imedi /  10 სექტემბერი 2020, 13:43 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი აშშ-ის დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის პოლიტიკურ ნაწილს გამოეხმაურა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოს წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ქონების იძულებითი წესით გადაცემაზე.

„ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც წინა ხელისუფლების დროს იყო საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი საზოგადოების თანხმობა ესაა ის, რომ შელახული იყო ადამიანის საკუთრების უფლება და ქონების რეკეტი მიმდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან. ცხადია, ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და ეს მუდმივად ხვდებოდა საერთაშორისო ანგარიშებშიც. ესაა ის ფაქტი, რაც იყო ჩვენს ქვეყანაში და რაც ცხადია, აღარ განმეორდება“, - განაცხადა დეპუტატმა.

დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ ხდებოდა იძულებითი წესით.

ყველა სიახლე

ზვიად შალამბერიძე

27 სექტემბერი 2020, 00:15

საზოგადოება

ზვიად შალამბერიძე: ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ, ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს

ვალდებული ვართ, მშვიდობით დავბრუნდეთ და დარწმუნებული ვარ, რუსული ოკუპაცია საქართველოში სწორედ სამშვიდობო პოლიტიკით დასრულდება, - ასე ეხმაურება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს.

ქეთევან ბაკარაძე

27 სექტემბერი 2020, 00:14

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ვინ მეტი დააშავა და ვინ ნაკლები ვიცით, მაგრამ მიტევებაც შეგვიძლია, რადგან ის მიწა, ის ქალაქი, ის ხალხი ჩვენია და ჩვენიანია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ირაკლი ჩიქოვანი

26 სექტემბერი 2020, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: წარუშლელი ტკივილი ახლავს თან 27 სექტემბრის ტრაგიკულ დღეს

სოხუმის დაცემის დღე, ენგურის ხიდზე სიმბოლური შეკრებით „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გაიხსენეს. ენგურის ხიდთან იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

სოხუმის დაცემის დღე

26 სექტემბერი 2020, 23:49

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე. სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ლონდონი

26 სექტემბერი 2020, 23:37

მსოფლიო

ლონდონში კარანტინის საწინააღმდეგო აქციაზე 10 ადამიანი დააკავეს

ლონდონში აქციაზე ლოქდაუნის 10 მოწინააღმდეგე დააკავეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით იმასაც იუწყება, რომ დაპირისპირებისას ოთხი პოლიციელი დაშავდა. მათგან ორს კი კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

26 სექტემბერი 2020, 23:17

პოლიტიკა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე, ხაშურის რამდენიმე უბნის მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივების ძირითადი მოთხოვნა, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესება და წყალარინების სისტემის აღდგენა იყო.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 23:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვერავინ იტყვის რომ ვინმეს ბიზნესი წავართვი, ბიუჯეტიდან რამე მოვიპარე ან კორუფციულ გარიგებაში შევედი

ვინმემ მართლაც რომ მოინდომოს ტენდერის მორგება კონკრეტულ კომპანიაზე ეს შეუძლებელია, იმდენი ფილტრია, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძე მიკროავტობუსების ტენდერთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამ საკითხზე ერთ-ერთ ტელეარხზე რეპორტაჟი გავიდა.

თენგიზ ცერცვაძე

26 სექტემბერი 2020, 22:30

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას

ბოლო ორ კვირაში დაფიქსირებული COVID19-ის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ყველაზე კარგად უმკლავდება პანდემიას და ეს ცალსახად აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის Facebook პოსტში – „COVID-19 საქართველოში. „მძიმე სცენარი”, თუ ძალიან წარმატებული მართვა“. კლინიკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ტექსტში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება COVID-19 შემთხვევების მატება, რაც მოსალოდნელი იყო ქვეყანაში შიდა შეზღუდვების მოხსნისა და მობილობის გააქტიურების ფონზე.

თაკო ჩარკვიანი

26 სექტემბერი 2020, 22:16

COVID19

თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი თაკო ჩარკვიანი COVID19 -სგან განიკურნა. ამის შესახებ ჩარკვიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

ანდრია ჯაღმაიძე

26 სექტემბერი 2020, 22:10

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტების გამოჩენის შესახებ ცნობა ძალიან სასიხარულო იყო

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. მისი თქმით, ის რომ, ეს საბუთი კომისიის მუშაობის პროცესში გამოჩნდებოდა, მოსალოდნელი იყო და საპატრიარქოს ამის იმედი ჰქონდა.

ალექსანდრე მოწერელია

26 სექტემბერი 2020, 22:08

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

26 სექტემბერი 2020, 22:02

რეგიონი

ირაკლი ხახუბია: ჩვენი გუნდი განაგრძობს სოფლის მეურნეობის დახმარებას ფერმერებზე მორგებული პროექტებით

ფოთის, ხობის და სენაკის დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან და სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად, ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში შპს ,,აგროთემას“ მოცვის ბაღები დაათვალიერა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: არ ვიკადრებ, რომ ოპონენტების ოჯახის წევრებს შევეხო ან მათ საცხოვრებელ სახლებში დრონები ვაფრინო

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე გადაცემაში „ქრონიკა“ მედიაში მასზე და ოჯახის წევრებზე გასულ რეპორტაჟებს გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, მედიაში მცდარი ინფორმაცია „ფეიკ ნიუსები“ ვრცელდება, რასაც ის სიმართლეს დაუპირისპირებს.

26 სექტემბერი 2020, 21:25

რეგიონი

ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალს ესტუმრა

ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ილია ახალაიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველაზე უხუცეს ქალს, ნათელა გოგიას ესტუმრა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 21:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი, მათი პოლიტიკური წარსულია

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის მათი პოლიტიკური წარსული. ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხდა. თბილისის მერის თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს ძლიერი ოპოზიცია, უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია თუ პოლემიკა ჯანდაცვის სფეროს საკითხებზე და ბევრ სხვა თემაზე, თუმცა რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

26 სექტემბერი 2020, 21:16

COVID19

მდგომარეობის დამძიმების გამო, კოვიდინფიცირებული ორსული ბათუმიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ერთი ორსული თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ნუგზარ პაპავას განცხადებით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 20:44

პოლიტიკა

კახა კალაძე: უკვე თვლა ამერია იმდენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციას, ყველას დირექტორობა უნდა

არსებული ვითარება, რაც ოპოზიციურ პლატფორმაზეა, აისახება მათ წარუმატებლობაზე. ხომ ხედავთ, პრემიერმინისტრობის რამდენი კანდიდატია დასახელებული, ყველას დირექტორობა უნდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხდა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 20:43

პოლიტიკა

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ„ქართული ოცნების“ კანდიდატები ოცდაათივე მაჟორიტარულ ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვებენ

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევას, კვლევები უძღოდა წინ. ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დღეს დასახელებულებს ყველაზე მეტი შანსი და შესაძლებლობა აქვთ იმის, რომ არჩევნები პირველივე ტურში გამარჯვებით დაასრულონ.

26 სექტემბერი 2020, 20:36

საზოგადოება

შს მინისტრის მოადგილეებმა საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე, სახალხო დამცველთან შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა და მას ომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2020, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: რეალურად, ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ 60%-მდე მხარდაჭერა მიიღოს

„არც ერთი კვლევა არ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია, რომელსაც რეალურად აქვს გამარჯვების შანსი ისე, რომ არანაირი კოალიცია არ დასჭირდეს. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რეალურად, ეს მხარდაჭერა 60%-მდეა.