დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„პარლამენტში ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო და უზრდელური გამოთქმა ისმის, მაგრამ ზოგიერთებისგან წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე. არა მგონია, მათ ან კოვიდპანდემია აინტერესებდეთ, ან ქვეყნის ეკონომიკა, ან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საზოგადოებაც ხედავს ამას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენენ.
მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმშია და უკლებლივ ყველა ქვეყანას აქვს ეკონომიკური ვარდნა.
„ვფიქრობ, ოპოზიციის წარმომადგენლები მთელ მსოფლიოსაც უგუნურებაში ადანაშაულებენ, თითქოს მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მხოლოდ ისინი არიან ჭკვიანები. მგონი, იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე. COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს გამორჩეული შედეგის ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის ის, რომ ჩვენ საკარანტინო სიტუაცია ავამოქმედეთ. დადასტურებულ შემთხვევათა შორის 20% დადგენილია სწორედ საკარანტინო სივრცეებში. ანუ წარმოიდგინეთ, ისინი რომ გარეთ, სოციუმში გამოსულიყვნენ, რამდენად დიდი იქნებოდა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი!
კითხვა, თუ ახლა რატომ არ ვკეტავთ, როცა ინფიცირების უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქს, შეიძლება მსმენელმა ლოგიკურად აღიქვას, მაგრამ შინაარსობრივად აბსოლუტურად მიუღებელია საკითხის ასე დასმა. საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო მეტი, ვირუსის აგრესიულობის ხარისხი იყო უფრო მაღალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იყო 7%. ზოგიერთ ქვეყანაში 15%-მდეც კი ადიოდა და თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს, არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ რისკები იყო უფრო მაღალი და ჩვენ იმ პერიოდში ნაკლებად ვიცოდით, როდის როგორ უნდა მოვქცეულიყავით. ამიტომ თავიდან მივიღეთ გადაწყვეტილება და დაბალი ინფიცირების შემთხვევაშიც კი შემოვიღეთ უფრო მკაცრი რეგულაციები და სრულიად გონივრულად ჩავკეტეთ იქ, სადაც ჩასაკეტი იყო. ჩვენ ასევე მოვიგეთ დრო, რომელიც ასეთ დროს ძალიან ძვირფასია. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სექტორი გაცილებით მძლავრი იყო, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვა და უფრო მეტი გამოცდილება და ფინანსური რესურსი ჰქონდათ, შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა. ექიმებს უწევდათ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, გართულებული პაციენტებიდან ვინ დაეერთებინათ აპარატზე და ვინ არა“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღეს ხელისუფლება კოვიდინფექციის მართვისთვის მზადაა. „ჩვენ დღეს მზად ვართ. თუ მანამდე 5 კლინიკა იყო ჩართული კოვიდთან ბრძოლაში, დღეს უკვე 2 ათეულზე მეტი კლინიკაა ჩართული, და კლინიკების 80% სრულ მზადყოფნაშია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს პაციენტები. ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გვისაყვედურა, რომ კერძო სექტორია ჩართული და ვავალდებულებთ მიიღონ ამ სისტემაში მონაწილეობა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო კლინიკების უმეტესი ნაწილი გასხვისებული და სწორედ ამიტომ გვაქვს ეს მოცემულობა და ამ მოცემულობაში მოვხვდით, მაგრამ მთავარი მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა.
ტყუილსაც აქვს საზღვარი, რისი თქმა შეიძლება და რისი არა. მათ ტყუილით დაიწყეს და ტყუილით ასრულებენ. ნაციონალური მოძრაობის ფსიქოემოციური აშლილობის ტოლფასი ნერვიულობა განპირობებულია იმით, რომ მათი დრო იწურება. ტყუილია ის, რომ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა. კი, მათი პოლიტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა და 1 თვეს და რამდენიმე დღეს ითვლის, მაგრამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა არის გაზრდილი, არათუ 15 წლით შემცირებული. ეს არის ტყუილი, რომელსაც არავითარი რეალური საფუძველი არ გააჩნია.
შემდეგი ტყუილია ის, რომ ქვეყანაში შიმშილით იღუპებიან ბავშვები და 60-70% სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. რა თქმა უნდა, სოციალური ფონი არის ის, რაც არის და ეს სოციალური გაჭირვება არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, მაგრამ 2012 წელთან შედარებით, სიღარიბე არის შემცირებული. ბატონი რომან გოცირიძე 2015 წელს ადარებს სიღარიბის მაჩვენებელს დღევანდელს და არა 2012 წელს, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, სიღარიბე დღესაც პრობლემაა, მაგრამ სიღარიბის და შიმშილის გამო დღეს ქვეყანაში არც ერთი ბავშვი არ იღუპება. არასრულფასოვან კვებასთან ჩვენც გვაქვს საქმე ისევე , როგორც მსოფლიოს - მოქალაქეების 55% არასრულფასოვნად იკვებება, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, მორიგი გაუგონარი ტყუილია, ის რომ ჯანდაცვის სერვისები დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის. „როცა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებობს და გვახსოვს დრო, როცა ადამიანები ქუჩაში უფულობის გამო იღუპებოდნენ. დღეს ეს ასე არ ხდება. დღეის მონაცემებით, 8 მლნ სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან და საერთო დანახარჯი 7 მლრდ ლარამდეა. ეს ის თანხებია, რისთვისაც მოქალაქეები საკუთარი ქონებით მიადგებოდნენ ხოლმე ბანკებს ჯანმრთელობის პრობლემების გამო და შემდეგ ძალიან ხშირად ქუჩაში რჩებოდნენ.
ჩვენ ვდგავართ მასშტაბური გამოწვევის წინაშე, რომელიც მსოფლიოშია შეფასებული პანდემიად. პანდემია არ არის ლოკალური, რომელსაც ქმნის ადგილობრივი მთავრობა ან მხოლოდ ადგილობრივი მთავრობები ახერხებენ საკუთარ ქვეყანაში გამკლავებას. ხშირად გვსაყვედურობენ, რატომ ვაფასებთ საერთო ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მხოლოდ საკუთარზე არ ვსაუბრობთ. ამას სჭირდება ელემენტარული ცოდნა თუ ეპიდემიოლოგიის მიმართულებით არა, ჯანმრთელობის დაცვის დარგში მაინც. როცა პანდემიასთან გვაქვს საქმე, საერთო შეფასება უნდა მოხდეს და არა ისე ვისპეკულიროთ, როგორც ოპონენტები აკეთებენ ამას.
ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიზანი: დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იმ ფონზე, როცა ეპიდემიოლოგთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი და, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მზაობა. რა თქმა უნდა, ეკონომიკაშიც უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ სასტარტო მდგომარეობას და არ მივიღოთ შეუქცევადი პროცესები. ასევე მისახედია დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი. ჩვენს ოპონენტებს, როგორც ვხედავთ, ეშინიათ არჩევნების, ეშინიათ კოვიდთან ბრძოლის პოზიტიური შედეგის და ამიტომ სრულიად ლოგიკურად არიან პანიკაში. როგორც ჩანს, მათ სურთ არჩევნების გადადება, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, არ გავხადოთ შეუქცევადი ეკონომიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესიც იყოს ჯანსაღი“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და საზოგადოებას სთხოვს „ქართული ოცნების“ ოპონენტების უმსგავსო საქციელი აიტანოს. „მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა და თქვენიც, საზოგადოების თითოეული წევრის, რომ ასეთი გამოხდომები, ასეთი აცდენილი მსჯელობა და უზრდელობა პარლამენტში უნდა დაასრულოთ. რადიკალური ოპოზიციის სტანდარტი არის უზრდელობა და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედება, რაშიც საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ხედავენ. ეს მომავალი არ იქნება! - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ნათია თურნავა სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - „ასავალ - დასავალის“ დონეზე დაეშვა. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება
სამხარაძე მიმართავს „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”
02 სექტემბერი 2026, 09:22
სპორტი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა
ფონდის ჩართულობისა და სუბსიდირების წყალობით, შეჯიბრების მონაწილე კომპანიებმა შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლეს. ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სპეციალური სემინარი ჩატარდა.
02 სექტემბერი 2026, 09:19
რეგიონი
ახალციხეში ახალი სკვერი და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედანი მოეწყო
ახალციხეში, თაყაიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სკვერითა და თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი სპორტული მოედნით სარგებლობა. დასრულებული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაათვალიერა და ახალგაზრდებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
02 სექტემბერი 2026, 09:16
საზოგადოება
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა
ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით ყვარელში საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. განათლების მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.
02 სექტემბერი 2026, 09:14
თავდაცვა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა. მთავრობის დადგენილებით, თუ პირი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინებას/უწყებას არ ჩაიბარებს, უწყება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ კი ოფიციალურად ჩაბარებულად ჩაითვლება.
02 სექტემბერი 2026, 09:08
პოლიტიკა
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზურაბ დარჩიაშვილს
საქართველოში შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, დევიდ ემტესტამმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
02 სექტემბერი 2026, 09:03
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ანუ რას ამბობს, ან უნდა შევიჭრათ აფხაზეთში და სისხლის ტბები დავაყენოთ, ან გავყვეთ გვარამიას მიერ გაჟღერებულ მათ პატრონთა ახალ დავალებას და ეს მტკივნეული იარა საბოლოოდ დავივიწყოთ?!
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, აფხაზების შემორიგებაზე არ გადის, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
02 სექტემბერი 2026, 08:58
საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატირ მამედოვმა უმასპინძლა
გივი მიქანაძემ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
02 სექტემბერი 2026, 01:20
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ
რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 01:16
მსოფლიო
პუტინი: თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული სამხედრო ბაზა მას არ სჭირდება, ჩვენ ხვალვე წავალთ
რუსეთი სომხეთს, სადაც გიუმრიში რუსული ბაზაა განთავსებული, ხვალვე დატოვებს, თუკი ერევანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 01:08
მსოფლიო
პუტინმა რუსულ ცასთან დაკავშირებით უკრაინის მუქარას „ტერორიზმზე განაცხადი“ უწოდა
რუსეთის ცის ჩაკეტვის შესახებ უკრაინის მუქარა, თუკი ის ხმამაღლაა გაჟღერებული, „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადია“, - ამის შესახებ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
01 სექტემბერი 2026, 23:54
მსოფლიო
ტრამპი: აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს - თუ ირანის ჩამოშლილი სახელმწიფო ამ სრულიად გამართლებულ თავდასხმას პასუხს გასცემს, მათ ბევრად უფრო მძიმე და მაღალი ინტენსივობის დარტყმას მივაყენებთ
აშშ, სწორედ ამ წუთებში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანულ ობიექტებს ურტყამს, ეს მასშტაბური და მძლავრი იერიშებია, რაც პასუხია ირანელების წარუმატებელ მცდელობაზე, სრუტეში საზღვაო ნაღმები განეთავსებინათ და ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ჩვენი სამხედრო ბაზის მიმართულებით ნასროლ რვა რაკეტაზე, რომელთაგან ყველას ჩამოგდება წარმატებით განხორციელდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
01 სექტემბერი 2026, 23:39
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენ ამ ურთიერთობებს განსაკუთრებული გაფრთხილებით ვეპყრობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.
01 სექტემბერი 2026, 23:01
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის - ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან - ყვითელი პრესის მეთოდებამდე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ წერილს ეხმიანება და მის განცხადებებს „ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას“ უწოდებს.
01 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ზელენსკი: გვსურს გავაფრთხილოთ თითოეული ავიაკომპანია, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება - სამოქალაქო ავიაციის ადგილი დრონებს შორის არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ცა სრულიად სახიფათო ხდება და ამის შესახებ ყველა ის ავიაკომპანია გააფრთხილა, რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობს.
01 სექტემბერი 2026, 22:07
სამართალი
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს,“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
01 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.
01 სექტემბერი 2026, 21:58
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში
ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:50
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად
სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:34
კულტურა
თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.


