imedi /  18 სექტემბერი 2020, 16:28 / სანდო წყარო

რატი იონათამიშვილი: როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან

რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

როგორც ოპოზიცია გაიქცა დღეს სხდომათა დარბაზიდან, ისე გაუშვებს მათ ქართველი ხალხი პოლიტიკიდან, - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ეკონომიკის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა.

იონათამიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე ისაუბრა და მათი გამოსვლები პარადოქსად შეაფასა.

„დღეს ჩვენ ინტერპელაციის წესით მოვისმინეთ კომპასში დაკარგული პარტიის წევრების უარგუმენტო და არაკომპეტენტური კითხვები და ეკონომიკის მინისტრის კვალიფიციური, ინფორმაციული და ამომწურავი პასუხები. თუმცა არ გამკვირვებია თუ რა დღეში ჰქონდათ დღეს ნერვები ჩვენს ოპონენტებს. იმიტომ, რომ რეალურად, როდესაც ეს კითხვები გამოაგზავნეს, სანამ ქალი მინისტრისგან მიიღებდნენ ძალიან მწარე და სამართლიან პასუხებს, მათ პასუხი ჯერ საინვესტიციო კლიმატის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა და სულ ახლახასნს ევროპარლამენტში მიღებულმა ანგარიშმა გასცა, რომელსაც ევროპარლამენტის 512-მა დაუჭირა მხარი, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული და ეს მხარდამჭერები მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თუ როგორ გაუმკლავდით პანდემიას, როგორც შემაკავებელ ფაზაში, ასევე ეკონომიკის გაღანსაღების მიმართულებით. ცხადია, ამ ყველაფერს ვერ აიტანენ, იმიტომ რომ ერთ მხარეს არიან ესენი, რომლებიც პანდემიის დროს ებრძვიან ექიმებს, დგანან ვირუსის მხარეს, ავრცელებენ დეზინფორმაციას და მეორე მხარეს ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები, ექსპერტები მაგალითს იღებენ იმისგან, რომ საქართველომ როგორი სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

დღეს ძალიან ბევრი პარადოქსი მოვისმინეთ - ერთი ძალიან დიდი პარადოქსია, როდესაც ბატონი ბოკერია ამბობს, რომ სააკაშვილი არის წარსული და თვითონ მომავალი. მეორე დიდი პარადოქსია, როდესაც ამბობს, რომ არავინ გაქცეულა და ამას ამბობ მაშინ, როცა დარბაზიდან გარბიხარ. ცოტა ხანი მაინც უნდა გეყოს იმის ნებისყოფა, რომ დარჩე. ძალინ დიდი პარადოქსია, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე გამოდიხარ და საყვედურობ, რომ 2020 წელს რატომ არ გაიზარდა მოგზაურთა რიცხვი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2018 წელს მოგზაურთა რიცხვი 50%-ით გაიზარდა, 2019 წელს 101%-ით გაიზარდა, აშენდა ახალი ტერმინალი და ეს დინამიკა კიდევ უფრო მკვეთრად უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, ცხადია ის დინამიკა რაც 2020 წელს იყო დაგეგმილი ვერ შედგებოდა და ეს რომ გამოგაქვს კრიტიკისთვის არგუმენტად, სულ ცოტა უხერხულია და საზოგადოება უკეთესად შეაფასებს ამ ყველაფერს.

რამდენიმე ციფრი მინდა მოვიყვანო ინფორმირებისთვის. სოციალური ნაწილის მიმართულებით ის დახმარებები, რაც ჩვენ გავეცით დაახლოებით ნახევარ მილიარდს აღწევს. ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით - 2.1 მლრდ. ლარის მობილიზება შევძელით. ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის 350 მლნ. ლარი გამოიყო. სამიზნე ჯგუფები იყო მრავალფეროვანი და ფაქტიურად ყველა ოჯახში შევიტანეთ კონკრეტული დოვლათი. ყველა ოჯახთან მივიდა სახელმწიფო ზრუნვის ხელი. ცხადია ამას ვერ იტანენ და ამიტომ ესხმიან თავს ამ მიმართულებით, თორემ პარადოქსია, როდესაც ესენი ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლების არაკომტეპენტური მმართველობის შედეგია ის რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. როდესაც ეს ადამიანები უპირატესზე საუბრობენ, მინდა მათ განვუმარტო, რომ უპირატესობის მოპოვება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებიდან და საქმის კეთების ხარჯზე ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისული სიტუაციაა, იმიტომ რომ კრიზისი დროს როგორ გაქვს შენ უნარი, რომ მართო ის, მიიღო სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებები, ისე მოიპოვებ უპირატესობას სხვებზე. ეს ამათ არ ესმით, რადგან მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და ჰქონდათ „უპირატესობა“, ეს უპირატესობა ჰქონდათ ადამიანის უფლებების გათელვის ხარჯზე, საკუთრების უფლების წართმევის, მედიის უზურპაციის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შელახვის ხარჯზე და ამით გადიოდნენ ფონს. როგორც დღეს გაიქცნენ ამ დარბაზიდან, ისე გაუშვებს ქართველი ხალხი მათ პოლიტიკიდან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

ნათია თურნავა სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

ყველა სიახლე

12 აპრილი 2026, 12:06

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.

12 აპრილი 2026, 12:04

საზოგადოება

დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

12 აპრილი 2026, 11:49

საზოგადოება

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დონალდ ტრამპი უმცროსი და ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.

12 აპრილი 2026, 11:20

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.

12 აპრილი 2026, 11:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

ისმაილ ბაღაი

12 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ

„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

12 აპრილი 2026, 10:56

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ლევან იოსელიანი

12 აპრილი 2026, 10:52

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ვულოცავ ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

გივი მიქანაძე

12 აპრილი 2026, 10:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ლეო XIV

12 აპრილი 2026, 10:32

მსოფლიო

რომის პაპი: კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება

„ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს, „მაშინაც კი, თუ ომის ლოგიკაზე უარის თქმამ შეიძლება გაუგებრობა და ზიზღი გამოიწვიოს“ და ის მუდამ დანერგავს „უფრო მეტად ღვთისადმი მორჩილებას, ვიდრე რაიმე ადამიანური ხელისუფლებისადმი. კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება“, - განაცხადა პაპმა.

12 აპრილი 2026, 10:23

მსოფლიო

აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

„ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი ამბავია ირანისთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის“, - უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს პაკისტანიდან გამოფრენამდე.

12 აპრილი 2026, 10:16

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

12 აპრილი 2026, 10:15

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

12 აპრილი 2026, 10:05

საზოგადოება

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აპრილი 2026, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

იაკობ გაგულაშვილი

12 აპრილი 2026, 10:00

საზოგადოება

ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი: მსოფლიომ იხილა უპრეცედენტო სიყვარული, რომლითაც ერმა პატივი მიაგო პატრიარქს - მწუხარებას სიხარული მოსდევს და აი, შემობრძანდა დღესასწაული, რომელიც იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების დამტევია თქვენთვის

მაღალმა გამჩენმა აკურთხოს სრულიად საქართველო — მისი მთა და ბარი, მისი ცა და ზღვა, მისი ხალხი, მისი მოკეთე და მეგობარი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი! მშვიდობის, გამარჯვების, გაბრწყინების, მომაღლების, აღმშენებლობისა და გაერთიანების საწინდარი იყოს ყოველი დილა ამ დღიდან და უკუნისამდე — ამენ!, - ნათქვამია მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლის, იაკობ გაგულაშვილის მილოცვის წერილში.

12 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

ხელისუფლების წარმომადგენლები მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ.

აღდგომის ხატი

12 აპრილი 2026, 00:00

საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.

მეუფე შიო

11 აპრილი 2026, 23:53

საზოგადოება

მეუფე შიოს ეპისტოლე: უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას

უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, ქადაგებას, - ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. ეპისტოლეში ნათქვამია, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავის წინამორბედ პატრიარქთა კვალდაკვალ სვლით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. “საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებულნი ვხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმუნის სიტყვები: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა“ (ფს. 115, 6), რადგან ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. სწორედ ეს არის აღდგომის სიხარულის საზრისი, თითოეული ადამიანის სასოებისა და სიხარულის საფუძველი... მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის 49-წლიანი მოღვაწეობის გზა ამ სიხარულისა და იმედის მომნიჭებელი იყო ყოველი ჩვენგანისთვის. მისი მამობრივი სიყვარული, ლოცვა და ზრუნვა ეფინებოდა მთელ საქართველოს, თითოეულ ადამიანს...