არჩილ თალაკვაძე: თქვენი მხარდაჭერით ჩვენ გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლითაც მოქალაქეებს უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი გექნებათ ქვეყნის მმართველობაზე
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: ქართული ოცნება
თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რისი გაკეთება შევძელით ერთად და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში - ალბათ ეს ორი კითხვაა სწორედ ის, რასაც პასუხობს ადამიანი, როდესაც თავის არჩევანს აკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სამტრედიაში განაცხადა, სადაც მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, დაეცვა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, შეძლო, ყველაზე უკეთ ეზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მისი უფლებების დაცვაზე, შეძლო ისიც, რომ ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ადამიანის საკუთრება არის დაცული.
„ჩვენ გავატარეთ პრაგმატული, ძალიან დაბალანსებული და პროგრესული საგარეო პოლიტიკა. გვაქვს წარმატებები როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. ჩვენ შევძელით ახალი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება ბევრი საქმე, სიღარიბისა და უმუშევრობის პირისპირ რჩებიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდბათ სახელმწიფოს პირდაპირი დახმარება.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განვამტკიცებთ ნდობას თქვენთან, საზოგადოებასთან და მომავალზეც ავიღებთ პასუხისმგებლობას. ამისთვის ჩვენ გვყავს გამოცდილი გუნდი და გვაქვს გეგმა, რომელიც არის დაფუძნებული განათლების ფუნდამენტურ რეფორმებზე, დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. რაც მთავარია, გვყავს ძლიერი ლიდერი და გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“, - მიმართა შეკრებილებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დიდი გამოწვევაა პანდემია, რომელმაც გამოცდის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო და არაერთი ქვეყნის, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც.
„ჩვენ შევძელით და თქვენი მხარდაჭერით განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები. წელს ვატარებთ უპრეცედენტოდ დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენგანს გექნებათ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი ხელისუფლებაზე, გექნებათ უფრო მეტი მონაწილეობის შესაძლებლობა ქვეყნის მართვის პროცესში, უფრო უკეთ დაგეგმავთ თქვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და თქვენი შვილების განათლებას, თქვენი ოჯახების ხანდაზმული წევრებისთის უფრო უკეთ აირჩევთ იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც თქვენთვის მისაღებია.
აი ეს არის რასაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ. რასაკვირველია, რჩება ბევრი გამოწვევა, მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის გაკეთებადი და ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენს ქვეყანას კიდევ მეტი ახალი წარმატება მოვუტანოთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის! გვეამაყება, რომ გვყავს ასეთი მხარდამჭერები.
ჩვენ ვენდობით ჩვენს საზოგადოებას, გვჯერა ჩვენი თანამოქალაქეების და დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
23 ივლისი 2026, 13:18
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებულ პირზე: როგორც ნამდვილმა, პატრიოტმა ქართველმა ვერ მოითმინა ქართული კულტურის, ტრადიციების და ყოველივე ქართულის ასე ღიად შებღალვა, რასაც ასე შეაჩვიეს ბოლო დროს ენა ბენდუქიძე&Co ინკუბატორებში გამოზრდილმა სუროგატმა „ქართველებმა“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ ბრალდებული სამართალდამცავ ორგანოებში თავად გამოცხადდა, დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
23 ივლისი 2026, 13:04
ტექნოლოგიები
იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან
„ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს მეთოდი განვავითაროთ, როგორც თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტი - ადამიანისგან ადამიანზე ტრანსპლანტაციასა და დიალიზთან ერთად“, - განაცხადა PorMedTec-ის ხელმძღვანელობამ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ტესტირება ერთდროულად იაპონიის ორ საავადმყოფოში ჩატარდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი ტესტირება იქნება.
23 ივლისი 2026, 12:58
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, ირანელები ამერიკულ მხარეს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელებს ყოველდღე ურეკავენ და გარიგების დადებას სთხოვენ.
23 ივლისი 2026, 12:51
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ სკვერს მუხიანის IVბ მიკრორაიონში აწყობს
პროექტის თანახმად, აღნიშნულ მისამართზე განხორციელდება ექვსი უკანონო ავტოფარეხის დემონტაჟი და გამოთავისუფლებული ტერიტორია შეუერთდება მანამდე აქ არსებულ მცირე ზომის სკვერს. დაგეგმილია, ასევე, საპარკინგე სივრცეების მოწყობა.
23 ივლისი 2026, 12:38
პოლიტიკა
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ონისე ოქრიაშვილს ჰკითხა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინე, მეტი საგინებელი ვერავინ ნახე შე არაკაცო, ყველაფერი ქართული რატომ გეზიზღებათო
ონისე ოქრიაშვილის თავდამსხმელის ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცნო ოქრიაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, პოდკასტში, ნოდარ დუმბაძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
23 ივლისი 2026, 12:26
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, მან ლავროვთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დროს მან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა.
23 ივლისი 2026, 12:24
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
23 ივლისი 2026, 12:13
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ეკონომიკურმა საბჭომ იმსჯელა რიგი კომპანიების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
23 ივლისი 2026, 12:08
საზოგადოება
გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და პირველი ნაკადის მონაწილეებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს ეწვია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ბანაკის 2026 წლის პირველი ნაკადის მონაწილეები არიან.
23 ივლისი 2026, 11:58
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პარლამენტის სპიკერს შეხვდა
მთავრობის მეთაურმა სინგაპურის პარლამენტის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.
23 ივლისი 2026, 11:56
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმა
ევროკავშირის ელჩებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 11:44
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე გიორგი სიორიძეს: საზოგადოება თქვენგან მკაფიო პოზიციას ელის! მინიმუმ, საჯაროდ დაგმეთ მკვლელობის ეს ამაზრზენი ფაქტი და აჩვენეთ საზოგადოებას, რომ პირადი კავშირები კანონსა და მორალზე მაღლა არ დგას
გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული კაპანაძე, გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ამასთან, ჩემი ინფორმაციით, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ბრალდებულის მეჯვარეა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
23 ივლისი 2026, 11:42
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეაფურთხეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს პეტერ მადიარს შეაფურთხეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 11:36
მსოფლიო
სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ერთადერთი რამ, რაც ახლა იმას გვახსენებს, რომ ამ შენობაში ჰიტლერი დაიბადა, სახლის სიახლოვეს მდებარე მემორიალური ქვაა, რომელიც მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკიდან არის ჩამოტანილი და რომელზეც ამოტვიფრულია წარწერა: „ფაშიზმი - აღარასოდეს“.
23 ივლისი 2026, 11:36
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება ვიდრე კაცობრიობა იარსებებს. მშვიდობასთან დამარცხებულები ყველა შემთხვევას იყენებენ, ხელისუფლების მშიდობიანი პოლიტიკის დისკრედიტაციისთვის
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, გუშინ თბილისის ქუჩებში მომხდარ დანაშაულებრივ შემთხვევებს ფართო პოლიტიკურ კონტექსტში აფასებს.
23 ივლისი 2026, 11:30
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
23 ივლისი 2026, 11:24
სამართალი
სამართალდამცველებმა ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
23 ივლისი 2026, 11:20
სამართალი
ონისე ოქრიაშვილი მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა
როგორ ონისე ოქრიაშვილმა განაცხადა, რამდენიმე ადამიანი მას სახლთან ჩაუსაფრდა და თავს დაესხა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს, კლინიკა მან მალევე დატოვა.
23 ივლისი 2026, 11:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად
საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის მომავალში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას.
23 ივლისი 2026, 11:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ოქრიაშვილმა ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, სწორედ მწერლის სამჯერ ნაინფარქტალ გულზე აქცენტირებით - პასუხი, რაც ლიბერალმა აკაცუკმა ამის გამო მიიღო, ცალსახად დასაგმობია, მაგრამ თავში ერთი-ორი წამოთაქება არ უნდა გაგიკვირდეს, როცა დიდებული ნაწარმოებების ავტორს, თანაც გარდაცვლილს, საჯაროდ აგინებ
ვინმე ონისე ოქრიაშვილის ფრაზა „ნოდარ დუმბაძის გული მო...ან“ სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და „ჰიპოტეტური“, როგორც ამას თავად ეს აკაცუკი ოქრიაშვილი აცხადებს, მან ნოდარ დუმბაძეს სრულიად შეგნებულად და გამიზნულად აგინა, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში.


