imedi /  03 სექტემბერი 2020, 10:56 / სანდო წყარო

რომან გოცირიძე: იქნება თუ არა სააკაშვილი ჩვენი პრემიერობის კანდიდატი? რატომაც არა

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ჩვენი პრემიერობის კანდიდატი გვეყოლება, მის ვინაობას ძალიან მალე გაიგებთ, სულ რამდენიმე დღეში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილი, გოცირიძემ განაცხადა, - „რატომაც არა“.

ნაციონალურ მოძრაობას“ პრემიერ-მინისტრობის თავისი კანდიდატი ეყოლება და საზოგადოება მის ვინაობას რამდენიმე დღეში გაიგებს. კოალიცია არის კომპრომისების ხელოვნება. ბევრი რამ ვისწავლეთ. საუბარი იმაზე, რომ თანამდებობებს ვერ ინაწილებენ და ა.შ. - ხელისუფლება მთავრობის სახით ყალიბდება. მინისტრი არის თანამდებობა. გინდა თუ არა, საბოლოო ჯამში, კოალიცია დადის მთავრობის შემადგენლობამდე და ეს არის ნორმალური. საუბარი არ არის ენის მოჩლექვით. ხელისუფლებას ვქმნით, რომელმაც ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს. ასეა კონსტიტუციით. კონსტიტუციით არის მინისტრთა კაბინეტი და კონსტიტიციურ პროცესში ვმონაწილეობთ, დანარჩენი დემაგოგიაა. იქნება კოალიციური ხელისუფლება და ყველაფერი კარგად იქნება განაწილებული. მთავრობას ეყოლება პრემიერი და მინისტრები. ყველა პარტია თავისი ჩრდილოვანი კაბინეტით უნდა გამოდიდოდეს, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნებისას, რადგან დათვალიერებაა სახეებისა და იდეების. ჩვენი პრემიერობის კანდიდატი გვეყოლება, მის ვინაობას ძალიან მალე გაიგებთ, სულ რამდენიმე დღეში. დღეს 3 სექტმებერია, სამს დაუმატეთ სამი, ოთხი და ამ ვადებში გაიგებთ“, - განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

ყველა სიახლე

კახეთი

18 სექტემბერი 2020, 10:56

სამართალი

პოლიციამ კახეთში დაჭრის საქმეზე შუახნის კაცი, გარყვნილი ქმედების ბრალდებით კი, ერთი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა

imedinews - ის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 წლამდე არასრულწლოვანმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი შურისძიების მიზნით მას ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

18 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

იმერეთში COVID -19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულიც, რომელიც ჭიათურის მცხოვრებია.

18 სექტემბერი 2020, 10:47

მსოფლიო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლებას, რომლის სახელწოდებაა Rapid Trident-2020, ლვოვის ოლქი მასპინძლობს და მასში 4000-მდე სამხედრო, ასევე მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს. წვრთნები 25 სექტემბერს დასრულდება.

18 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,214,678-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 84,372-ს აღწევს. ჯამში 4,112,552 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 130 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 10:31

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზარზე კონკურენციის გაზრდის ხელშეშლას ემსახურება

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომისიის ინფორმაციით,, „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 10:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ყველა მეგობარი დავკარგე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ თავისი მეგობრები დაკარგა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში, არმომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 10:22

COVID19

European Best Destinations: საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები

პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

შსს

18 სექტემბერი 2020, 09:49

სამართალი

თბილისსა და მარნეულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

18 სექტემბერი 2020, 09:41

რეგიონი

იმერეთში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიური შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.

სოზარ სუბარი

18 სექტემბერი 2020, 09:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

აფრიკის დასახელებაში წლების განმავლობაში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, არ იყო გზები, წყლისა და საკანლიზაციო სისტემა. კანდიდატის განცხადებით ათეული წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემა.

18 სექტემბერი 2020, 09:13

პოლიტიკა

აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით, საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

შეერთებული შტატები საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

ქუთაისი

18 სექტემბერი 2020, 08:52

რეგიონი

ქუთაისში, რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს რკიმიგზის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზეა. თაბუკაშვილის ქუჩის მეცხრე ჩიხში უბედური შემთხვევა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას მოხდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო დამწვრობა მიიღო ერთმა თანამშრომელმა.

პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ

დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 08:30

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, ისინი დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. როგორც პარტიაში აცხადებენ, მინისტრთან კითხვები ძირითადად, ფრენებთან, კარანტინთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექნებათ.

საქართველოს პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება არჩევნებზე პარლამენტის წევრად არჩეულ პირს ეკისრება.

აჭარა

18 სექტემბერი 2020, 08:16

რეგიონი

ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კორონავირუსი გუშინ დაუდგინდათ. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექიმის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკავშირდება, მეეზოვის კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს.

ნინო ნიჟარაძე

18 სექტემბერი 2020, 08:09

რეგიონი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში გატარებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ შემზღუდავი რეგულაციები საჭირო არ გახდეს. მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ის მარტივი რეკომენდაციები, როგორიცაა ნიღბის ტარება და დისტანცია.

ჭიათურა

18 სექტემბერი 2020, 07:59

COVID19

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.