http://imedi.ge/ /  10 სექტემბერი 2020, 18:14 / სანდო წყარო

პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ცენტრალური ოფისი დახურა

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი

პარტიის წევრის კორონავირუსით ინფიცირების გამო პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ ცენტრალური ოფისის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენო მეგობრებო, მხარდამჭერებო და გულშემატკივრებო, მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს დაუდასტურდათ კორონავირუსი.

ბუნებრივია, ჩვენი გუნდისთვის უპირველესია ადამიანების ჯანმრთელობა და ამიტომ ჩვენ დავხურეთ პარტიის თბილისის სათავო ოფისი. ყველა ის ადამიანი, ვისაც ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან სამუშაო შეხვედრა 6 სექტემბრის (კვირის) შემდეგ, გადავედით თვითიზოლაციაში, მათ შორის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ლიდერები: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.

ჩვენი ოფისები ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში განაგრძობენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მაგრამ ქვეყანაში შექმნილო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა ოფისს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ ამომრჩევლებთან ონლაინ კომუნიკაციის რეჟიმზე.

რა თქმა უნდა, შევაჩერეთ თბილისში აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაც, რომელიც მოიცავს ამომრჩეველთან პირდაპირ კომუნიკაციას, შეხვედრებს, კარდაკარს და ა.შ.

თუმცა არ ვწყვეტთ თქვენთან ურთიერთობას და პირიქით, იმედი გვაქვს, რომ დისტანციურ რეჟიმში ბევრად უფრო ხშირი შეხვედრები გვექნება თვითიზოლაციიდან ონლაინ ჩართვებით და თქვენს თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად კიდევ უფრო მეტი დრო გვექნება.

პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის" ალიანსის ყველა ლიდერი არის უშუალოდ კონტაქტში ეპიდემიოლოგებთან და ვმოქმედებთ, მათი რეკომენდაციებით.

ვერ დავუშვებთ, რომ საარჩევნო კამპანიის გამო რისკის ქვეშ დავაყენოთ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობა. ამიტომ დღეიდან აქტიურად ვერთვებით დისტანციურ რეჟიმზე და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას ონლაინ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 130 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 10:31

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ხელშეშლას ემსახურება

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომისიის ინფორმაციით,, „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 10:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ყველა მეგობარი დავკარგე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ თავისი მეგობრები დაკარგა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში, არმომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 10:22

COVID19

European Best Destinations: საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები

პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

შსს

18 სექტემბერი 2020, 09:49

სამართალი

თბილისსა და მარნეულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

18 სექტემბერი 2020, 09:41

რეგიონი

იმერეთში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიური შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.

სოზარ სუბარი

18 სექტემბერი 2020, 09:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

აფრიკის დასახელებაში წლების განმავლობაში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, არ იყო გზები, წყლისა და საკანლიზაციო სისტემა. კანდიდატის განცხადებით ათეული წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემა.

18 სექტემბერი 2020, 09:13

პოლიტიკა

აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით, საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

შეერთებული შტატები საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.

ქუთაისი

18 სექტემბერი 2020, 08:52

რეგიონი

ქუთაისში, რკინიგზაზე ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოს რკიმიგზის თანამშრომელი მართვით სუნთქვაზეა. თაბუკაშვილის ქუჩის მეცხრე ჩიხში უბედური შემთხვევა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟისას მოხდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო დამწვრობა მიიღო ერთმა თანამშრომელმა.

პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:43

პოლიტიკა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ

დეპუტატები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს.

ნათია თურნავა

18 სექტემბერი 2020, 08:30

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ნათია თურნავას მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში ნათია თურნავა ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა, შესაბამისად, ისინი დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრებიან. როგორც პარტიაში აცხადებენ, მინისტრთან კითხვები ძირითადად, ფრენებთან, კარანტინთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ექნებათ.

საქართველოს პარლამენტი

18 სექტემბერი 2020, 08:21

პოლიტიკა

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება არჩევნებზე პარლამენტის წევრად არჩეულ პირს ეკისრება.

აჭარა

18 სექტემბერი 2020, 08:16

რეგიონი

ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ორი თანამშრომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კორონავირუსი გუშინ დაუდგინდათ. კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ექიმის ინფიცირება ქორწილის კლასტერს უკავშირდება, მეეზოვის კი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტს.

ნინო ნიჟარაძე

18 სექტემბერი 2020, 08:09

რეგიონი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში გატარებული ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ შემზღუდავი რეგულაციები საჭირო არ გახდეს. მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ის მარტივი რეკომენდაციები, როგორიცაა ნიღბის ტარება და დისტანცია.

ჭიათურა

18 სექტემბერი 2020, 07:59

COVID19

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ჭიათურაში, კორონავირუსით ინფიცირებული 17 წლის გოგოს კონტაქტების მოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორი კვირის წინ ბათუმში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 სექტემბერი 2020, 03:17

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.

არსენ ავაკოვი

18 სექტემბერი 2020, 01:31

მსოფლიო

არსენ ავაკოვი ლუკაშენკოს: წყალი დალიეთ და დამშვიდდით - უკრაინელები ბელარუსების მეგობრები არიან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს დამშვიდება ურჩია.

18 სექტემბერი 2020, 01:14

COVID19

ეპიდემიოლოგი: ბოლო პერიოდში სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსსს და ასევე ნაკლებად მძიმე შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

მნიშვნელოვნად გაფართოვდა ტესტირებები და კვლევები, სწორედ ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა იმის საშუალება, კორონავირუსის ისე მართვის, რომ აღარ ჩავიკეტოთ ისე მკაცრად, როგორც დაავადების საწყის ეტაპზე ვიყავით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი აქვს კორონავირუსს.

18 სექტემბერი 2020, 01:03

სპორტი

თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. საქართველოს ჩემპიონმა სტუმრად უელსის „ქონას ქი ნომედსი“ მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი შეხვედრის ბოლო წამებზე გიორგი გაბედავამ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რომელიც ბრაზილიელმა პერნამბუკომ მოიპოვა.