05 სექტემბერი 2020, 14:44 / სანდო წყარო

სოფიო ქაცარავა: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბრიტანეთსა და საქართველოს შორის შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით გაღრმავდა

სოფიო ქაცარავა

სოფიო ქაცარავა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბრიტანეთსა და საქართველოს შორის შორის ურთიერთობა ყველა მიმართულებით გაღრმავდა, გაიზარდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის ავღანეთში ნატოს მთავარ მისიებში საქართველოს მონაწილეობა, - წერს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა London Business Matters-ში გამოქვეყნებულ წერილში.

ელჩი ხაზს უსვამს ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

„დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს გულუხვ დახმარებას სიღარიბის შემცირებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოების მიზნით, ამასთან, ისაა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი, რუსული აგრესიისა და დეზინფორმაციის ფონზე“ - წერს დიპლომატი.

სოფიო ქაცარავა ასევე აღნიშნავს, რომ მომდევნო წლებში, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება ორი მიზეზის გამო.

„პირველი მიზეზი ისაა, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს აღებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას მთელს მსოფლიოში, Brexit-ის შემდეგ. მეორე მიზეზია საქართველოს მთავრობის განგრძობადი პროგრამა რეფორმების მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს კეთილდღეობას, ეკონომიკური განვითარებასა და ნოვატორობას, რომლის გამოცდილებაც, ბოლო დროს, ქვეყანას უკვე აქვს“ - წერს სოფო ქაცარავა.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2020, 11:07

COVID19

მე-20 გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი

მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

21 სექტემბერი 2020, 11:06

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია

„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

21 სექტემბერი 2020, 11:00

COVID19

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსით 53 ადამიანი დაინფიცირდა

იმერეთში კოვიდინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, უმეტესი მათგანი კვლავ ოქროს სავაჭრო ცენტრის კლასტერს უკავშირდება. გუშინ კონტაქტების მოძიება დასრულდა და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. რამდენიმე შემთვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა გუბერნატორი ამბობს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

21 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დარეჯან ზარანდიას ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამავე სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდათ.

21 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

21 სექტემბერი 2020, 10:49

მსოფლიო

ინდოეთში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, მუმბაისთან ახლოს, ქალაქ ბჰივანდიში სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „შენობის ნახევარი ჩამოინგრა და 25-26 ოჯახი ჩარჩენილია შენობაში“ - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ქალაქის რწმუნებული პანკაჯ აშია.

21 სექტემბერი 2020, 10:46

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 193 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

21 სექტემბერი 2020, 10:25

მსოფლიო

ნახევარი წლის შემდეგ, ინდოეთში ტაჯ მაჰალი გაიხსნა

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მარტში დახურული ტაჯ მაჰალის ტაძარი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დღის განმავლობაში მხოლოდ 5 000 ვიზიტორს მიიღებს და სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა.

ემი დაჯილდოება

21 სექტემბერი 2020, 10:21

კულტურა

ლოს-ანჯელესში Emmy-ის დაჯილდოების გამარჯვებულები დაასახელეს

დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი კაცი ჯერემი სტრონგი („მემკვიდრეები“), ქალი კი ზენდაია („ეიფორია“) გახდა. საუკეთესო მინი-სერიალი „დარაჯები“ გახდა. ეს შოუ ლიდერი იყო ნომინაციების რაოდენობით და Emmy-ს ტრიუმფატორი გახდა - მას 11 ჯილდო ერგო. საუკეთესო კომედიურ სერიალად კი „შიტს კრიკი“ დასახელდა.

ლევან დავითაშვილი

21 სექტემბერი 2020, 10:16

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს, სახელმწიფოს მიერ ყველა პირობაა შექმნილი, რომ მევენახეებმა ყურძენი ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი თელავში, საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის ორგანიზაციულ საკითხებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და უკვე იწყება პიკური პერიოდი. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურძნის დღიური გადამუშავება ათი ათას ტონაზე მეტი იქნება.

21 სექტემბერი 2020, 09:47

COVID19

დღეიდან, საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ ნებისმიერ პირს 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს

21 სექტემბერს ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ლიეტუვაში მომავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14-დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, ის ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

21 სექტემბერი 2020, 09:28

COVID19

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსით 235 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში მექსიკაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 3542 ადამიანს დაუსვეს, 235 პაციენტი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 697 663 ადამიანი დაინფიცირდა, 73 493 პაციენტი კი გარდაიცვალა.

21 სექტემბერი 2020, 09:08

მსოფლიო

აშშ-ში დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

კანადიდან აშშ-ში შესვლის დროს დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქალია და მან თეთრ სახლში რიცინის შემცველი წერილი გააგზავნა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

21 სექტემბერი 2020, 08:36

საზოგადოება

დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი.

21 სექტემბერი 2020, 08:19

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ დღეს მოსახლეობას საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ხარაგაულის მერობის კანდიდატს წარუდგენს

წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან. 13 საათზე „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძეს ჭიათურაში წარადგენს. საჩხერეში კი მისი წარდგენა 14:30 საათზე გაიმართება.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2020, 08:10

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მისი მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. მათ შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მოხუც მშობლებს აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ანას ახარა, რომ მას მარიამი ეყოლებოდა.

21 სექტემბერი 2020, 08:02

COVID19

აჭარაში დღეს 4000-მდე ტესტის პასუხებს ელოდებიან

რეგიონში უკვე რვა კლინიკა იღებს კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, უსიმპტომო პაციენტები კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტაციონარში ამჟამად 156 პაციენტს მკურნალობენ, ცხელების ცენტრში კი 19 ადამიანს. კლინიკაში ჯამში სულ 175 კოვიდ ინფიცირებული ჰყავთ.

21 სექტემბერი 2020, 00:56

საზოგადოება

რუსთავში, სახანძროს ყოფილ შენობაში, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დარბაზები და სარეპეტიციო ადგილები მოეწყობა

რესტავრირების შემდეგ მასში განთავსდება მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები, რომლებიც ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებს დაეთმობა და მათ შემოქმედებით განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის მიზანია, შენობა კრეატიული ახალგაზრდებისთვის რუსთავის კულტურულ ჰაბად იქცეს.

სარკოგაფი ეგვიპტე

21 სექტემბერი 2020, 00:50

კულტურა

ეგვიპტეში 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა სარკოფაგები საქარას ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ სამარხში იპოვეს. თვის დასაწყისში არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის წინ კი კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსგავსი აღმოჩენაა.

დოროთი და რალფი

21 სექტემბერი 2020, 00:03

ტაბლოიდი

აშშ-ში 100 წელს გადაცილებულმა წყვილმა ქორწინების 85 წლის იუბილე აღნიშნა

„როცა პრობლემები გვქონდა, მე ყველაფერში ვეთანხმებოდი დოროთის, ეს გამოსავლის პოვნის ყველაზე კარგი საშუალებაა“, - განაცხადა რალფმა.