მიხეილ სააკაშვილი: თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ
მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: არქივი
თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ ლაივში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არ უნდა, რომ დაბრუნებით ოპოზიციის ერთიანობა დაარღვიოს და ვინმემ ჩათვალოს, რომ მის გამო რამე ჩაიშალა.
„მეგობრებო, ჩემი სიცოცხლე ჩემს ქვეყანას ეკუთვნის, თუ ყველა ერთად გადაწყვეტთ, თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, რეისები არის, ლეგალური უფლება მაქვს დაბრუნების, ბილეთს ავიღებ, მოვიწვევ, ვისაც ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა, მაგრამ მე თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა, დავარღვიო ოპოზიციის ერთიანობა, ამავე დროს ყველა ჩემი ინსტინქტი და გული მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო. იმედია, იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ. ახლა უკვე წყალი აქვთ შეყენებული. სპეცრაზმი უკეთესი ჰყავთ, ვიდრე შევარდნაძეს იმიტომ, რომ ჩემი შექმნილია. მე როდესაც 2007 წელს ეს სპეცრაზმი გამოვიყენე, იმის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტობიდან, ვადა წელიწად-ნახევრით შევიმცირე. 2008 წელს ძლივს მოვიგე, 2%-ით გავძვერი პირველ ტურში და 2012 წელს ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ არ გვინდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს დამონების პროექტი საბოლოოდ განხორციელდეს, ქართველი ხალხი ერთიანი და მომთმენი უნდა იყოს, რადგან მომდევნო რამდენიმე კვირა რთული იქნება.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავს გამარჯვებული პარტიის ლიდერი უწოდა.
„ვინაა ივანიშვილი? ერთი ქონდრის კაცია. თქვენ ხართ ხალხი, ირწმუნეთ საკუთარი ძალის. ქონდრის კაცს უბრალოდ გვერდზე გაწევა უნდა. ახლაა ეს ხაზი, რომლის უკან დასახევი არ გვაქვს. ან გამარჯვება, ან ჩვენი მომავლის განადგურება. თქვენ საარჩევნო უბნებზე მიხვედით და არჩევნები მოიგეთ, მე ამას, როგორც გამარჯვებული პარტიის ლიდერი, ისე ვამბობ, მაგრამ მერე მაგან დაწერა და ეს დაწერილი უნდა წამოვიღოთ და თავზე გადავახიოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 18:39
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვქონდა საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია პრაქტიკულ ნაბიჯებზე, იყო კონკრეტული ნაბიჯები, რამაც გააუარესა ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის
ჩვენ გვქონდა ერთი საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, მათ შორის, საუბარი იყო ზოგადად ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე, დანარჩენი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ნაბიჯებზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 მაისი 2026, 18:36
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი ოპოზიციური ალიანსის ტაქტიკაზე: ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება, უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება
ჩემი აზრით, ეს სტრატეგია არის არსებითად მცდარი, 2003 წლის ვარდების რევოლუციის სტერეოტიპიდან ვერ ამოდის ეს ხალხი, რომ საკმარისია ხალხმა იხუვლოს და წალეკოს ხელისუფლება. უპრიმიტიულეს დონეზეა გაგება, ეს არ მოხდება, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ზურაბიშვილმა, „დღის ამბებში“ ოპოზიციური ალიანსის სტრატეგიასთან დაკავშირებით საუბრისას.
27 მაისი 2026, 18:33
პოლიტიკა
პრემიერი: 26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, ყველას ახსოვს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს, სისხლით იყო მორწყული რუსთაველის გამზირი და ცხედრები შემდეგ განათავსეს ჯიხურებზე, იმისათვის, რომ დენით ადამიანების დაღუპვის იმიტაცია მოეწყოთ, ეს არის მათი სახე
26 მაისს „ნაციონალებმა“ რომ გადაწყვიტეს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მოწყობა, ეს მათ თავხედობაზე მეტყველებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 მაისი 2026, 18:31
პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
27 მაისი 2026, 18:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე: ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება
მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
27 მაისი 2026, 18:29
პოლიტიკა
პრემიერი: არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, მით უმეტეს, რომ ჯინ შაჰინი პირდაპირ წარმოადგენს „დიფ სთეითს“, სწორედ, ამის გამო ემტერებოდა ის ჩვენს ქვეყანას
არავის აინტერესებს ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, უკრაინელი ხალხის ინტერესები, ჯინ შაჰინის ეს აბსოლუტურად მიუღებელი განცხადებაც არის ამის კიდევ ერთი დასტური, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 მაისი 2026, 18:28
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაზე: აქცენტები და მილოცვები ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთგვარი დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი. მთავარია, რომ ეს სულისკვეთება, რომელიც მილოცვებშია გამოხატული, რამდენად გადაიზრდება საქმეში
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „დღის ქრონიკაში" გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვას, სადაც საუბარია მომავალსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.
27 მაისი 2026, 18:26
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: იმედი მაქვს, ჩინეთის ლიდერს ისეთი გავლენა აქვს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებზე, რომ მათ მოუწევთ საბოლოოდ საქმე მიიყვანონ გარკვეულ ზავამდე, სამშვიდობო შეთანხმებამდე, ან თუნდაც დროებით ცეცხლის შეწყვეტამდე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე განსაკუთრებულ იმედს ჩინეთის ლიდერზე ამყარებს, რომელსაც, მისი შეფასებით, შეუძლია გავლენა მოახდინოს როგორც ამერიკის, ისე რუსეთის ლიდერებზე.
27 მაისი 2026, 18:24
პოლიტიკა
პრემიერი: ახალი პატარა ტალღაა წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, ამაში პირდაპირ ჰყავთ ჩართული აგენტურა, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც არის ღალატის ფორმულა
ახალი პატარა ტალღა არის წამოსული ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხელისუფლებაზე თავდასხმის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 მაისი 2026, 18:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა - ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი
ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა - ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 მაისი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას
ოპოზიცია მოქმედებს არა საკუთარი შეხედულებების, არამედ გარე დაკვეთების მიხედვით და ეს გარე დაკვეთებიც განისაზღვრება არასწორად, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონები, დამკვეთები ვერ გრძნობენ ქართული საზოგადოების მაჯისცემას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 მაისი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი: ვიცით, რომ დასავლეთს ვჭირდებით, მაგრამ ეს საჭიროებები ქმედებებში უნდა გადაიზარდოს
თუ საქართველო მიაჩნიათ სტრატეგიულ პარტნიორად, მათ უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების ურთიერთობის გაძლიერებას, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე საუბრისას.
27 მაისი 2026, 18:17
პოლიტიკა
პრემიერი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ 3 კომპანიაზე: მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, ეროვნულ ბანკსაც ჰქონდა კონკრეტული რეაგირება, დანარჩენი ჩვენთვის არ არის საინტერესო, ეს ბრიტანული ხელისუფლების საქმეა
მათი სამოქმედო არეალი არ არის საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბრიტანეთის მიერ 3 კომპანიის დასანქცირების საკითხს ეხებოდა.
27 მაისი 2026, 18:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან
როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 მაისი 2026, 18:15
მსოფლიო
The Guardian: ევროკავშირმა შესაძლოა მომავალ წევრ სახელმწიფოებს რამდენიმე წლით შეუჩეროს ვეტოს უფლება
ევროკავშირმა შესაძლოა მომავალ წევრ სახელმწიფოებს რამდენიმე წლით შეუჩეროს ვეტოს უფლება - ამ ნაბიჯის მიზანია გაფართოების პროცესი პოლიტიკურად უფრო მისაღები გახადოს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
27 მაისი 2026, 18:14
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი 26 მაისის აქციაზე: ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, უბრალოდ შეიძლება, თუნდაც იმ გარე პატრონებთან მომავალი ურთიერთობისთვის, მათ ახლა სჭირდებათ, რომ როგორმე გუშინდელი კრახი შენიღბონ და მონათლონ იმგვარად, თითქოს ყველაფერი კარგადაა
ოპოზიციას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ უბრალოდ შეიძლება ახლა თუნდაც იმ გარე პატრონებთან მომავალი ურთიერთობისთვის მათ ახლა სჭირდებათ, რომ როგორმე გუშინდელი კრახი შენიღბონ და მონათლონ იმგვარად, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში" 26 მაისის აქციაზე საუბრისას.
27 მაისი 2026, 18:13
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ეს კიდევ ერთი კომიკური ეპიზოდი იყო ამ რადიკალების შეკრებისა, როცა ისინი ცდილობდნენ, რომ დასდევნებოდნენ მარკო რუბიოს თვითმფრინავს და სადღაც ზეცაში ეძებდნენ მას, როდესაც უკვე რამდენიმე საათის დატოვებული ჰქონდა ჩვენი რეგიონი
ეს კიდევ ერთი კომიკური ეპიზოდი იყო ამ რადიკალების შეკრებისა, როცა ისინი ცდილობდნენ, რომ დასდევნებოდნენ მარკო რუბიოს თვითმფრინავს და სადღაც ზეცაში ეძებდნენ მას, როდესაც უკვე რამდენიმე საათის დატოვებული ჰქონდა ჩვენი რეგიონი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა მარკო რუბიოს ერევანში ვიზიტზე და ოპოზიციის რეაქციაზე საუბრისას.
27 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი უკრაინასთან ურთიერთობაზე: ვხედავთ, რომ გარკვეული სურვილი ჩანს პოლიტიკის გადახედვისა, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ვიმყოფებით რა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
ვხედავთ, რომ გარკვეული სურვილი ჩანს პოლიტიკის გადახედვისა, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, ვიმყოფებით რა ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.
27 მაისი 2026, 18:08
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ის კურსი, რომელიც ამ უსამშობლოთა დაჯგუფებებს ამოძრავებთ, რომ თანამშრომლობა ნებისმიერ სახელმწიფოსთან თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვასალურ დამოკიდებულებას უნდა ნიშნავდეს, ერთმნიშვნელოვნად არასწორი და მიუღებელია პირველ რიგში ჩვენი საზოგადოებისთვის
იზოლაციაში, კრიზისში და ასეთი ტიპის დაბრკოლებების წინაშე ვინც იმყოფება, რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
27 მაისი 2026, 18:04
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ შეიძლება იყოს რომელიმე და მით უმეტეს რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ახირების გამოძახილი
რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციის მხრიდან ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას - ამ საკითხზე ისაუბრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, რაც ოპოზიციისთვის არის სასურველი და რაზეც თავიანთ „დამკვეთებს“ ესაუბრებიან, ის უნდათ შერაცხონ როგორც რეალობა, მაგრამ ამით შეცდომაში ვერავის შეიყვანენ.


