკა

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ტრადიციებით, კულტურით და ცნობილი, ისტორიული ტოლერანტობით ევროპაში ახალი გზა უნდა გავჭრათ

ჩემთვის, ადამიანისთვის, ვისი ცხოვრება ამ განსაკუთრებულ ქალაქთან არის გადაჯაჭვული, დიდი პატივია, ვიყო „ქართული ოცნების“ გუნდის ნდობით აღჭურვილი მერობის კანდიდატი, - ასე მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში მაჟორიტარი კანდიდატისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილებს. ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტზე ისაუბრა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ბორის ჯონსონი

18 სექტემბერი 2020, 22:10

COVID19

ბორის ჯონსონი: ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებს ვხედავთ - ეს გარდაუვალი იყო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნებია.

18 სექტემბერი 2020, 22:01

სამართალი

პროკურატურამ მერაბ ბესელიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სარაგბო კლუბ „იუნკერების“ მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ეროვნული შვიდკაცა ნაკრების კაპიტნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარების ფაქტზე მერაბ ბესელიას ბრალდება წარუდგინა.

18 სექტემბერი 2020, 22:00

სამართალი

ხაშურის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცი შენობაში შეიარაღებული შევიდა, რასაც მენეჯერის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. უცნობია, რამდენჯერ მოხდა გასროლა. შემთხვევისას კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დაიჭრა და, არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2020, 21:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: ქუთაისი ყოველთვის იყო და იქნება ქართული სულის და კულტურის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ჩვენს ქვეყანაში

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო იმერლებო, ჩემო ქუთათურებო! ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ ქალაქში, საკუთარ ქალაქზე, კუთხესა და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ხალხის წინაშე წარდგომა, - ასე მიმართა კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძისა და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენაზე შეკრებილებს.

ზაზა ლომინაძე

18 სექტემბერი 2020, 21:44

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობას ღირსეულად გააგრძელებს

„ჩვენმა ხელისუფლებამ ქუთაისში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სოციალურ- საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა და მკაფიოდ გამოიხატა ჩვენი ქალაქის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობა. ამის მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც პირველი სტუდენტები უკვე მიიღო. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ეს არის მაჩვენებელი, საწინდარი და გარანტი იმისა, რომ ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობის ღირსეულად გააგრძელებს“

18 სექტემბერი 2020, 21:43

პოლიტიკა

დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმად, პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციისას, პირი ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა.

18 სექტემბერი 2020, 21:38

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 123 ადამიანი გარდაიცვალა.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:36

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი

„ჩვენი ძირითადი მიზანი ყოველთვის იქნება ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე ვგულისხმობთ იმას, რომ სახელმწიფოს პირველადი მოვალეობა, აუცილებლობა, პირველადი ფუნქციები არის ბავშვი, ჩვენი ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები“.

გიორგი გახარია

18 სექტემბერი 2020, 21:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ დღეს ვიბრძვით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ

ჩვენ დღეს ვიბრძვით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ.

18 სექტემბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა

გაეროს მდგრადი თანამშრომლობის​ ჩარჩო-დოკუმენტი დამტკიცდა. გაეროს მდგრადი თანამშრომლობის ახალი ჩარჩო-დოკუმენტი ​ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ სფეროებს განსაზღვრავს. 2020 წლის 18 სექტემბერის შეხვედრაზე ერთხმად იქნა მიღებული 2021-2025 წწ. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტი (UNSDCF) და მისი შესაბამისობა მთავრობის პრიორიტეტებთან და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგთან. ონლაინ განხილვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით შედგა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

18 სექტემბერი 2020, 21:19

პოლიტიკა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

18 სექტემბერი 2020, 21:08

COVID19

ბათუმში შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ინფორმაციას ძალოვანი უწყება თავად ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.