imedi /  17 სექტემბერი 2020, 11:17 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ჩატარებულ რეფორმებსა და საკანონმდებლო ცვლილებებს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„2020 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა, ყველა ძირითადი ჯგუფის მხარდაჭერით, დიდი უმრავლესობით მიიღო ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვან თემებს ეხება, მათ შორის პოლიტიკურ დიალოგს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე ფართომასშტაბიან რეფორმებს, კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციისა და გაძლიერების მხრივ და მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საარჩევნო ცვლილებებს. სამწუხარო იყო, რომ ოპოზიციამ ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო პირობა გასცეს ამასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო არჩევნებს და მინდა დავარწმუნო ისინი, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ

მისივე თქმით, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს რეაგირება კორონავირუსთან დაკავშირებით და დადებითად არის შეფასებული პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები.

„ევროპარლამენტი გამოხატავს მხარდაჭერას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, კერძოდ, საუბარია 150 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებაზე. აქვე მინდა გამოვყო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და მისი სრულად გამოყენება საქართველოსა და ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლას და ჩვენ ვუფრთხილდებით ევროპის ნდობას საქართველოს მიმართ და მომავალშიც მაქსიმალურად ვითანამშრომლებთან, რათა ეს სიკეთე დაცული იყოს. ასევე მინდა განსაკუთრებით გამოვყო საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში ძალიან მაღლა რჩება. ევროპარლამენტი ანგარიშში დაგმო ოკუპაცია და ის ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. ანგარიშში ხაზგასმულია დევნილთა დაბრუნების საკითხი - მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი რჩება როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვან პრიორიტეტად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტში გაიმართა პოლიტიკური დებატები, გუშინ კი ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა სიტყვით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა.

„მინდა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა, რადგან ოპონენტებმა არაერთხელ უსამართლოდ გაგვაკრიტიკეს და თქვეს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ მუშაობს, რათა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხები სათანადოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში. ევროპარლამენტის ანგარიშსა და გამართულ დებატებში კარგად ჩანს, რომ ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში. ევროპარლამენტის ანგარიში ასევე ეხება კიბერუსაფრთხოების საკითხებს და ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას პარტნიორებთან. ანგარიში ასევე ეხება გენდერულ თანასწორობას, ქალთა და კაცთა თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და ამ მიმართულებით ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დადებითი და პროგრესული გახლავთ. მინდა, კიდევ გამოვეხმაურო განათლების მიმართულებას. მოგეხსენებათ, შემდეგი წლების განმავლობაში განათლება, მისი დაფინანსება და ფუნდამენტური რეფორმები ამ მიმართულებით იქნება ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ევროპარლამენტიც ეხმაურება ამ საკითხს და ნათქვამია, რომ საქართველოს ექნება მომავალშიც მხარდაჭერა, რათა ჩვენმა სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევარებმა მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში, განსაკუთრებით, გამოყოფილია „ერასმუს პლიუსის პროგრამა“, რომლითაც 7500-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. და რა თქმა უნდა, ანგარიშში არის მოცემული ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები და პრიორიტეტები. ჩვენ, რასაკვირველია, გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, განვაგრძოთ რეფორმები და ეს რეფორმები ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მე მსურს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის ანგარიშის მომხსენებელს, სვენ მიქსერს, რომლის დამსახურებითაც ანგარიში არის დაბალანსებული და ძალიან საქმიანი, ასევე, მადლობას ვუხდი ყველა ევროპარლამენტარს, ვინც მონაწილეობა მიიღო საქართველოსთან დაკავშირებულ განხილვასა და დებატებში​“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

24 ივლისი 2026, 21:03

პოლიტიკა

სტივენ ჯერმი: ვხედავთ, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით“ რუსეთ- უკრაინის“ ომზე ისაუბრა. მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, რუსეთთან ომის თავიდან აცილება შეუძლებელია თუ არა უკრაინაის მხარდაჭერის ფონზე, რაზეც ჯერმა განაცხადა „არამგონია. რომ ამ ომის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ ვხედავთ რომ ევროპასა და რუსეთს შორის ომის შანსები მზარდია“.

სტივენ ჯერმი

24 ივლისი 2026, 20:53

პოლიტიკა

სტივენ ჯერმი: საქართველო რომ იყოს ნატოს წევრი, ორი რამ არის ნათელი - სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას. თუკი ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დაეხმარებიან, ისინი ძალიან მოწყვლადი იქნებიან

ირინა ბათიაშვილის კითხვაზე, რუსეთმა რომ საქართველოზე კვლავ თავდასხმა გადაწყვიტოს, ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოს დასახმარებლად ჯარებს გამოაგზავნიან თუ არა, სტივენ ჯერმიმ აღნიშნა, რომ სადაო საკითხია, ნატოს წევრი რამდენი სახელმწიფო გადაწყვეტს საქართველოს დახმარებას.

24 ივლისი 2026, 20:52

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან - საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა კანონით ისჯება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგ. ქვეყნის მასშტაბით დღეს მორიგი სასამართლოები გაიმართა.

პროკურატურა

24 ივლისი 2026, 20:49

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

24 ივლისი 2026, 20:48

მსოფლიო

სტივენ ჯერმი: ვდარდობ, რომ ძალიან ბევრი დასავლეთში რუსეთთან ომზე საუბრობს და ცოტა თუ ფიქრობს - ეს ომი როგორ წარიმართებოდა

დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა, გადაცემაში „თბილისის დროით„ მის მიერ დაწერილ სტატიაზე, ევროპასა და რუსეთს შორის შესაძლო ომის თაობაზე ისაუბრა. როგორც სტატიის ავტორმა აღნიშნა, ამ სტატიის მიზანი არ არის მტკიცება, რომ რუსეთსა და ევროპას შორის ომი დაიწყება. სტატიის მიზანია წარმოვიდგინოთ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ ეს მოხდა.

პროკურატურა

24 ივლისი 2026, 20:37

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

24 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

სკანდალური პოდკასტი - სიწმინდეებისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიან გირაოს ითხოვს. ბრალდებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ეს არ ყოფილა ჩასაფრება და ქმედება ოქრიაშვილის მიერ ეროვნულ ფასეულობებზე ნათქვამმა სიტყვებმა გამოიწვია. პარალელურად, მწერალ ნოდარ დუმბაძისა და სიწმინდეების შეურაცხყოფას მკაცრად გმობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

24 ივლისი 2026, 20:22

კულტურა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის 158-ე სეზონი გიორგი კაშიას საავტორო სპექტაკლის „კლიტემნესტრას სეანსი“ პრემიერით დაიხურა

სპექტაკლი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. სპექტაკლის მხატვარი ილია საჯაია, ხოლო კომპოზიტორი გიორგი ჯღარკავაა. დადგმაში მონაწილეობდნენ: ია სუხიტაშვილი, ირაკლი ჯიშკარიანი, გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია და კობა მატკავა.

სი ძინპინი ვლადიმირ პუტინი

24 ივლისი 2026, 20:20

მსოფლიო

CNN: ტრამპის განცხადებით, მას სჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ აწვდიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ ჩინეთი ან რუსეთი ირანს იარაღს აწვდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

24 ივლისი 2026, 20:15

სამართალი

ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და თავდასხმის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალი უკვე წარუდგინეს - პროკურატურა დაკავებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ნიკა კაპანაძემ 17 წლის მოზარდი მოკლა, სამი მოქალაქე დაჭრა, დაკავებისას კი ცეცხლი პოლიციელებსაც გაუხსნა.

მიხეილ სააკაშვილი
ეკა გიგაური

24 ივლისი 2026, 20:13

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი ეკა გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს - ღია დაპირისპირება ყოფილ მოკავშირეებს შორის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პოლიტიკური დაპირისპირება ყოფილ მოკავშირეებს შორის. მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და ეკა გიგაურს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. მსჯავრდებული უკვე მეორე დღეა განმარტებას ითხოვს, თუ რატომ ვერ მოიძებნა მისთვის ადგილი ორგანიზაციის მიერ შედგენილ პოლიტპატიმართა სიაში.

ცოტნე ანანიძე

24 ივლისი 2026, 20:10

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის - ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა. თვალსაჩინოა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართული გარე და შიდა შეტევების ნაწილია

ეკლესიაზე და სასულიერო პირებზე ქილიკი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის უბრალოდ „იუმორი“ არ არის — ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა, - ამ სიტყვებით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დეკანოზ საბა ჭიკაიძის სიტყვებს აზიარებს, რომლის თქმითაც - „ ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს.“

დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 19:41

მსოფლიო

ტრამპი: პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად, მითხრა, რომ ირანისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს, მას მშვენივრად ესმის, რომ მე იარაღს უკრაინას კი არ ვყიდი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს - ისინი სრულ საფასურს იხდიან, ხოლო თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღი შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს

პრეზიდენტმა პუტინმა, უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომის მიუხედავად, მითხრა, რომ ირანისთვის იარაღის მიყიდვას არ აპირებს, მას მშვენივრად ესმის, რომ მე იარაღს უკრაინას კი არ ვყიდი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს - ისინი სრულ საფასურს იხდიან, ხოლო თუ როგორ ნაწილდება ეს იარაღი შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

24 ივლისი 2026, 19:27

თავდაცვა

ეკატერინე ხუციშვილმა „სამხედრო საქმის“ ტრენინგკურსის მონაწილეები დააჯილდოვა

დაჯილდოების ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – „სამხედრო საქმე“ – ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ბაზაზე გაიმართა.

პიტერ მადიარი

24 ივლისი 2026, 19:24

მსოფლიო

Euronews: ევროპის მასშტაბით ორბანის მოკავშირეები უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ - მიუხედავად ამისა, ევროკომისია, როგორც ჩანს, ძირითადად იზიარებს ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ მიმართულ სწრაფვას

ევროპის მასშტაბით ორბანის მოკავშირეები უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა, ხოლო კორუფციული გამოძიების ფარგლებში „ფიდესის“ სათავო ოფისში ჩხრეკა ჩატარდა - მიუხედავად ამისა, ევროკომისია, როგორც ჩანს, ძირითადად იზიარებს ორბანის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისკენ მიმართულ სწრაფვას, - წერს Euronews-ი.

ირაკლი გოგავა

24 ივლისი 2026, 19:10

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ხელისუფლება სწორს იმას აკეთებს, რომ საინვესტიციო პორტფელების მოსაზიდად ჩადის ისეთ ცენტრებში, სადაც დიდძალი კაპიტალია, ვინაიდან ვიცით, რომ ევროკავშირიდან წამოსულ ფულს ვალდებულებები ახლავს

პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სინგაპურში საქართველოს-პრემიერ მინისტრისა და მთავრობის წევრების ვიზიტი შეაფასა და ასევე, პარტნიორობის გაღრმავების შემთხვევაში ქვეყნისთვის მოსალოდნელ ეკონომიკურ სარგებელზეც ისაუბრა.

ანტონიუ გუტერეში

24 ივლისი 2026, 19:08

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ იერიშების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე „ჰუსიტების“ ბოლოდროინდელი იერიშების გამო და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2026, 19:02

მსოფლიო

MS Now: თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო

თვეების განმავლობაში ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის საპრეზიდენტო კანდიდატურების შეფასების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსის ღიად მხარდაჭერა დაიწყო, - წერს ამერიკული გამოვემა MS Now ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ირაკლი გოგავა

24 ივლისი 2026, 18:26

ეკონომიკა

ირაკლი გოგავა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა

პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებას ეხმიანება. გოგავა მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს როგორც ეკონომიკური თავდასხმა.

თორნიკე ფაღავა

24 ივლისი 2026, 18:20

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების შეურაცხყოფას, სიძულვილის ენის პროპაგანდირებას კამპანიურად და არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს სხვა ადამიანების რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფას

რადიკალური ოპოზიცია, რომ ამოეფაროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, მაგრამ ეს სტანდარტი არ არის ჩვენი მოგონილი. ეს სტანდარტი დააწესა ევროპის ადამიანის უფლებათა, სტრასბურგის სასამართლომ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ სიძულვილის ენის გამოყენებაზე საუბრისას.