Imedi /  22 სექტემბერი 2020, 23:45 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს, ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

თანდათანობით პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს. ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძალა სიცრუეზე იყო აგებული და ამას ისინი 9 წლის განმავლობაში ახერხებდნენ.

„ისინი ხელისუფლებაში იყვნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ალბათ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა. ისინი ამის შემდეგ ასევე ახერხებენ სიცრუით გარკვეული სეგმენტის შენარჩუნებას. წინა არჩევნების დროს, 2016 წელს მათ მოახერხეს 27%-ის აღება. ახლა ნაკლებს შეძლებენ, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად სოლიდური იქნება ის ხმების რაოდენობა, რომელსაც მიიღებენ. ასეთი პოლიტიკური პარტიებისთვის 12-13%-იც არის მძიმე. არ შეიძლება, რომ მაგალითად, ამომრჩეველი ხედავს, კაცს აქვს ათეული მილიონი ლარი მოპარული ბიუჯეტიდან და ის 100 ათას ხმას იღებდეს, ან თუნდაც 50 ათასს. ეს არის წარმოუდგენელი, მით უმეტეს, ზოგმა 200 ათასი მიიღოს. ეს მძიმე მოსასმენია. ასეთი პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ათიათასობით ხმას იღებენ, მაგრამ ეს დროის საკითხია. დაღმავალი პროცესია და მათი რეიტინგი აუცილებლად შემცირდება. ამ დანაშაულებსაც რომ თავი დავანებოთ, ეს არის კორუფცია, ადამინების მკვლელობები და ასე შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც რუსეთს ტერიტორიის 20% ჩააბარა და შემდეგ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც კობახიძის განმარტებით, პირდაპირ მითითებულია, რომ „საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო“.

„მათ საქართველოს დააბრალეს საომარი მოქმედებების დაწყება და რითაც რუსეთის ფედერაციას ოკუპაცია გაუფორმეს. მარტივი კითხვა რომ დავსვათ მაყურებლის წინაშე: შეიძლება ასეთი პოლიტიკური ძალა არა თუ 12%-ს, 3%-ს ან 1%-ს, ერთ ხმას შეიძლება იღებდეს? რა თქმა უნდა, არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს არის პოლიიკური კულტურის საქმე. თანდათანობით განვითარდება და პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, მომავალში ვერც 12%-ს და 3%-ს ვეღარ მიიღებს. ეს არის ლოგიკური განვითარების პროცესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2026, 15:52

სამართალი

პროკურატურა ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო.

10 ივლისი 2026, 15:46

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მახრჩობდა ის პროტესტი, რაც მქონდა და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. ეგრე გადავწყვიტე საჭიროდ, რომ მემოქმედა. არ გამომივიდა

ალეკო ელისაშვილმა, რომელსაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სასამართლოზე თქვა, რომ ქმედების მიზეზი პროტესტი იყო, რომელიც ახრჩობდა.

10 ივლისი 2026, 15:34

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს - დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ალეკო ელისაშვილი

10 ივლისი 2026, 15:28

სამართალი

ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ილჰამ ალიევი

10 ივლისი 2026, 15:26

პოლიტიკა

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამკტიცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

10 ივლისი 2026, 15:16

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო და სახელშეკრულებო სამსახურში გაწვევის პროცესის ეფექტურობის გაზრდას, რეგიონში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის საკითხებს.

ვახტანგ ცინცაძე

10 ივლისი 2026, 15:10

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო

„საქართველოს აქვს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ინდექსის (ანგარიშის) ფარგლებში, მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგთან დაკავშირებით.

10 ივლისი 2026, 14:45

სპორტი

RAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო.

ანტონიუ კოშტა ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 ივლისი 2026, 14:45

მსოფლიო

Euractiv: რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შერბილდება

ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტს მნიშვნელოვნად შერბილებული სახით დაამტკიცებენ. ინფორმაციას Euractiv-ი ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გორგი აბაშიშვილი

10 ივლისი 2026, 14:34

ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: შემოსავლები ტურიზმიდან, საექსპორტო შემოსავლები, გადმორიცხვები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - როდესაც ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი ქვეყანაში უმჯობესდება და ამ გაუმჯობესების ტრენდი არის აღმავალი და მზარდი, ეს ავტომატურად გულისხმობს ეროვნული ვალუტის გამყარებას

„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ვალუტის გამყარების განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ყველა ფუნდამენტური ფაქტორი გაუმჯობესებულია.

თენგიზ შარმანაშვილი

10 ივლისი 2026, 14:30

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ძირითად საქმიანობას თავის თავზე იღებენ და სანქციებს განუწესებენ საქართველოს, ხოლო ესენი აქედან აქციებით შეამაგრებენ, ანუ კოორდინირებულად იმოქმედებენ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს სლოგანად გამოაქვთ და ხმამაღლა საუბრობენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის მიდგომაა „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“.

ვარლამ ლიპარტელიანი

10 ივლისი 2026, 14:23

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ბოლო პერიოდში გვახსოვს, რამდენად თავსმოხვეული იყო საუბარი იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები. ჩვენ სრულიად საპირისპირო ვიხილეთ

ბოლო პერიოდში გვახსოვს, თუ რამდენად თავს მოხვეული იყო გარკვეული პოლარიზაცია და საუბარი იმაზე, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ გუნდს არ ესაუბრებიან ახალგაზრდები, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა.

10 ივლისი 2026, 14:22

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო.

მარიამ გრიგოლიშვილი

10 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი პრემიერთან შეხვედრაზე: როგორც პრემიერისთვის, ასევე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. სწორედ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალობაში იქცევა ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს

პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ასევე, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. სწორედ ასეთი პირდაპირი კომუნიკაცია ბატონ პრემიერთან არის დასტური იმისა, რომ რეალობაში იქცევა ინიციატივები, რაც ახალგაზრდებმა გააჟღერეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა პრემიერ- მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ენდი ბერნემი

10 ივლისი 2026, 14:19

მსოფლიო

BBC: „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის პოსტზე ენდი ბერნემის კანდიდატურას 402 დეპუტატიდან 322-მა უკვე მხარი დაუჭირა. ის პრემიერის თანამდებობას სავარაუდოდ 20 ივლისს დაიკავებს

დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის არჩევნებში ენდი ბერნემი ფავორიტად რჩება. BBC-ის ინფორმაციით, პარტიის 403 დეპუტატიდან 322-მა მის კანდიდატურას უკვე დაუჭირა მხარი.

10 ივლისი 2026, 14:14

ეკონომიკა

გლობალური გამოწვევების ფონზე ლარი ბოლო ერთი თვეა, ყოველდღიურად მყარდება - ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.63-ია

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. გლობალური გამოწვევების ფონზე ლარი ბოლო ერთი თვეა, ყოველდღიურად მყარდება. ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2.63-ია. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს გატარებული რეფორმების და ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგია.

10 ივლისი 2026, 14:07

სამართალი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მოქალაქე იოსებ მარტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე იოსებ მარტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საქმის მასალების მიხედვით, მარტაშვილმა სოციალურ ქსელში ლევან ჭაფოძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ჭაფოძემ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართა.

10 ივლისი 2026, 13:53

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულებს 19 და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

10 ივლისი 2026, 13:53

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

ნაიჯელ ფარაჯი

10 ივლისი 2026, 13:44

მსოფლიო

The Guardian: ბრიტანეთის პოლიცია ნაიჯელ ფარაჯის პარტიისთვის 500 ათასი გირვანქა სტერლინგის შემოწირულების საქმეს იძიებს

ბრიტანეთის პოლიცია იძიებს გაერთიანებული სამეფოს პარტიისთვის „რეფორმა“ გადარიცხულ 500 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის შემოწირულებებს, რომლებიც მსჯავრდებული თაღლითის დედამ განახორციელა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.