IMEDI /  22 სექტემბერი 2020, 12:56 / სანდო წყარო

საქართველში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიან

საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტი (IRI) აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდის საქართველოში ჩამოვა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის განმავლობაში განახორციელა თითქმის ყველა არჩვენების მონიტორინგი და შეფასება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე“, - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

„მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

კორონავირუსისი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არის არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების წინაშე, აძლიერებს ხელისუფლებას რათა ის გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, მუშაობს აამაღლოს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფთა - მათ შორის, ქალებისა და ახალგაზრდების - ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.iri.org“ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. .

მმართველი გუნდის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი.

რაც შეეხება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირი აპირებს, გამოაგზავნოს როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლები საქართველოში, - ამის შესახებ დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კენი დეგნანმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

27 აგვისტო 2026, 13:26

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდათ მეხუთე კოლონას საქართველოში. ეს არის ე.წ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, მდიდარი NGO-ები, ესენი არიან რადიკალური აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები

ჩვენ კარგად გვახსოვს ის ყალბი ემოცია, რომელიც გააჩნდათ მეხუთე კოლონას საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას.

გიორგი სოსიაშვილი

27 აგვისტო 2026, 13:04

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი: გარე პატრონებისგან მართული აგენტურა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. გიგაურების, ლომჯარიების, გვარამიების კამპანია რას ემსახურებოდა? უნდა აგვემართა ხელი ჩვენს მოძმე ოსებსა და აფხაზებზე. ეს იყო მათი ნარატივი, გარედან მიღებული დავალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი ლევან მაჭავარიანის განცხადებას ეხმიანება, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს ეხება.

თამარ ჩერგოლეიშვილი

27 აგვისტო 2026, 13:00

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.

დავით ზურაბიშვილი

27 აგვისტო 2026, 12:50

პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში

„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

27 აგვისტო 2026, 12:48

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს

აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სერგეი ნარიშკინი

27 აგვისტო 2026, 12:43

მსოფლიო

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 12:32

მსოფლიო

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

27 აგვისტო 2026, 12:18

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.

27 აგვისტო 2026, 12:06

საზოგადოება

მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 11:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.

27 აგვისტო 2026, 11:51

საზოგადოება

ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ლევან ზაუტაშვილი

27 აგვისტო 2026, 11:49

საზოგადოება

ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ

ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.

27 აგვისტო 2026, 11:49

კულტურა

„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.

27 აგვისტო 2026, 11:47

საზოგადოება

გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 11:42

ტაბლოიდი

ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅

ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.

ილია ჯალაღონია

27 აგვისტო 2026, 11:41

პოლიტიკა

ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში

ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.

27 აგვისტო 2026, 11:39

მსოფლიო

აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პლატონ კალმახელიძე

27 აგვისტო 2026, 11:30

პოლიტიკა

პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად

კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.

27 აგვისტო 2026, 11:28

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.

რუპერტ გრინტი

27 აგვისტო 2026, 11:23

კულტურა

რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄

გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.