კახა კუჭავა: ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ
კახა კუჭავა
ფოტო: Imedi
ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილები შეაფასა.
„ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ძალიან მკაფიო გზავნილები და მაღალი შეფასებები მოვისმინეთ. პირველ რიგში, ეს ეხებოდა იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რითაც თავადაც ამაყობს. ვადგავართ სწორ გზას და ამ გზით ძალიან მალე შევძლებთ, იმას მივაღწიოთ, რაც დიდი ხნის სურვილია და ნატოს წევრები გავხდეთ. დარწმუნებული ვარ, ორი დღის განმავლობაში, მაღალი დონის შეხვედრებისგან საინტერესო და პოზიტიურ გზავნილებს მივიღებთ. მოლოდინი იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ძალიან მაღალია პარტნიორების მხრიდან. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ შეგვწევს უნარი თავისუფალი არჩევნების ჩატარების. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. არაერთხელ გვითქვამს, რომ მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით გამორჩეული კიდევ ერთხელ იყოს. დარწმუნებული ვარ, ქვეყანა და ხელისუფლება ამ გამოცდასაც ღირსეულად ჩააბარებს. ევროპაში მეგობრებისთვის სანდო და სამაგალითო პარტნიორი ვართ და ეს მოლოდინიც ბუნებრივია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 14:22
პოლიტიკა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია შედიოდნენ, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა.
08 ივნისი 2026, 14:18
პოლიტიკა
მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები განიხილა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სამი ანგარიში განიხილა.
08 ივნისი 2026, 14:07
სპორტი
ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, უკრაინის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოველში ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი პარასპორტსმენებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პარასპორტსმენმა უკრაინიდან, კანადიდან, მექსიკიდან და საქართველოდან.
08 ივნისი 2026, 14:00
საზოგადოება
Le Figaro: საქართველო - ემოციების ისტორია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
08 ივნისი 2026, 13:53
მსოფლიო
ზელენსკი სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვების შემდეგ: ეს არის გამოცდა ევროკავშირისთვის
„სწორედ ახლაა დრო, რომ ევროკავშირმა რეალურად დაუჭიროს მხარი სომხეთს და გააკეთოს ყველაფერი საჭირო იმისათვის, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ ევროპასთან ურთიერთობის წყალობით ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. ეს არის გამოცდა ევროკავშირისთვის. მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ დრო და შესაძლებლობები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
08 ივნისი 2026, 13:41
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე ხელის ქნევები გვიან იქნება, გისოსებს მიღმა ვერ შევძლებ ივანიშვილის დამარცხებას, გარეთ ყოფნა მჭირდება
იმ აზრით, რომ მაინც არაფერი გამოვა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ეგოები ჩაგიცხრებათ და მერე გარჩევები და ხელის ქნევები გვიან იქნება, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
08 ივნისი 2026, 13:38
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 13:35
სპორტი
ეკატერინე ხუციშვილმა ჭადრაკში სასკოლო ოლიმპიადის „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, ჭადრაკში მე-3 სასკოლო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა გახსნა.
08 ივნისი 2026, 13:35
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ჩვენი ამოცანაა ფერმერებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო წარმოებისთვის, მომხმარებლებს მივაწოდოთ უვნებელი პროდუქცია და საერთაშორისო ბაზრებზე გავაძლიეროთ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის სანდოობა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატური პირობები - გამოწვევები მცენარეთა დაცვაში“ გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.
08 ივნისი 2026, 13:28
რეგიონი
ღვაწლმოსილი პედაგოგების, რევაზ და გუგული სოლომონიძეების, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა
გუგული სოლომონიძე 1956 წელს, სოფელ პაქსაძეებში დაიბადა. იგი 1984-2011 წლებში წარმატებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. არჩეული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, სხვადასხვა წლებში კი რაიონული და საკრებულოს საბჭოების წევრად საქმიანობდა. შრომითი მიღწევებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არაერთი მაღალი ჯილდოთი და სიგელით არის დაჯილდოებული.
08 ივნისი 2026, 13:12
საზოგადოება
ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 9 ივნისს, 14:00 საათზე აბიტურიენტებისთვის ქიმიის, ფიზიკის და ბიოლოგიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 13:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს პირდაპირ მხილებაა ბრიუსელისა და სხვადასხვა დედაქალაქის დეზინფორმაციის საქართველოს წინააღმდეგ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ- საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს
08 ივნისი 2026, 13:04
რეგიონი
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის წმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები გეგმის შესაბამისად პირველი აპრილიდან მიმდინარეობს.
08 ივნისი 2026, 12:57
მსოფლიო
ნატო-ს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
ნატო-ს გამანადგურებლებმა დილით, ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ქვეყნის ეროვნული შეიარაღებულმა ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი რეზეკნესა და კარსავას შორის არსებულ ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ეს ფრანგულმა გამანადგურებლებმა გააკეთეს, რომლებიც ნატოს ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.
08 ივნისი 2026, 12:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ
ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე არის ის, რომ დივერსიფიცირებულია და არავისზე დამოკიდებული არ ვართ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 12:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რა თქმა უნდა, როდესაც ბრიუსელი გეუბნება, რომ დაუწესე სანქციები რუსეთს, ეს არის საქართველოში მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ამის გამო გვსჯიან
„მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ სომხეთი სხვა სახელმწიფოა, საქართველო სხვა სახელმწიფოა. ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ თითქმის ერთნაირი გამოწვევები გვაქვს“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „რას ნიშნავს, როდესაც რეგიონის ორი ქვეყანა მშვიდობას და სუვერენიტეტს სხვადასხვა მიმართულებით ხედავს. თქვენ ვერ ხედავთ მშვიდობას, სუვერენიტეტს ევროკავშირის მხრიდან და ფაშინიანმა, სომეხმა ხალხმა სწორედ ამას მისცა ხმა“.
08 ივნისი 2026, 12:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი
მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს ეს, იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 12:27
მსოფლიო
აშშ-ში ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზის მახლობლად სროლა იყო
გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინციდენტი ჯერ კიდევ 6 ივნისის დილას, ტროსტ-ავენიუს ქუჩაზე მოხდა, რომელიც ბაზიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. სროლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, 3 ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სროლის მიზეზი უცნობია. პოლიციას ეჭვმიტანილები არ დაუკავებია.
08 ივნისი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სომხეთში წინასაარჩევნოდ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავეს და ევროკავშირს ამ ფაქტზე არანაირი რეაგირება არ ჰქონია. სამართლის უზენაესობა თუ კარგია ვაშინგტონში, ბერლინსა და ერევანში, ასეთივე კარგი უნდა იყოს თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის
თუკი ანტიკონსტიტუციურია პარტია, ის უნდა გამოცხადდეს ანტიკონსტიტუციურად, თუკი დამნაშავეა ადამიანი ის უნდა იყოს ციხეში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 12:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სტამბოლში შეხვედრაზე: ცალმხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონს აქვს
„ეს [შეხვედრა] კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ცალმხრივი ფორმატები, რომელიც არსებობს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზეც, ხელს უწყობს ქვეყნების პოლიტიკის დაახლოებას, ერთმანეთთან შეთანხმებას იმ საერთო გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონს აქვს. ეს არის ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომელმაც წინ უნდა წაწიოს ჩვენი ერების ინტერესები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.


