IMEDI /  17 სექტემბერი 2020, 18:03 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: ევროპარლამენტის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული გზა, რომელიც საქართველომ ბოლო წლებში გაიარა

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასება არის პოზიტიური იმ რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, რაც განხორციელდა. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით. ანგარიშში ჩამოთვლი არის მთელი რიგი მიღწევები, რომელიც საქართველო აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ასევე არის ასახული ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, მისივე თქმით, ევროპარლამენტს რეკომენდაციები აქვს არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც.

„ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები და ის საკითხები რომელზეც აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა, რათა კიდევ უფრო მეტი და წარმატებული შედეგები იქნას მიღებული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი განმარტებით, ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო არა თუ მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც პარტნიორებთან ერთად აქვს შემუშავებული არამედ, აჩვენებს პროგრესს, თუმცა, არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სასამართლო რეფორმის კუთხით. ის რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა პრობლემა სასამართლოს რეფორმირების და პოლიტიზირების კუთხით და ის, რომ ბოლომდე იქნას მსგავსი საკითხი აღმოფხვრილი და რაც ყველაზე მთავარია, მიღწეული იქნას ნდობა ხალხის მხრიდან სასამართლო რეფორმის მიმართულებით სწორედ ამიტომ ხორციელდება ის ნაბიჯები. ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას მიღწეული აქვს სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებით, მაგრამ თვლიან რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რაც პირველ რიგში, ჩვენი მხრიდანაც ხაზს უსვამს იმას, რომ სასამართლოს რეფორმირება არა თუ დასრულებული არ არის არამედ, კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი წინ იმისთვის, რომ სრულად აღმოიფხვრას ყველა ის პრობლემა რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისი განმარტებით, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ასევე ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემულ ანგარიშში.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემულ ანგარიშში მხოლოდ პოზიტივში არის წამოჭრილი ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს. ოპოზიცია საერთოდ არ ახდენს კომენტირებას, რადგან მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივში არის წამოჭრილი ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს დავა მიდის, სპეკულაციას საბოლოოდ დაუსვა წერტილი, რადგან პირდაპირ არის მითითებული მათ შორის, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებები, რომელიც სამართლიანად და კანონზომიერად იქნა შეფასებული მათი მხრიდან სამართალდამცავების ქმედებების კუთხით და ბევრი სხვა საკითხი მათ შორის, ამერიკელ ინვესტორებთან დაკავშირებული დავები“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, არის ჩანაწერები გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამა თუ იმ მიმართულებით.

„ანგარიში პოზიტიურადაა შეფასებული ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში. პარტნიორები მხოლოდ და მხოლოდ მოგვიწოდებენ, რომ გავაძლიეროთ კონკრეტული მიმართულებით მუშაობა, ამავდროულად, ისინი ჩვენ მიგვიჩნევენ ძლიერ პარტნიორად ევროპისთვის, ამერიკისთვის და ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა ჩვენს შორის ურთიერთობები და ამის უგულებელყოფა - უბრალოდ ტყუილის თქმა არის. ჩვენ მოვისმინეთ ის შეფასებები, გამოხმაურებები, რომელიც ჩვენ ევროპარლამენტარებისგან გვქონდა და არა მხოლოდ ჩვენს მიმართ არამედ, ზუსტადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, სადაც გულისწყრომაა გამოთქმული, რომ მათ არ დაიცვეს ის მთავარი პირობა, რომელიც მათი მოთხოვნა იყო და რაც ყველაზე მთავარი არის - ის რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ევალება ეს. ეს იყოს მკაფიო გზავნილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში დაამტკიცა.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:20

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ

რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:16

მსოფლიო

პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ

რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი

02 სექტემბერი 2026, 01:08

მსოფლიო

პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა

რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ

აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 სექტემბერი 2026, 23:39

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.

ვატო შაქარიშვილი

01 სექტემბერი 2026, 23:01

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 სექტემბერი 2026, 22:32

მსოფლიო

ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.

01 სექტემბერი 2026, 22:07

სამართალი

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

01 სექტემბერი 2026, 21:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:21

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

01 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.

თამარ იოსელიანი

01 სექტემბერი 2026, 20:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

01 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:47

საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

01 სექტემბერი 2026, 20:42

საზოგადოება

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:38

საზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.