23 ივლისი 2026, 13:04 / სანდო წყარო

იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან

იაპონიაში ადამიანებისთვის ღორის თირკმლების გადანერგვის ტესტირებისთვის ემზადებიან - 2033 წლისთვის ასეთი ოპერაციები შესაძლოა სტანდარტული გახდეს. საკითხზე მეიძის უნივერსიტეტთან არსებული სტარტაპი PorMedTec მუშაობს. უნივერსიტეტში გენმოდიფიცირებული ღორების გამოყვანა უკვე დაიწყეს, ცხოველისგან ადამიანისთვის თირკმლების გადანერგვის კლინიკური გამოცდების ჩატარება კი 2028 წელს იგეგმება.

„ჩვენ განზრახული გვაქვს, ეს მეთოდი განვავითაროთ, როგორც თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტი - ადამიანისგან ადამიანზე ტრანსპლანტაციასა და დიალიზთან ერთად“, - განაცხადა PorMedTec-ის ხელმძღვანელობამ.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ტესტირება ერთდროულად იაპონიის ორ საავადმყოფოში ჩატარდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ იაპონიისთვის ეს პირველი მსგავსი ტესტირება იქნება.

სტარტაპი ვარაუდობს, რომ პირობით ნებართვას ცხოველებიდან ადამიანებზე ორგანოების გადანერგვაზე 2030 წელს მიიღებს, ხოლო 2033 წლისთვის ადამიანისთვის ღორის თირკმლების ტრანსპლანტაციას თერაპიის სტანდარტულ მეთოდად აქცევს.

იაპონური კომპანია ამ პროექტში თანამშრომლობს აშშ-ის ბიოტექნოლოგიურ კომპანია eGenesis Inc.-თან, რომლისგანაც გენმოდიფიცირებულ ღორის უჯრედებს იღებს. რეციპიენტის ორგანიზმის მიერ გადანერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან აცილების მიზნით, ღორის ორგანიზმში 69 გენეტიკური მოდიფიკაცია იქნება შეტანილი.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

06 სექტემბერი 2026, 18:02

მსოფლიო

FT: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

გამოცემა განმარტავს, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილოები არიან ეკონომიკის მდგომარეობითა და ცხოვრების ღირებულებით. აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა, რომელიც ქვეყნის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობისთვის ძირითადს წარმოადგენს, ისტორიულ პიკს მიაღწია და გალონზე (3.78 ლიტრი) 5.85 დოლარი შეადგინა.

06 სექტემბერი 2026, 18:00

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში COSCO Shipping Lines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

06 სექტემბერი 2026, 17:21

რეგიონი

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს და საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს

რაჭაში „ონელობა 2026“ აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოვეს.

ნიკა გვარამია

06 სექტემბერი 2026, 17:18

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის

ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას ნიკა გვარამიამ.

06 სექტემბერი 2026, 17:08

მსოფლიო

ზაგრებში ნარჩენების გატანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

37 ათას ტონამდე ნაგავი ქალაქ გოსპიჩის სიახლოვეს გასულ წელს აღმოაჩინეს. ნარჩენების დიდი ნაწილი ხორვატიის ტერიტორიაზე სავარაუდოდ 2023-2024 წლებში იტალიიდან არის შეტანილი. მოსახლეობა დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდას მოითხოვს. სპეციალისტების განმარტებით, ნაგავი რეგიონში სასმელ წყალს აბინძურებს.

სარა ხალიფა

06 სექტემბერი 2026, 17:01

მსოფლიო

ნარკოდანაშაულში მხილებულ ეგვიპტელ ტელეწამყვანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ისინი კრიმინალური დაჯგუფების წევრობაში დაადანაშაულეს, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკების დასამზადებლად ინგრედიენტები შეჰქონდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი

06 სექტემბერი 2026, 15:36

მსოფლიო

კიევში ზელენსკის, უიტკოფსა და კუშნერს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს შეხვდა. სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინაში ომის მოგვარების მიზნით პირველად ჩავიდნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

ლეო ნაფტა

06 სექტემბერი 2026, 14:44

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა პუტინის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის შეხვედრაზე: არ ვიცი, ამ სირცხვილს, რასაც ტრამპისნაირი უროდის ორჯერ არჩევა ჰქვია, როდის ჩამოირეცხავს ეს ქვეყანა. აი, ამ მახინჯების ჯინაზე, ტრამპის დროს უნდა გადაჯეგოს უკრაინამ ღორეთი

ოპოზიციის პროპაგანდისტი ლეო ნაფტა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის შეხვედრას დონალდ ტრამპის მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან.

ჯარედ კუშნერი და სტივენ უიტკოფი

06 სექტემბერი 2026, 14:41

მსოფლიო

მედია: კუშნერი და უიტკოფი კიევში ჩავიდნენ

უკრაინული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ. ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით ჩავიდნენ და ქვეყნის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.

06 სექტემბერი 2026, 14:39

სპორტი

ირაკლი ეგოიანმა „ტილბუგს“ გოლი გაუტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა

ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-5 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „ტილბურგი“ 3-0 დაამარცხა. გამარჯვებულებს შორის კი საუკეთესო ეგოიანი იყო, რომელმაც მე-8 წუთზე ასისტი შეასრულა, 85-ე წუთზე კი გოლი გაიტანა.

06 სექტემბერი 2026, 14:34

სპორტი

ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ჯგუფური ეტაპი საქართველოს კიბერფეხბურთის ნაკრებმა პირველ ადგილზე დაასრულა. ქართველმა კიბერსპორტსმენებმა გიორგი გაბუნიამ და საბა პეტრიაშვილმა პორტუგალიის, ყაზახეთის, სერბეთის, ბოსნიის, საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ხორვატებთან კი ფრედ ითამაშეს.

06 სექტემბერი 2026, 14:34

მსოფლიო

პარიზში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ადგილზე სამაშველო და სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

06 სექტემბერი 2026, 14:31

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი უსაფრთხოების ზონაში ისრაელელ სამხედროებზე თავდასხმისთვის. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.

06 სექტემბერი 2026, 14:29

მსოფლიო

საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქცია გაიმართა

ფერმერების აქციები იანვარში შეწყდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათ მხარდაჭერა აღუთქვა. ფერმერები წარმოების ხარჯების შემცირებას, სუბსიდირების შენარჩუნებას, სადაზღვევო სისტემის რეფორმირებას და იმპორტის შეზღუდვას მოითხოვდნენ.

რობერტ ფიცო

06 სექტემბერი 2026, 14:23

მსოფლიო

რობერტ ფიცო: დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს

დასავლეთის მიერ უკრაინის შეიარაღების გაგრძელება ომს გლობალურ დაპირისპირებაში გადაიყვანს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

06 სექტემბერი 2026, 14:22

მსოფლიო

Axios: ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში მოსკოვში სანქციებზე პასუხისმგებელი ჯინ ლენგიც იმყოფებოდა

Axios-ის ცნობით, ლენგი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელ, კირილ დმიტრევთან მოლაპარაკებებს ესწრებოდა, პუტინთან შეხვედრაში კი მონაწილეობა არ მიუღია. როგორც გამოცემა წერს, ამერიკულ დელეგაციაში ლენგის ყოფნა იმაზე მიანიშნებს, რომ ვიზიტისას შესაძლოა სანქციების საკითხი განხილულიყო. ცნობისათვის, უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში გუშინ იმყოფებოდნენ, დღეს კი ისინი შეხვედრებს კიევში გამართავენ.

გიორგი ვოლსკი

06 სექტემბერი 2026, 14:13

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას მუქარაზე: მთელი საქართველო იყო ტერორის ქვეშ და ის ამ ტერორის განახლების შესაძლებლობაზე მიუთითებს

ნიკა გვარამიას განცხადება, რომლითაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერს დაემუქრა, შეფასებების თემაა „ქართულ ოცნებაში“. გიორგი ვოლსკი გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულს იხსენებს.

06 სექტემბერი 2026, 14:08

საზოგადოება

„ექსპო ჯორჯიაში“ ყვავილების ფესტივალი გაიმართა

თბილისის მერიის მხარდაჭერილი ფესტივალის მიზანია, გახდეს პროფესიული და ბიზნესპლატფორმა, სადაც ქართველი მწარმოებლები, იმპორტიორები, ფლორისტები და სავაჭრო ქსელები დაამყარებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს, წარადგენენ საკუთარ პროდუქციას და ხელს შეუწყობენ საქართველოში ყვავილების ინდუსტრიის განვითარებას.

06 სექტემბერი 2026, 13:35

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

შობადობის შემცირებამ და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდამ შრომისუნარიან და ხანდაზმულ მოსახლეობას შორის დემოგრაფიული ბალანსი შეცვალა. პროგნოზების თანახმად, 2060 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობა 852 მილიონიდან (2025 წელი) 2 მილიარდამდე გაიზრდება. პლანეტის მოსახლეობის საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 10 მილიარდს გადააჭარბებს.

გლებ სმოლკინი და დიანა დევისი

06 სექტემბერი 2026, 13:10

სპორტი

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს⛸️

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს ნაკრების წევრმა წყვილმა - დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, 188.99 ქულით ტურნირში მოასპარეზე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.