ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების კანონპროექტით მოსამართლების შერჩევის სტრუქტურა არსებითად იცვლება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
სამი ძირითადი რეკომენდაცია სათანადოდ ასახულია საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ. მესამე მოსმენა ორი კვირის შემდეგ შედგება. ამის შემდეგ, საბოლოოდ იქნება დახვეწილი პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამივე რეკომენდაცია თავისი შინაარსით არსებითი იყო. „სამივე რეკომენდაცია ასახულია იმ კანონპროექტში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით მივიღეთ. არსებითად, მოსამართლების შერჩევის პროცედურის სტრუქტურა იცვლება. მოსამართლების შერჩევის პროცედურის. დასაბუთების ნაწილში არსებითი ცვლილებები გვაქვს. დასაბუთდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებები, არამედ თითოეული ქულა, რომელიც დაიწერება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მხრიდან. ასევე გასაჩივრების წესია თვისობრივად შეცვლილი. აღვნიშნავ, რომ გასაჩივრება უკვე აჩერებს წარდგენის პროცედურას და ამ პროცესის თითოეულ ეტაპს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ასევე გვაქვს ღიაობის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება. კენჭისყრა არის ღია და გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია სრულად ექნებათ როგორც იუსტიციის საბჭოს წევრებს, ასევე აპლიკანტს, რომელსაც გადაწყვეტილების გასაჩივრება უნდა. ანუ, სახელებით და გვარებით თითოეული გადაწყვეტილება იქნება ხელმისაწვდომი არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, ასევე აპლიკანტებისთვის. სამივე ფუნდამენტური რეკომენდაცია არის ასახული პროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ოპონენტების კრიტიკას კანონპროექტის ღიაობის შესახებ არ იზაირებს. „ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ღიაობა და საჯაროობა. მოთხოვნა იყო ღიაობაზე და რატომ? ღიაობა იძლევა გასაჩივრების სათანადო შესაძლებლობას და ეს პრინციპი ასახულია პროექტში. რაც შეეხება საჯაროობას, ამას თავისი მინუსები აქვს. იმ პირობებში, როცა ქულები და გადაწყვეტილებების შინაარსი და დასაბუთება საჯაროდ ქვეყნდება, არის ალბათობაა იმისა, რომ საბჭოს წევრები წნეხის ქვეშ მოექცნენ სხვადასხვა მხრიდან. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიები, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები, სხვა დაინტერესებული მხარეები და ეს წნეხი მიზანშეუწონელია.
სხვათა შორის, თავის დროზე, სწორედ ღია იყო კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში და ეს აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ეკონტროლებინა. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ ღია კენჭისყრას თავისი მინუსები აქვს. თავის დროზე, დაინტერესებული მხარეები, არასამთავროები ითხოვდნენ ღიაობის გაუქმებას. ახლა კონტექსტი შეიცვალა, საპირისპიროს ითხოვენ, ღიაობას დავთანხმდით, საჯაროობის მინუსებიდან გამომდინარე საჯაროობა არ აგვისახავს, მაგრამ რაც მთავარია, კენჭისყრა ღია იქნება და აპლიკანტს საკუთარი პოზიციების დაცვის შესაძლებლობას მისცემს, თუ ფიქრობს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება უსამართლო იყო, მას წარდგენა ეკუთვნოდა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უსამართლოდ მოექცა“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 17:06
ეკონომიკა
26 მაისს ღვინის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში კონცეფციით „საქართველო ღვინის სამშობლო" წარსდგება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ერთიორად სასიხარულა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს ჩვენს მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმში, სრულიად უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კუთხეში. რეგიონის პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია და მას განვითარების დიდი რესურსი აქვს, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.
22 მაისი 2026, 16:54
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ყველა პავილიონში სპეციალური აქცენტი გაკეთდება ბავშვებისთვის გასართობ და შემეცნებით ზონებზე.
22 მაისი 2026, 16:27
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა
2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 16:19
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები წარადგინა.
22 მაისი 2026, 16:17
მსოფლიო
Bloomberg: ირანმა 30-მდე ამერიკული MQ-9 Reaper დრონები გაანადგურა, რომელთა ღირებულება თითქმის, 1 მილიარდი დოლარია
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდე შეერთებულმა შტატებმა უპილოტო საფრენის აპარატების - MQ-9 Reaper-ის დაახლოებით 20% დახარჯა. საერთო ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
22 მაისი 2026, 16:17
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც „ნაცრეჟიმის“ ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობა განადგურებული სხვა ქალების მსგავსად - კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც „ნაცრეჟიმის“ ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობა განადგურებული სხვა ქალების მსგავსად - კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
22 მაისი 2026, 16:13
პოლიტიკა
გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
22 მაისი 2026, 16:09
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-მა ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა
აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა, რაც ჩინეთის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 16:01
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას
შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, ბუნებრივი რესურსების მეორე სამიტის - INRES 2026-ის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა სესიაზე.
22 მაისი 2026, 15:45
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელსა და გვარს
რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:40
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
22 მაისი 2026, 15:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არცერთი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინაში არცერთი უნგრელი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს.
22 მაისი 2026, 15:21
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).
22 მაისი 2026, 15:20
მსოფლიო
Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე კვლავ დაკეტილი დარჩება, ევროპაში გაზის დეფიციტი შეიქმნება
ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:20
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზებულ მაუწყებელს, რომელსაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არ აქვს, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.
22 მაისი 2026, 15:16
საზოგადოება
შიო მესამე: მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე
მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე,- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას.
22 მაისი 2026, 15:03
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
22 მაისი 2026, 14:59
მსოფლიო
მარკო რუბიო: ნატოს ზოგი მოკავშირის ქცევა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით კარგად აღბეჭდილია და საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ირანის ომთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
22 მაისი 2026, 14:51
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილისა და ზოდელავას მიმართ განაჩენზე: ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.
22 მაისი 2026, 14:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ
ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.


