IMEDI /  19 სექტემბერი 2020, 00:27 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: უზენაეს სასამართლოში კანდიდატების არჩევისას ღია კენჭისყრა იყო იუსტიციის საბჭოში, რაც აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, სასამართლო ეკონტროლებინა

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ სამი ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია და სათანადოდაა ასახულია დოკუმენტში.

„ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ღიაობა და საჯაროობა. მოთხოვნა იყო ღიაობაზე და რატომ? ღიაობა იძლევა გასაჩივრების სათანადო შესაძლებლობას და ეს პრინციპი ასახულია პროექტში. რაც შეეხება საჯაროობას, ამას თავისი მინუსები აქვს. იმ პირობებში, როცა ქულები და გადაწყვეტილებების შინაარსი და დასაბუთება საჯაროდ ქვეყნდება, არის ალბათობაა იმისა, რომ საბჭოს წევრები წნეხის ქვეშ მოექცნენ სხვადასხვა მხრიდან. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიები, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიები, სხვა დაინტერესებული მხარეები და ეს წნეხი მიზანშეუწონელია.

სხვათა შორის, თავის დროზე, სწორედ ღია იყო კენჭისყრა იუსტიციის საბჭოში და ეს აძლევდა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ზურაბ ადეიშვილს, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ეკონტროლებინა. აქედან გამომდინარე ცალსახაა, რომ ღია კენჭისყრას თავისი მინუსები აქვს. თავის დროზე, დაინტერესებული მხარეები, არასამთავროები ითხოვდნენ ღიაობის გაუქმებას. ახლა კონტექსტი შეიცვალა, საპირისპიროს ითხოვენ, ღიაობას დავთანხმდით, საჯაროობის მინუსებიდან გამომდინარე საჯაროობა არ აგვისახავს, მაგრამ რაც მთავარია, კენჭისყრა ღია იქნება და აპლიკანტს საკუთარი პოზიციების დაცვის შესაძლებლობას მისცემს, თუ ფიქრობს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება უსამართლო იყო, მას წარდგენა ეკუთვნოდა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უსამართლოდ მოექცა“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.

ყველა სიახლე

ლევან დარსალია

22 მაისი 2026, 18:17

საზოგადოება

ლევან დარსალია: 26 მაისს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი

26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

22 მაისი 2026, 18:11

რეგიონი

ფოთის მერმა გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დღეს გაეროს სისტემისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - სამი ქვეყნის ელჩს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები ფოთელ ახალგაზრდებთან, სადაც მდგრადი განვითარების მიზნებზე და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

22 მაისი 2026, 18:10

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს გარეშე შუა დერეფანს, როგორც ერთიან საერთაშორისო პროექტს, აზრი არ აქვს

„საქართველოს დღეს უკავია უნიკალური, უალტერნატივო ადგილი პატარა ჯაჭვის, მაგრამ აუცილებელი ჯაჭვის დიდ ღერძზე, რასაც ჰქვია აღმოსავლეთი და დასავლეთი. როდესაც დიდი ჩინეთი, შუა დერეფნის მთავარი არქიტექტორი, პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო არის მისი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, ამის არ აღიარება და არ დანახვა ბრიუსელიდან, ძალიან სასაცილოა“, აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

დავით ერემეიშვილი  
აშოტ სმბატიანი

22 მაისი 2026, 18:07

რეგიონი

ქუთაისის მერიაში საქართველოში სომხეთის ელჩს უმასპინძლეს

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდნენ.

ალუდა ღუდუშაური

22 მაისი 2026, 17:59

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური პეტერ ფიშერზე: მან არა მარტო ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ მან იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში

მან არა მარტო ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობას მიაყენა ჩრდილი, არამედ მან იმ წესებს, რომელიც არსებობს დიპლომატიაში, ხაზი გადაუსვა და თვითონ ჩადგა რადიკალების ფერხულში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა პეტერ ფიშერზე საუბრისას.

ალუდა ღუდუშაური

22 მაისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური პრემიერის ღია წერილზე: ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ

ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

22 მაისი 2026, 17:55

სამართალი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი: დეპარტამენტის სახელით მოქალაქეებს ეგზავნება ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ, შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც - აღნიშნული შეტყობინებები დეპარტამენტის მხრიდან არ არის გაგზავნილი, მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქცია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მათი სახელით მოქალაქეებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს შეტყობინებები დეპარტამენტის მიერ არ არის გაგზავნილი.

გაბრიელ ატალი

22 მაისი 2026, 17:55

მსოფლიო

POLITICO: საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი საპრეზიდენტო კამპანიაში ერთვება

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

პეტერ მადიარი

22 მაისი 2026, 17:35

მსოფლიო

პეტერ მადიარი: პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო პლატფორმამ საკუთარი დავალება ვერ შეასრულა და უკრაინის მთლიანობა და სუვერენიტეტი ვერ დაიცვა. ხოლო ახლა ჩვენ სამშვიდობო შეთანხმება გვჭირდება, რომელსაც უსაფრთხოების რეალური გარანტიები ექნება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, 1994 წელს ბუდაპეშტში მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყო.

22 მაისი 2026, 17:32

კულტურა

ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გაიხსნა

21 მაისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა არქივმა ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა გახსნა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ნათია თურნავა

22 მაისი 2026, 17:31

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა მაღალი სანდოობითა და მდგრადობით გამოირჩევა, რასაც დეპოზიტებისა და დანაზოგების ზრდის დინამიკაც ადასტურებს.

22 მაისი 2026, 17:24

კულტურა

ეროვნული კინოცენტრი ახალი ფესტივალებისთვის და ერთობლივი პროექტებისთვის ემზადება

ქართული ფილმი და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარმოჩენილი, - ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორმა ლევან დვალმა განაცხადა.

22 მაისი 2026, 17:22

საზოგადოება

მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისათვის პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

22 მაისი 2026, 17:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „იმედზე“ თავდასხმაზე: ტყუილად არ ვადარებთ ხოლმე საბჭოთა კავშირის სტილს, რასაც უკვე ევროკავშირის ბიუროკრატია და პოლიტიკური ნაწილი აკეთებს ევროპარლამენტში - ასეთი რეპრესიები 1937 წელს ხდებოდა საბჭოთა კავშირში

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმაურება ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მიმართვას ევროკავშირის ინსტიტუტებისადმი, შეაფასონ ტელეკომპანია „იმედისა“ და მასთან დაკავშირებული აქტორების საქმიანობა.

22 მაისი 2026, 17:21

საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან ერთად, სოციალურად დაუცველ პენსიონერ ცისანა ბოლქვაძეს ესტუმრა

„მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის ფიზიკური ვაუჩერის ქონა არაა აუცილებელი. ელექტრონულად არის შესაძლებელი, აღნიშნული დახმარებით ისარგებლო. საჭიროა მხოლოდ ექიმის მიერ ელექტრონულად გამოწერილი დანიშნულება, რომლის საფუძველზეც, ბენეფიციარს შეუძლია, ნებისმიერ აფთიაქში, წლის ნებისმიერ დროს მივიდეს და მიიღოს ის წამლები, რაც მისთვის აუცილებელია. სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, ოჯახები, რომელთაც სჭირდებათ მხარდაჭერა, თანადგომა. ბევრს უჭირს, არ არის მარტივი სიტუაცია და ჩვენ, შესაძლებლობების ფარგლებში, სანამ ამის აუცილებლობა არსებობს, გვერდით დავუდგებით მათ და დავეხმარებით ყველანაირად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

22 მაისი 2026, 17:19

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპმა ჰეგსეტი პოლონეთში სამხედროების როტაციის შეჩერების გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მან პოლონეთში ამერიკელი სამხედროების როტაცია შეაჩერა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

22 მაისი 2026, 17:18

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, უნდა გამოცხადდეს როგორც ევროპული გზის მოწინააღმდეგე

ჩვეულებრივი სტრატეგიული გეგმაა, რომ ნებისმიერი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმ თემებზე, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, უნდა გამოცხადდეს როგორც ევროპული გზის მოწინააღმდეგე, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ლევან მეხუზლა

22 მაისი 2026, 17:06

ეკონომიკა

26 მაისს ღვინის ეროვნული სააგენტო ამბროლაურში კონცეფციით „საქართველო ღვინის სამშობლო" წარსდგება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. ერთიორად სასიხარულა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს ჩვენს მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმში, სრულიად უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კუთხეში. რეგიონის პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია და მას განვითარების დიდი რესურსი აქვს, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

ირაკლი ნადარეიშვილი

22 მაისი 2026, 16:54

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ყველა პავილიონში სპეციალური აქცენტი გაკეთდება ბავშვებისთვის გასართობ და შემეცნებით ზონებზე.

22 მაისი 2026, 16:27

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა

2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.