სოზარ სუბარი: სააკაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში ისევ ქვების სროლით დაბრუნდება
სოზარ სუბარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
როგორც ჩანს, სააკაშვილს ისტორიის თავიდან დაწყება, განმეორება სურს. ბოლნისიდან დაიწყო ქვების სროლით, ქვების სროლა გააგრძელა 2012 წლის არჩევნებზე და ახლა ისევ ფიქრობს, რომ ქვების სროლითვე დაბრუნდება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„მართლაც სიმბოლური იყო, რომ ახლაც, ბოლნისიდან დაიწყეს თავდასხმა ჩვენს თანამშრომლებზე, რომლებიც ისხდნენ, ჩაის სვამდნენ და იქ მივიდნენ, იქ დაესხნენ თავს. შემდეგ კი, თავს დაესხნენ ჩვენს ოფისს. დღეს იგივე განმეორდა მარნეულშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ საარჩევნო კომისიაში მიიჭრნენ და შემდეგ, ჩვენს ოფისში მოხდა მეორე თავდასხმა. თავად ადგილმდებარეობაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ ვინაა ამის წამომწყები და დამნაშავე ამ შემთხვევაში. როცა ჩვენს ოფისთან მოდიან და იქ იწყება თავდასხმა, უკვე ყველაფერი ნათელია. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. მათ ძალიან მკაცრად უნდა აგონ პასუხი, არა მარტო ამ ინციდენტზე, არამედ - ნებისმიერ პატარა შემთხვევაზეც. მაგალითად, პლაკატის ჩამოხევაზე... ოფისის მინის ჩამსხვრევაზე, - რაც მოხდა ჩემი ერთ-ერთი ოპონენტის, ხაბეიშვილის შემთხვევაში. ვიღაცამ მისი ოფისის მინა ჩაამსხვრია. აბსოლუტურად ერთნაირად ვუდგები ყველა ადამიანს, თუკი ის ჩადის გარკვეულ გადაცდომას, დანაშაულს, სამართალდარღვევას, მნიშვნელობა არ აქვს, რა კატეგორიით შეფასდება. ქმედების შესაბამისად, ყველამ უნდა აგოს პასუხი“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე
29 ივნისი 2026, 09:09
კულტურა
„პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა
ორბელიანის მოედანზე, „თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა. საღამოზე შესრულდა მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი.
29 ივნისი 2026, 09:06
მსოფლიო
თურქეთის საგარეო უწყება: ისრაელის გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას
ისრაელის გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს ისრაელის მიერ ჩადენილი დანაშაულების გადაფარვას, - წერია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია.
29 ივნისი 2026, 09:04
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის ინფორმაციით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721 კი იძულებით გადაადგილდა.
29 ივნისი 2026, 09:03
მსოფლიო
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებს დაარტყეს
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვართან სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს და შეიარაღებული დაჯგუფებების სამალავებს დაარტყეს. ოპერაცია ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების საპასუხოდ ჩატარდა. ლიკვიდირებულია 29 ადამიანი.
29 ივნისი 2026, 08:58
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყება ვლადიმერ პუტინს: ოთხი წლის განმავლობაში მილიონ 300 ათასამდე ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა და ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება
ზედიზედ მეხუთე წელია, პუტინი ისე ლაპარაკობს, თითქოს ომს მოიგებს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.
29 ივნისი 2026, 08:53
მსოფლიო
ირანის უმაღლესი ლიდერის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, თეირანმა კვირას დაგეგმილ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღო
ირანის უმაღლესი ლიდერის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, თეირანმა კვირას დაგეგმილ ტექნიკურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიიღო. მეჰდი ფაზაელის თქმით, ამის მიზეზი გახდა ირანზე თავდასხმები და შეერთებული შტატების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების დარღვევა.
29 ივნისი 2026, 08:49
მსოფლიო
ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
ისრაელის ხელისუფლებამ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ამის თაობაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა.
29 ივნისი 2026, 08:39
მსოფლიო
რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა
რუსეთის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა.
29 ივნისი 2026, 08:30
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.
29 ივნისი 2026, 08:24
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა
რუსეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ საწვავის მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში დეფიციტი შეიქმნა. საგანგებო თათბირზე პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის საკმარისი მარაგების უზრუნველსაყოფად მუშაობს. ასევე განიხილება დიზელის ექსპორტის დროებითი შეზღუდვა.
29 ივნისი 2026, 08:18
სპორტი
ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად, 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. დაშნით მოფარიკავე დანიილ ტარასკინმა ფინალში უნგრელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი პირველად მიიღო.
29 ივნისი 2026, 08:12
საზოგადოება
ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა
ფონდი ქართუს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი - „თბილისის ურბანული ტყე“ დასრულების ეტაპზეა. სიახლეა ის, რომ შეიქმნა აპლიკაცია ,,თბილისის ურბანული ტყე,” რომელიც მოსახლეობას დაეხმარება ამ მიდამოების კორდინაციაში, აპლიკაცია აჩვენებს ტერიტორიაზე შემოსასვლელებს, ბილიკებს, მანძილს, მოსასვენებელ სივრცეებს, რაც მეტად გაამარტივებს გადაადგილებას.
29 ივნისი 2026, 08:07
პოლიტიკა
თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება
თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატით 10 რეგიონში უკვე გაიმართა. დასკვნითი მე-11 შეხვედრა დღეს შედგება.
29 ივნისი 2026, 07:59
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
29 ივნისი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა, მან უთხრა ზვიადს, პარტია უნდა შევქმნაო - ვიქტორ ყიფიანზე გამახსენდა, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ - გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი
გიორგი გამსახურდია ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა.
28 ივნისი 2026, 23:57
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა
დიდი ბრიტანეთის ანალოგიური პრობლემებია გერმანიაშიც და საფრანგეთშიც, მერცის და მაკრონის რეიტინგები მიზერზეა დასული, დღეებს ითვლის მათი მმართველობა, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში ეროვნული ძალები ძლიერდება. ლადღობელაშვილის თქმით, გერმანიასა და საფრანგეთშიც დიდი ბრიტანეთის მსგავსად აკლდება ხალხს და ხმარდება სხვას.
28 ივნისი 2026, 23:26
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ლატვიის ნაკრები დაამარცხა
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლატვიის ეროვნულ ნაკრებს რიგაში დაუპირისპირდა.
28 ივნისი 2026, 22:16
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობაზე: ალბათ, მათ ასეთი სტრატეგია დასახეს, რომ თავდასხმაზე გადმოვიდნენ - საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, თუმცა, ესეც არ გამოუვიდათ, ვფიქრობ, უფრო გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს „იმედი“ და „პოს ტვ“ ხალხისთვის
გადაცემაში „EURO ანატომია“ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოს ტვ“-ის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა.
28 ივნისი 2026, 22:14
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტი: ძალიან გვიხარია, რომ წელს საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით ვმასპინძლობდით - გელოდებით მომავალ წელსაც, იმედი მაქვს თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება
ძალიან გვიხარია, რომ წელს საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით ვმასპინძლობდით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტმა პიერ-ივ ბერენგერმა ფესტივალზე საუბრისას. „თქვენი ეროვნული სტენდი განთავსებულია გრანდ პალეს გულში და პარიზის წიგნის ფესტივალის ცენტრში. მოხარულები ვართ, რომ საქართველოსთან ვავითარებთ თანამშრომლობას, როგორც პროფესიულ, ისე უფრო ფართო კულტურულ დონეზე, გელოდებით მომავალ წელსაც, იმედი მაქვს თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა პიერ-ივ ბერენგერმა.
28 ივნისი 2026, 21:58
კულტურა
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე: ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა
ძალიან ბევრმა ადამიანმა საქებარი სიტყვები გვითხრა, მათ შორის იყო საფრანგეთის კულტურის მინისტრი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე საუბრისას. მინისტრის თქმით, ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს თუ წიგნის გვერდებიდან გაიცნობს, მერე ქვეყანასაც ესტუმრება.


