რომელ პარტიას რა ნომერი ექნება მინიჭებული 2020 წლის არჩევნებში. სია
ფოტო: ცესკო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო უკვე წლებია საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაზე ატარებს რიგითი ნომრების წილისყრით განსაზღვრის პროცედურებს.
„შეგახსენებთ, რომ გუშინ ამოიწურა ცესკოს თავმჯდომარისთვის ბლოკების რეგისტრაციის მიზნით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვრის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია (არჩევნების დღემდე 30 დღით ადრე), თუმცა ცესკოს მიერ სხვადასხვა პროცედურების დროულად დასრულების შედეგად, რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესი არჩევნების დღემდე 42 დღით ადრე ჩატარდა.
ამასთან, გუშინ ცესკომ, საარჩევნო სუბიექტების საქმიანობისთვის მაქსიმალურად ხელშეწყობის მიზნით, მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს გაუმარტივდათ რიგითი ნომრების გამოყენების პროცედურა. მათ მიეცათ შესაძლებლობა 31 ოქტომბრის 3-ვე ტიპის არჩევნებში გამოიყენონ დღეს მინიჭებული რიგითი ნომერი ან ის რიგითი ნომერი, რითაც მონაწილეობას იღებდნენ ბოლო საერთო მუნიციპალიტეტის არჩევნებში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს გამართულ წილისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღო 47-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენებს, კანონმდებლობის თანახმად, უფლება ჰქონდათ წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ რიგითი ნომერი.
31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში პარტიები და ბლოკები შემდეგი ნომრებით ჩაერთვებიან:
№1 – (პარტია) თეთრები
№2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
№3 – ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
№4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ
№5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”
№6 – მომავალი საქართველო
№7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის 2
№8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
№9 – გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია
№10 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
№11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია
№12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
№13 – რეფორმერი
№14 – ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი
№15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო
№16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
№17 – ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო
№18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
№19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი
№20 – საქართველო
№21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)
№22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა
№23 – ახალი ძალა
№24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები
№25 – თავისუფალი დემოკრატები
№26 – ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის”
№27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი
№28 – ქართული ფესვები
№29 – დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა
№30 – შეცვალე საქართველო
№31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა
№32 – სახალხო პარტია
№33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)
№34 – სოციალური სამართლიანობისათვის
№35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
№36 – გირჩი
№37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
№38 – იბერიელთა ერთობა 3
№39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი
№40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე
№41 – ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
№42 – რეფორმატორები
№43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)
№44 – ქართული იდეა
№45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა
№46 – გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის
№47 – ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია
№48 – არჩევანი სამშობლოსათვის
№49 – ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი
№50 – პროგრესული საქართველო
№51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
№52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი
№53 – ტრადიციონალისტები
№54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები
№55 – ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა
№56 – ლელო
№57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”
№58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
№59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
№60 – საქართველოს განვითარების პარტია.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 09:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 ოქტომბერს საქართველოში
1 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
01 ოქტომბერი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: საუდის არაბეთმა ისრაელს უარი უთხრა ქვეყანაში სამხედრო თვითმფრინავები გაეგზავნა და ავარიულად დაშვებული Fly Dubai-ს რეისის მგზავრები დაებრუნებინა
საუდის არაბეთმა უარყო ისრაელის მოთხოვნა სამხედრო თვითმფრინავებს სამეფოს ტერიტორიაზე გაგზავნისა და დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი ავიაკომპანია Fly Dubai-ის რეისის მგზავრების უკან დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი უსაფრთხოების სამსახურის ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 08:46
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: საზოგადოებას არაერთგზის უნახავს ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიები ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბერა ივანიშვილის მისამართით და მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია მისი გადაწყვეტილება, მიმართოს სასამართლოს, რათა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც ბოლო პერიოდში ახალი ენერგიით არის წამოწყებული
ბერა ივანიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ცილისმწამებლურ და ორკესტრირებულ კამპანიებს, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ კანონი უნდა დაუპირისპიროს და ეს ნაბიჯი სამომავლოდ ერთგვარი პრევენცია იქნება.
01 ოქტომბერი 2026, 08:35
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: თუ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თუ არა ქართველი ხალხის მედგარი წინააღმდეგობა და ის რევოლუციური არჩევნები, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარდა, ძალიან სავალალო შედეგით დასრულდებოდა სააკაშვილის რეჟიმის განგრძობადი მმართველობა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების მნიშვნელობაზე საუბრობს.
01 ოქტომბერი 2026, 08:27
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა იმედი, რომ მწამებლური სისტემა დასრულდებოდა - ეს დაგვირგვინდა 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც საზოგადოება გვერდში დაუდგა ერთადერთ ძალას, რომლის მიზანიც იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და ამ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შრომა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე 14 წლის წინ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას აფასებს.
01 ოქტომბერი 2026, 08:14
რეგიონი
გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ახალგაზრდებს სპეციალური სიგელები და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
01 ოქტომბერი 2026, 08:11
კულტურა
ბათუმის საფორტეპიანო მარათონი პირველად გაიმართა
მარათონში სამუსიკო სკოლების 40-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. საღამოზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ნიჭიერი პიანისტების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა. ინიციატორი აჭარის კულტურის სამინისტრო იყო.
01 ოქტომბერი 2026, 08:06
პოლიტიკა
„ქრონიკის" კითხვა - აპირებს თუ არა IRI კვლევის ოფიციალურად გამოქვეყნებას და დამკვეთის დასახელებას, რომელიც ოპოზიციამ საგულდაგულოდ დამალა, ამ დრომდე პასუხგაუცემელია
კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს ერთპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს ორ პროცენტიანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა ლელო. ამ ფონზე ქართულ ოცნებას ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს. მმართველი გუნდისთვის კი, ის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც კვლევის თანახმად ოპოზიციურ ფლანგს აქვს - ქართველი ხალხის ვერდიქტია.
01 ოქტომბერი 2026, 08:02
პოლიტიკა
14 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან დღეს 14 წელი გავიდა
2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მოსახლეობის ხმების 54.97% მოიპოვა და იმჟამინდელი მმართველი პარტია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა.
01 ოქტომბერი 2026, 08:00
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა - უნგრეთის ნაკრებთან შეხვედრა ხვალ გაიმართება
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს სასტუმროსთან ადგილობრივი გულშემატკივრები დახვდნენ და ავტოგრაფები გამოართვეს. უეფას ერთა ლიგის ბე დივიზიონის მესამე ტურში ხვალ უნგრეთის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდი მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
01 ოქტომბერი 2026, 00:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე: რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი
ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.
01 ოქტომბერი 2026, 00:31
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო
1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
01 ოქტომბერი 2026, 00:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ფასეულობა და ღირებულება ყოველთვის ადამიანი და მისი უფლებები იყო. ამის შესახებ კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
01 ოქტომბერი 2026, 00:30
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება
ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს - დრონებისა და რაკეტების უწყვეტი ტალღებით იგი ანადგურებს ქალაქებს, ქარხნებს, ხიდებსა და პორტებს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება“.
01 ოქტომბერი 2026, 00:18
პოლიტიკა
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან
2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს, „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან
01 ოქტომბერი 2026, 00:00
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა
აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა, - ასე ახასიათებს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.
30 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე IRI-ის კვლევაში ოპოზიციის შედეგზე: ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ ჩადენილი
2012 წლის შემდეგ ეს მონაცემები [ოპოზიციის შედეგი სოციოლოგიურ კვლევაში] ერთი მიმართულებით მიდის, - განაცხადა გადაცემაში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ IRI კვლევაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციურიმა პარტიებმა 2012 წლიდან ვერც ერთ არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს.
30 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა
რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, -
30 სექტემბერი 2026, 23:52
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო
ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ბაქოს ექსპოცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.
30 სექტემბერი 2026, 23:48
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია
არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.


