გია აბაშიძე: ნატოს გენერალური მდივანი კვლავ ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია
გია აბაშიძე
ფოტო: IMEDI/არქივი
საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთ მაღალ ნიშნულზე, როგორც დღესაა. სასიამოვნოა და იმედისმომცემია, როცა ნატოს გენმდივანი კვლავ ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ გენერალურმა მდივანმა გიორგი გახარიას ალიანსის მიმართ პირადი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრას ეხმიანება.
ანალიტიკოსის თქმით, განსაკუთრებულად მნიშნელოვანი იყო პრემიერ გახარიას ინიციატივა, რომ საქართველოს ფუნქცია ახლებურად იქნას პოზიციონირებული შავი ზღვის რეგიონის ფართო განზომილებაში და ამ კონტექსტში იქნას განხილული ალიანსის შესაძლო სამომავლო ინციატივები რეგიონში.
,,სტოლტენბერგი მიესალმება იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული დემოკრატიული რეფორმების გატარების კუთხით. მან აღნიშნა, რომ საქართველომ უკვე მიაღწია წარმატებას და კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. გენერალური მდივანი ძალიან პოზიტიურად აფასებს საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს სრულ ინტეგრაციას ნატო-ში. განსაკუთრებულად მნიშნელოვანი იყო პრემიერ გახარიას ინიციატივა, რომ საქართველოს ფუნქცია ახლებურად იქნას პოზიციონირებული შავი ზღვის რეგიონის ფართო განზომილებაში და ამ კონტექსტში იქნას განხილული ალიანსის შესაძლო სამომავლო ინციატივები რეგიონში. სწორედ ეს უნდა გახდეს აჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატო-სთან შემდგომი ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მიაპყრო ყურადღება, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომლებიც ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების ძირითადი ინსტრუმენტებია. ასევე, ყურადღება მიეპყრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ნატო-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად და განაგრძობს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. ესაა მთავარი გზავნილები, რაც ბრიუსელიდან გავიგეთ. ნუ დაუჯერებთ მავნებელი ნაცოპოზიციის პოლიტიკოსებს, ე. წ. ჟურნალისტებს, პოლიტიკანებსა და ფსევდო-ექსპერტებს”,- წერს გია აბაშიძე.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 11:54
მსოფლიო
ნიუ-იორკში თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ეჭვმიტანილი დააკავა. ცნობილია, რომ ის დაშავებულს დანით დაესხა თავს. სამართალდამცავებმა მედიას განუცხადეს, რომ თავდასხმა შემთხვევითი ძალადობის აქტი იყო, ეჭვმიტანილი კი ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
08 ივნისი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ის ახალი დინამიკა, რომელიც არსებობს რეგიონში. აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალი გზა, გახსნილი საზღვრები, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დიალოგი
ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას, პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ გუშინ მიულოცა მას წარმატებული არჩევნები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:49
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება
კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში, რამდენიმე „ენჯეო“ ჰქონდათ რეგისტრირებული, იყენებდნენ იმისთვის, რათა დაფინანსების ლეგალიზება მოეხდინათ, ვითომ იყო ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება და სინამდვილეში ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დაფინანსება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:37
პოლიტიკა
პაპუაშვილი: როცა ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით მომზადებული შევხვდეთ სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს
როდესაც ევროკავშირში მიგრაციის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გამკაცრდეს, თავის მხრივ მოსალოდნელია, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაკადებმა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, არსებული გამოწვევები აღმოვფხვრათ და მეორე მხრივ, მომზადებული შევხვდეთ საკანონმდებლო ჩარჩოს კუთხით შესაძლო სხვადასხვა მიგრაციულ პროცესს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - შსს-მ მოამზადა მორიგი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, საქმე ეხება მიგრაციის პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმის გაუმჯობესებას - რაზე მიუთითებს ეს ცვლილებები?
08 ივნისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ძალიან კარგად ვიცით, საელჩოებსა თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით სხვადასხვა შეხვედრაზე საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
08 ივნისი 2026, 11:34
მსოფლიო
მოლდოვის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა
„აღმოჩენილი ნამსხვრევები მოწმდება საფრენი აპარატის წარმომავლობისა და ინციდენტის გარემოებების დასადგენად. აღვნიშნავთ, რომ ამ ღამით მოხდა რუსეთის მასირებული თავდასხმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით“, - განაცხადეს სამინისტროში.
08 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბრისას.
08 ივნისი 2026, 11:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს. მტრული პოლიტიკის გატარება, ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა
ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სულთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.
08 ივნისი 2026, 11:21
პოლიტიკა
არჩილ კალანდია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად
ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ-პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში არჩილ კალანდიამ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივ შეხვედრაზე.
08 ივნისი 2026, 11:21
მსოფლიო
ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე, დაშავებულთა კი 129-მდე გაიზარდა. მანამდე ვრცელდებოდა 3 დაღუპულისა და 5 დაშავებულის შესახებ.
08 ივნისი 2026, 11:15
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მორიგი საპროცესო შეთანხმებები გაფორმდება. დამატებით 4-მა ბრალდებულმა აღიარა დანაშაული.
08 ივნისი 2026, 11:10
პოლიტიკა
სამართლისა და პოლიტიკის ძლიერი სიჯანსაღით საქართველოს ხელისუფლება გლობალურად 26-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა, 2026 წლის კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სამართლისა და პოლიტიკის გლობალური რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 68.7% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიცია დაიკავა. ამასთან, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მაღალ-საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.
08 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე ნავთობი ისევ გაძვირდა
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 3,20 დოლარით, ანუ 3,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 96,24 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 2,87 დოლარით, ანუ 3,17%-ით გაიზარდა და ბარელზე 93,41 დოლარი გახდა.
08 ივნისი 2026, 11:03
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ ფილმზე: შეუძლებელი იქნებოდა ეს ფილმი გამოსულიყო რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“. მათ ყველანაირი მხარდაჭერა გამოგვიხატეს და ეს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დიდი ქველმოქმედების პატარა ნაწილია, რომელიც ქართული სპორტისთვის და მთლიანად საქართველოსთვის გააჩნია
კინომცოდნე, ბაჩო ოდიშარია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით გადაღებულ, ქართულ დოკუმენტურ ფილმზე საუბრობს, რომლის ჩვენებაც 11 ივნისს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართება.
08 ივნისი 2026, 10:58
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
კანადაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
08 ივნისი 2026, 10:56
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა - ცესკო ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგებს აქვეყნებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც 8 ივნისს დილით ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ბიულეტენის დამუშავების შედეგად განაცხადა, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ ხმების 49,81% მიიღო.
08 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჭოუ ციენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:53
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მორიგი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა
მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
08 ივნისი 2026, 10:30
სამართალი
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.


