imedi /  29 სექტემბერი 2020, 16:27 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: პრემიერის ვიზიტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, პრემიერის ვიზიტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.

„იცით რომ პანდემიის კუთხით იყო სერიოზული სირთულეები საერთაშორისო კავშირების განახლების, კიდევ უფრო გამყარების თვალსაზრისით. თუმცა ჩვენ მოგვეცა ახლა იმის საშუალება, რომ უმაღლეს დონეზე გაიმართოს საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები და ძალიან კარგია რომ პრემიერის ვიზიტი მოხერხდა ამ დროს. ეს ვიზიტი ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან. ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენთვის მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა. იგივე ეხება სხვა მიმართულებებს, რაც უკავშირდება დასავლურ ინტეგრაციას, რაც უკავშირდება ნატოს, აშშ-ს. აქაც გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ის ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრ, ოლივერ ვარჰელს შეხვდა.

ყველა სიახლე

31 ოქტომბერი 2020, 22:54

პოლიტიკა

საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა, მათი უმეტესობა კი პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 289 საჩივარი შევიდა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, საჩივართა უმრავლესობა ისეთ პროცედურულ ხარვეზებს ეხება, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა და ა.შ.

გიორგი გახარია

31 ოქტომბერი 2020, 22:38

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ქართველ ხალხს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე უაღრესად მნიშვნელოვან მიღწევას ვულოცავ

„მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ხმის მიცემით განსაზღვრა ჩვენი ერის მომავალი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.

ია მეტრეველი

31 ოქტომბერი 2020, 22:34

საზოგადოება

ია მეტრეველი: 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“, არ მეგონა

„ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული ვარ. 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“ არ მეგონა. ვერ წარმომიდგენია ამდენი თუ კიდევ ჰყავთ მომხრე. რაც შეეხება „ევროპელებს“, ეს აბსოლუტურად მისაღებია, 3%-იც ზედმეტია მათთვის. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი გამარჯვებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა დღეს. კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა და ეს არჩევნები ჩვეულებრივი არ არის. ეს არის დიდ ბოროტებას, სიბნელესა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის არჩევანი და სწორედ დღეს ხალხმა აირჩია ნათელი მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მეტრეველმა.

31 ოქტომბერი 2020, 22:33

პოლიტიკა

20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 970 540 ამომრჩეველი (56,11%) მივიდა

20:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 1 970 540 ამომრჩეველი (56,11%) მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:32

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: დამარცხდი? - მიულოცე! ეს ის კულტურაა, რომელსაც ჩვენგან ევროპის ქვეყნები ითხოვენ

„მარცხის დროს ზეიმი გაუგებრობაა, მაგრამ ღირსეულად მარცხი ასეთი მაიმუნობის გარეშე ეგ კიდევ სხვა კულტურაა, ეს ის კულტურაა, რომელსაც ითხოვენ ჩვენგან ევროპული ქვეყნები. დამარცხდი?! მიულოცე მეტოქეს და ჩამოართვი ხელი, ძალით რომ გააკეთებინებს სააკაშვილს. ეს დასავლური კულტურაა, რომლისკენაც ჩვენც უნდა მივდიოდეთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ირაკლი კობახიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, რეგიონებში, 4 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ

„17 უბანი არის დათვლილი უკვე ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში, სადაც მაჟორიტარების მონაცემები გვაქვს შემდეგი: გოგი მეშველიანი - 52, 02%. 2 უბანი არის დათვლილი ახალქალაქი-ნინოწმინდაში, სადაც სამველ მანუკიანის მაჩვენებელი არის 69, 32%. რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ოლქში დათვლილია 1 უბანი - გოჩა ენუქიძე 86,21%. ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში არის დათვლილი 1 უბანი - ბეჟან წაქაძე 68,84% და ბოლოს, გურიაში არის დათვლილი 3 უბანი. ვასილ ჩიგოგიძე - 62,61%. როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობაბხიძე

31 ოქტომბერი 2020, 22:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე: კაცი რომ ყოფილიყო, თავიდანვე იტყოდა რომ წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ამის თქმა ვერ გაბედა, რადგან იცოდა რომ წააგებდა

რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

​ნილ ნიუჰაუსი 
Public Opinion Strategies-ის პარტნიორი

31 ოქტომბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

Public Opinion Strategies-ის პარტნიორი ნილ ნიუჰაუსი: დღევანდელი ეგზიტპოლებით, „ქართული ოცნება“ უდავო გამარჯვებულია

დღევანდელი ეგზიტპოლებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ არის უდავო გამარჯვებული, - ეს განცხადება Public Opinion Strategies-ის პარტნიორმა ნილ ნიუჰაუსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

31 ოქტომბერი 2020, 21:50

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა

მესტიის 47-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ჯამში საკუთარი არჩევანი 5 272-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც 59%-ზე მეტია და აქტივობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა საპარლამენტო არჩევნები და რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არც რაიმე სახის საჩივარი უბნებზე არ დაწერილა.

გიორგი შენგელია

31 ოქტომბერი 2020, 21:48

რეგიონი

გიორგი შენგელია: ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა

ეგზიტპოლები ადასტურებს რომ ჩვენმა პოლიკურმა გუნდმა გამარჯვებას მიაღწია. რასაც ვულოცავ ჯერ ქართველ ხალხს და შემდეგ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.

არჩევნები შიდა ქართლი

31 ოქტომბერი 2020, 21:46

რეგიონი

არჩევნებმა შიდა ქართლში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

351-მა მოქალაქემ გადასატანი ყუთით ისარგებლა მე-15 ოლქში, ხოლო მე-16 ოლქში გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით საოლქო კომისიას 173-მა ამომრჩეველმა მიმართა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება

„ეს იყო „ნაცების“ უკანასკნელი გაფართხალება, რადგან 8 წელი ელოდა რევანშს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამას მოახერხებდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ახლა სრული აგონია აქვთ. სახეებზე შეხედეთ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მათ რეაქციებს. მათი ბელადის რეაქციას შეგიძლიათ შეხედოთ და მიხვდებით, რამდენად აგონიაში არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაურ დარგალი

31 ოქტომბერი 2020, 21:32

პოლიტიკა

ზაურ დარგალი: მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება

„დღეს საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი არჩევანი. ეს არჩევანი არის საქართველოს განვითარების, გაძლიერების არჩევანი. ვულოცავ ყველას და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, აქტივისტს. ჩვენ ველოდებით ჩვენს შედეგებს, მაჟორიტარობის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ მარნეულში“, - აღნიშნა დარგალმა.

მიხეილ სააკაშვილი

31 ოქტომბერი 2020, 21:29

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ხსნის

მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში. მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, მე არასდროს მეშინოდა არც გამარჯვებული და არც დამარცხებული ივანიშვილის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:22

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უმრავლეს ოლქში ჩვენმა კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს

„ქართული ოცნების“ მონაცემებით, უმრავლეს ოლქში მათმა კანდიდატებმა პირველივე ტურებში გაიმარჯვეს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

31 ოქტომბერი 2020, 21:22

რეგიონი

ხაშურის ოლქში რეგისტრირებული 66 000 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 38 439-მა მიიღო

„არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ხაშურის საუბნო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ 1 საჩივარია შემოსული. 66 000 ამომრჩევლიდან 58.19%-მა (38 439 ამომრჩეველი) მიიღო მონაწილეობა. ახლა უბნებზე ხელმოწერების დათვლა მიმდინარეობს, დაილუქება სიები და გადავლენ ბიულეტინების დათვლაზე”, - განაცხადა ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარემ, იმედო ლაცაბიძემ.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია

მიხეილ სააკაშვილს მიღებული აქვს პოლიტიკური ტრავმა და ამ წლების განმავლობაში ის მუდმივად იმეორებს გადაბარებას, სინამდვილეში ეს დღეს არ გახლავთ არც საქართველოს მოქალაქე და რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იქაც მას უკვე ექნება სამსახურის პოვნის პრობლემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:08

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს

„განსხვავებით წინა წლებისა, ჩვენი პარტიული აქტივი, ვინც სხვების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ, ხმების მობილიზებაში, დავაორგანიზეთ 5 საათის შემდეგ. ანუ პარტიული აქტივის 80%-მა ხმა მისცა 5 საათის შემდგომ. თქვენი იცით, რომ ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემის გამოყვანას სჭირდება დრო. ეგზიტპოლის საველე სამუშაოების ჩამტარებელი რგოლი მუშაობს მაქსიმუმ 5-6 საათამდე. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ შედეგები გაცილებით გაუმჯობესდეს, თუმცა ამაზე თავს ნამდვილად ვერ დავდებ. ყოველ შემთხვევაში, მე ამ პოზიტიურ მოვლენებს შემთხვევით არ ვახმოვანებ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია რას ამბობს, უკვე მნიშვნელობა არ აქვს

„ოპოზიცია რას ამბობს, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძე

31 ოქტომბერი 2020, 21:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მინდა მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება

პირველ რიგში მთავარი დამსახურება ამ არჩევნების არის ის, რომ საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ, ეს ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების უფრო მეტ მონაწილეობას და თანამშრომლობას ქვეყნის მართვის პროცესში, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.